,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 14 ივნისის №1-1/156 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/147
სარეგისტრაციო კოდი
010320000.22.024.016325
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/06/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/147

2014 წლის 9 ივნისი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 14 ივნისის №1-1/156 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე -4 პუნქტის შესაბამისად ,  ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 14 ივნისის №1-1/156 ბრძანებით დამტკიცებულ მოთხოვნებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 3. საზღვაო ტრანსპორტის სამმართველო

1. საზღვაო ტრანსპორტის სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება საერთაშორისო სამართლის, საზღვაო სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების, მენეჯმენტის ან ტრანსპორტის  სპეციალობით;

ბ) მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება;

გ) ,,ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ” საქართველოს კანონის, ,,საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველო საზღვაო კოდექსის, ,,საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ” საქართველოს კანონისა და ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილების  ცოდნა;

დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა;

ე) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.

2. საზღვაო ტრანსპორტის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება საერთაშორისო სამართლის, საზღვაო სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, სამართალმცოდნეობის ან ტრანსპორტის  სპეციალობით;

ბ) მუშაობის არანაკლებ  ერთწლიანი გამოცდილება;

გ) ,,ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების  შესახებ” საქართველოს კანონის, ,,საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველო საზღვაო კოდექსის, ,,საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ” საქართველოს კანონისა და  ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილების  ცოდნა;

დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა;

ე) ინგლისური ან რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.

3. საზღვაო ტრანსპორტის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება საერთაშორისო სამართლის, საზღვაო სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, სამართალმცოდნეობის ან ტრანსპორტის  სპეციალობით;

ბ) მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება;

გ) ,,ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების  შესახებ” საქართველოს კანონის, ,,საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველო საზღვაო კოდექსის, ,,საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ” საქართველოს კანონისა  და  ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილების  ცოდნა;

დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა;

ე) ინგლისური ან რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.

2.   ბრძანების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 5. სამოქალაქო ავიაციის სამმართველო

1. სამოქალაქო ავიაციის  სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი  განათლება საერთაშორისო სამართლის, სამართალმცოდნეობის, სამოქალაქო ავიაციის, მენეჯმენტის ან ტრანსპორტის  სპეციალობით;

ბ) ავიაციის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება;

გ)  საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის,   ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ საქართველოსა და ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის შეთანხმების, ,,საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს საჰაერო კოდექსისა და ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილების  ცოდნა;

დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა;

ე) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.

2. სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება საერთაშორისო სამართლის, სამოქალაქო ავიაციის, სამართალმცოდნეობის ან ტრანსპორტის  სპეციალობით;

ბ) შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;

გ)  საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის,   ერთიანი საჰაერო  სივრცის შესახებ საქართველოსა და ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის შეთანხმების, ,,საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს საჰაერო კოდექსისა და  ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილების  ცოდნა; 

დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა;

ე) ინგლისური ან რუსული  ენების სრულყოფილი ცოდნა.

2. სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება საერთაშორისო სამართლის, სამოქალაქო ავიაციის, სამართალმცოდნეობის ან ტრანსპორტის  სპეციალობით;

ბ) მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება;

გ)  საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის,  ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ საქართველოსა და ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის შეთანხმების, ,,საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს საჰაერო კოდექსისა და  ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილების  ცოდნა;

დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა;

ე) ინგლისური ან რუსული  ენების სრულყოფილი ცოდნა.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი