საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ
მიღების თარიღი 11.06.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №388
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.017995
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/06/2014
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.06.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №388
2014 წლის 11 ივნისი
ქ.თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ
მუხლი 1🔗
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (06/09/2013, N1016-Iს) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:
1. დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გარემოს ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
2. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ.
3. სააგენტო განისაზღვროს „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციის, ლიკვიდაციისა და ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 დეკემბრის №1061 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს უფლებამონაცვლედ.
4. სააგენტო არის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფლებამონაცვლე ქონების ნაწილში.
5. სააგენტოს, საკუთარი უფლებამოსილებების განსახორციელებლად, სახელმწიფო ქონება გადაეცეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა უზრუნველყოს სააგენტოს დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.
მუხლი 2🔗
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფლებამონაცვლე ფინანსური ვალდებულებების ნაწილში არის საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი