საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დაფუძნების შესახებ

მიღების თარიღი 11.06.2014
ძალაში შესვლა 15.06.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №390
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.018011
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/06/2014
matsne.gov.ge 178 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.06.2014 მიღება
15.06.2014 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დაფუძნების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №390 2014 წლის 11 ივნისი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დაფუძნების შესახებ მუხლი 1🔗 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში პროფესიული განვითარების სისტემის სრულყოფის მიზნით, ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა, სტაჟიორთა და სხვა დაინტერესებულ პირთა პროფესიული განვითარების უზრუნველსაყოფად,  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საჯარო  სამართლის იურიდიული პირის შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის №1016‑Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,  დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ფინანსთა სამინისტროს აკადემია (შემდგომში – აკადემია). მუხლი 2🔗 აკადემია  განისაზღვროს  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფინანსთა სამინისტროს აკადემიის შექმნის შესახებ“ საქართველოს  პრეზიდენტის  2011 წლის 18 აპრილის  №212 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის –  ფინანსთა სამინისტროს აკადემიის უფლებამონაცვლე. მუხლი 3🔗 აკადემიის უფლებამოსილება განისაზღვრება აკადემიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. მუხლი 4🔗 აკადემიის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. მუხლი 5🔗 აკადემიის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. მუხლი 6🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 15 ივნისიდან. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი