2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის წესის თაობაზე

მიღების თარიღი 10.06.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №33/2014
სარეგისტრაციო კოდი 010240000.15.008.016150
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/06/2014
matsne.gov.ge 247 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია ცესკოს მდივანი გიზო მჭედლიძე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის წესის თაობაზე საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №33/2014 2014 წლის 10 ივნისი ქ. თბილისი 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის წესის თაობაზე   საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1🔗 საოლქო საარჩევნო კომისია პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარებული არჩევნებისთვის და ყოველ ერთმანდატიანი მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარებული არჩევნებისთვის ადგენს თითო შემაჯამებელ ოქმს, გარდა ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნებისა. მუხლი 2🔗 საოლქო საარჩევნო კომისია პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს - საკრებულოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ერთიან ოქმს (თანდართული რედაქციით), რომელიც ივსება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გადაეცემა ცესკოს, მეორე ეგზემპლარი ინახება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, ხოლო მესამე ეგზემპლარი გადაეცემა საკრებულოს სამანდატო კომისიას. მუხლი 3🔗 ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნებისთვის ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში არჩევნების შედეგებს აჯამებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია და ადგენს ერთ შემაჯამებელ ოქმს. მუხლი 4🔗 ცენტრალური საარჩევნო კომისია პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე  ადგენს ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ერთიან ოქმს, რომელიც ივსება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან ორი ინახება ცესკოში, ხოლო მესამე ეგზემპლარი გადაეცემა საკრებულოს სამანდატო კომისიას. მუხლი 5🔗 ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან  2 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 6🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანიაცესკოს მდივანიგიზო მჭედლიძე