საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის დაფუძნების შესახებ

მიღების თარიღი 11.06.2014
ძალაში შესვლა 15.06.2014
ძალის დაკარგვა 15.06.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №385
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.018008
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/06/2014
matsne.gov.ge 206 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.06.2014 მიღება
15.06.2014 ძალაში შესვლა
15.06.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის დაფუძნების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №385 2014 წლის 11 ივნისი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის დაფუძნების შესახებ მუხლი 1🔗 საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებების ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების, ბიზნესპროცესების ავტომატიზების უზრუნველყოფის და ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემების დანერგვის ხელშეწყობის, ელექტრონული მთავრობისა და ელექტრონული მმართველობის კომპონენტების განვითარებისა და შესაბამისი ელექტრონული სერვისების მიწოდების, აგრეთვე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციული და ანალიტიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მართვის, საინფორმაციო სისტემების ქვეყნის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სივრცეში ინტეგრაციის, სახელმწიფო და მუნიციპალური სერვისების დანერგვის მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“   2013 წლის  6  სექტემბრის  №1016‑Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,  დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საფინანსო-ანალიტიკური სამსახური (შემდგომში - სამსახური). მუხლი 2🔗 სამსახური განისაზღვროს  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 11 მარტის №160 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის უფლებამონაცვლედ. მუხლი 3🔗 სამსახურის უფლებამოსილება განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. მუხლი 4🔗 სამსახურის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. მუხლი 5🔗 სამსახურის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. მუხლი 6🔗 დადგენილება ამოქმედდეს  2014  წლის  15 ივნისიდან.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი