განჩინება შპს „ჯიქიას“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/395-11
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/06/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/395-11  

 

განჩინება

საქართველოს სახელით

 

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2014 წლის 10 ივნისი

 

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

 

განმცხადებელი – შპს ,,ჯიქიას’’ რეაბილიტაციის მმართველი ლევან აფციაური

მოთხოვნა – კრედიტორთა კრების მოწვევა

სასამართლომ განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

 

გამოარკვია:

2011 წლის 18 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს ,,ჯიქიას’’ დირექტორმა ივანე ცაგურიამ და ითხოვა აღნიშნული საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება. 2011 წლის 28 იანვრის განჩინებით განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებულ იქნა წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა ირაკლი გაფრინდაშვილი, ხოლო 2011 წლის 21 სექტემბერს კრედიტორთა კრებაზე რეაბილიტაციის მმართველად დაინიშნა ლევან აფციაური.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს ,,ჯიქიას’’ რეაბილიტაციის მმართველმა ლევან აფციაურმა, რომელმაც მოითხოვა კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევა შემდეგი დღის წესრიგით: დაგვიანებული კრედიტორების მოთხოვნათა განხილვა; სს ,,თელასისათვის’’ 80 კვ.მ მიწისა და მასზე განლაგებული სატრანსფორმატორო კიოსკის შენობა-ნაგებობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ (მიწის ნაკვეთის გამიჯვნის ნახაზზე ნაკვეთი №2); რეაბილიტაციის პროცესთან დაკავშირებული სხვა საკითხების განხილვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 6 ივნისის განჩინებით კრედიტორთა კრება მოწვეული იქნა 2014 წლის 10 ივნისს, 10:15 საათზე, შემდეგი დღის წესრიგით: 1.1. დაგვიანებული კრედიტორების მოთხოვნათა განხილვა; 1.2. სს ,,თელასისათვის’’ 80 კვ.მ მიწისა და მასზე განლაგებული სატრანსფორმატორო კიოსკის შენობა-ნაგებობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ (მიწის ნაკვეთის გამიჯვნის ნახაზზე ნაკვეთი №2); 1.3. რეაბილიტაციის პროცესთან დაკავშირებული სხვა საკითხების განხილვა.

კრედიტორთა რიგგარეშე კრებაზე არ გამოცხადდა კრედიტორთა საკმარისი რაოდენობა, რის გამოც კრებამ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე ვერ მიიღო გადაწყვეტილება.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მეათე ნაწილის თანახმად, თუ კრედიტორთა კრება არ შედგა, ან კრება გადაწყვეტილებაუუნაროა, ან მან ვერ მიიღო გადაწყვეტილება, 7 დღის ვადაში იმავე დღის წესრიგით მოიწვევა მეორე კრება, რომელიც გადაწყვეტილებაუნარიანი იქნება მასზე წარმოდგენილ ხმათა რაოდენობის მიუხედავად. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ მოწვეულ იქნეს მეორე კრება იმავე დღის წესრიგით.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27 -ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კრედიტორთა მეორე კრება მოწვეულ იქნეს 2014 წლის 17 ივნისს, 16:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6, სხდომის დარბაზი №29 შემდეგი დღის წესრიგით:

1.1. დაგვიანებული კრედიტორების მოთხოვნათა განხილვა;

1.2. სს ,,თელასისათვის’’ 80 კვ.მ მიწისა და მასზე განლაგებული სატრანსფორმატორო კიოსკის შენობა-ნაგებობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ (მიწის ნაკვეთის გამიჯვნის ნახაზზე ნაკვეთი №2);

1.3. რეაბილიტაციის პროცესთან დაკავშირებული სხვა საკითხების განხილვა.

2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საკანონმდებლო მაცნეში’’, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www. tcc.gov.ge.   

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                                              თამარ ჭუნიაშვილი