საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 152-ე მუხლის საფუძველზე შექმნილი ახალი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების შედგენის, საბიუჯეტო შემოსულობებისა და გადასახდელების, 2014 წლის ბოლომდე პერიოდისთვის, გადანაწილების დროებითი წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 11.06.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №384
სარეგისტრაციო კოდი 190010000.10.003.018007
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/06/2014
matsne.gov.ge 1,242 სიტყვა · ~6 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (1)
ზღვრული საშტატო რაოდენობა - საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ (შემდგომში
კოდექსი) 156-ე მუხლით განსაზღვრული წესით დადგენილ საშტატო რაოდენობას დამატებული საკრებულოს თანამდებობის პირთა რაოდენობა
მუხლი 1
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 152-ე მუხლის საფუძველზე შექმნილი ახალი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების შედგენის, საბიუჯეტო შემოსულობებისა და გადასახდელების, 2014 წლის ბოლომდე პერიოდისთვის, გადანაწილების დროებითი წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №384 2014 წლის 11 ივნისი ქ. თბილისი საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 152-ე მუხლის საფუძველზე შექმნილი ახალი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების შედგენის, საბიუჯეტო შემოსულობებისა და გადასახდელების, 2014 წლის ბოლომდე პერიოდისთვის, გადანაწილების დროებითი წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 1.  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 153-ე მუხლის მე‑2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 152-ე მუხლის საფუძველზე შექმნილი ახალი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების შედგენის, საბიუჯეტო შემოსულობებისა და გადასახდელების, 2014 წლის ბოლომდე პერიოდისთვის, გადანაწილების თანდართული დროებითი წესი.  2.  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, მიმდინარე წლის 5 ივლისამდე, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით, კოორდინაცია გაუწიოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის ახალი მუნიციპალიტეტების შესახებ საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 74-ე მუხლით გათვალისწინებული სტატისტიკური მონაცემების მიწოდების პროცესს. გაუქმებული მუნიციპალიტეტის ნაცვლად შექმნილი შესაბამისი ახალი მუნიციპალიტეტების სტატისტიკური მონაცემების ჯამი არ უნდა აღემატებოდეს გაუქმებული მუნიციპალიტეტის შესაბამის სტატისტიკურ მონაცემებს.  მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 152-ე მუხლის საფუძველზე შექმნილი ახალი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების შედგენის, საბიუჯეტო შემოსულობებისა და გადასახდელების, 2014 წლის ბოლომდე პერიოდისთვის, გადანაწილების დროებითი წესი მუხლი 1🔗.   ტერმინთა განმარტებები წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) გასაუქმებელი მუნიციპალიტეტი - მუნიციპალიტეტი, რომელიც უქმდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) ახალი მუნიციპალიტეტი - მუნიციპალიტეტი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, იქმნება მუნიციპალიტეტის გაყოფის შედეგად; გ) ზღვრული საშტატო რაოდენობა - საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ (შემდგომში – კოდექსი) 156-ე მუხლით განსაზღვრული წესით დადგენილ საშტატო რაოდენობას დამატებული საკრებულოს თანამდებობის პირთა რაოდენობა; დ) კომისია - „საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 სექტემბრის №297 დადგენილებით შექმნილი საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისია; ე) „ქონებისა და ვალდებულებების გადანაწილების წესი“ - „მუნიციპალიტეტებს შორის ქონებისა და ვალდებულებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №363 დადგენილებით დამტკიცებული წესი. მუხლი 2🔗. ახალ მუნიციპალიტეტებს შორის გადასახდელების გადანაწილება 1. ახალი მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის/მერიის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ხარჯების გადანაწილება განხორციელდეს შემდეგი პრინციპით: ა) ახალი მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის/მერიის შრომის ანაზღაურებისთვის საჭირო თანხის განსაზღვრისას, გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის/მერიის შტატით გათვალისწინებული თანამშრომლების  შრომის საშუალო ანაზღაურება უნდა გამრავლდეს ახალი მუნიციპალიტეტის ზღვრულ საშტატო რაოდენობაზე. მიღებული თანხა იქნება ახალი მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის/მერიის შრომის ანაზღაურების ერთი თვის ფონდი და თითოეული მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში უნდა იყოს გათვალისწინებული არა უმეტეს 6 თვის შრომის ანაზღაურება; ბ) იმ შემთხვევაში, თუ გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის მიერ, საკრებულოსა და გამგეობის/მერიის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ხარჯების ფარგლებში აღებულია ფინანსური ვალდებულება, შესაბამისი თანხა გათვალისწინებული უნდა იყოს იმ ახალი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, რომელსაც „ქონებისა და ვალდებულებების გადანაწილების წესის“ შესაბამისად გადაეცემა აღნიშნული ვალდებულება; გ) შრომის ანაზღაურების გარდა, საკრებულოსა და გამგეობის/მერიის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სხვა დანარჩენი ხარჯების განსაზღვრისას, გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, საკრებულოსა და გამგეობისთვის/მერიისთვის გათვალისწინებულ თანხას აკლდება მუნიციპალიტეტის გაუქმების დღის მდგომარეობით გაწეული საკასო ხარჯი. ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული თანხა და დარჩენილი თანხა ახალ მუნიციპალიტეტებს შორის იყოფა ზღვრული საშტატო რაოდენობის პროპორციის გათვალისწინებით. 2. სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად, გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნებები ახალი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში აისახება მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად. 3. გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებული ასიგნებები, რომლებიც დაკავშირებულია კონკრეტულ ქონებასთან ან/და ვალდებულებასთან, აისახება იმ ახალი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, რომელსაც „ქონებისა და ვალდებულებების გადანაწილების წესის“ შესაბამისად გადაეცემა აღნიშნული ქონება ან/და ვალდებულება. 4. გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებული ასიგნებები, რომლებიც დაკავშირებულია კონკრეტულ ბენეფიციარებთან, ახალ მუნიციპალიტეტებს შორის გადანაწილდება შესაბამისი ბენეფიციარების რეგისტრაციის ადგილის ან იურიდიული მისამართის ან/და ფაქტობრივი განთავსების ადგილის მიხედვით. 5. გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის (შემდგომში - ა(ა)იპ) დაფინანსებისთვის განსაზღვრული საბიუჯეტო ასიგნებები აისახება ა(ა)იპ-ის დამფუძნებლის უფლებამონაცვლე ახალი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, გარდა გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-სა, რომელიც დაიყო „ქონებისა და ვალდებულებების გადანაწილების წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. დაყოფის შედეგად დაფუძნებული ა(ა)იპ‑ებ‑ის დაფინანსების მოცულობა განისაზღვრება შესაბამისი ა(ა)იპ‑ის მიერ განსახორციელებელი მომსახურების მოცულობის ან/და შესაბამისი ახალი მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა მთლიანად აისახება ახალი მუნიციპალიტეტის - თვითმმართველი თემის ბიუჯეტში. 6. გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული მეწარმე იურიდიული პირის დაფინანსებისთვის განსაზღვრული საბიუჯეტო ასიგნებები აისახება მეწარმე იურიდიული პირის წილზე საკუთრების უფლების მქონე  ახალი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. 7. გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სხვა გადასახდელები ახალი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში აისახება ახალი მუნიციპალიტეტების მოსახლეობის რაოდენობის პროპორციის გათვალისწინებით. 8. გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში დაგეგმილი გადასახდელების მუხლების მიხედვით გაწეული საკასო ხარჯი, ამ წესის შესაბამისად, აისახება ახალი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებში. მუხლი 3🔗. ახალ მუნიციპალიტეტებს შორის შემოსულობების გადანაწილება 1. ამ წესის მე-2 მუხლის გათვალისწინებით, ახალი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში შემოსულობების საპროგნოზო მოცულობის სახით აისახება: ა) სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“ და „სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან“, ასევე, საქართველოს მთავრობის და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი სახსრები, მათ გადასახდელებში გათვალისწინებული პროექტების შესაბამისად; ბ) მიზნობრივი ტრანსფერისთვის გასათვალისწინებელი ფინანსური სახსრები, ამ წესის მე‑2 მუხლის მე‑2 პუნქტის შესაბამისად. 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, გასაუქმებელი მუნიციპალიტეტებისათვის გათვალისწინებული გათანაბრებითი ტრანსფერიდან, მათი გაუქმების დღისთვის დარჩენილ ნაწილს, გადაურიცხავს შესაბამის ახალ მუნიციპალიტეტებს. 3. საკუთარი შემოსულობების გადანაწილება ხორციელდება იმავე პროპორციით, რა პროპორციითაც გადანაწილდება საკუთარი შემოსულობების ფარგლებში დაგეგმილი გადასახდელები. 4. იმ შემთხვევაში, თუ გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის ნაცვლად შექმნილი რომელიმე ახალი მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბოლომდე დაგეგმილი საკუთარი შემოსულობების გეგმა ვერ შესრულდა, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, გათანაბრებით ტრანსფერს ახალ მუნიციპალიტეტებს გადაურიცხავს იმ მეთოდით, რომ უზრუნველყოფილი იყოს ორივე ახალი მუნიციპალიტეტის გეგმის მაქსიმალურად თანაბარი შესრულება. 5. ბიუჯეტის გამიჯვნის დროს, დაუშვებელია ახალი მუნიციპალიტეტების შემოსულობების ჯამური ოდენობა აღემატებოდეს გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის შემოსულობების დაგეგმილ მოცულობას. 6. 2014 წლის განმავლობაში, ახალი მუნიციპალიტეტების მიერ, საკუთარი შემოსულობების ზრდის მიზნით, ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობით. მუხლი 4🔗.  ნაშთის გადანაწილება 1. გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსულობების ფარგლებში, მისი გაუქმების დროისთვის არსებული ნაშთი, ახალ მუნიციპალიტეტებს შორის გადანაწილდება იმ პროპორციით, რა პროპორციითაც გადანაწილდება საკუთარი შემოსულობების ფარგლებში დაგეგმილი გადასახდელები. 2. გასაუქმებელი მუნიციპალიტეტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სპეციალური ტრანსფერის ფარგლებში არსებული ნაშთი დარჩება იმ ახალ მუნიციპალიტეტს, რომლის ბიუჯეტშიც იქნება გათვალისწინებული შესაბამისი პროექტი. 3. გასაუქმებელი მუნიციპალიტეტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში არსებული ნაშთი ახალ მუნიციპალიტეტებს შორის გადანაწილდება მოსახლეობის რაოდენობის პროპორციის გათვალისწინებით. მუხლი 5🔗.  გამონაკლისი რეგულირება და დავების გადაწყვეტა 1. ბიუჯეტების შედგენის, საბიუჯეტო შემოსულობებისა და გადასახდელების გადანაწილების შესახებ ამ წესისგან განსხვავებული გადაწყვეტილება ახალი მუნიციპალიტეტის მიერ შეიძლება მიღებულ იქნეს, მხოლოდ კომისიის თანხმობით. კომისია თანხმობას გასცემს გამგებლის/მერის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე. 2. ახალ მუნიციპალიტეტებს შორის საბიუჯეტო შემოსულობებისა და გადასახდელების გადანაწილების შესახებ შეუთანხმებლობის შემთხვევაში, შესაბამისი გამგებელი/მერი მიმართავს კომისიას. კომისიის პასუხს აქვს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი. თუ შეთანხმება კვლავ ვერ იქნა მიღწეული, ახალ მუნიციპალიტეტებს შორის დავას წყვეტს სასამართლო. მუხლი 6🔗. ახალი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებისათვის გათანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების საჭირო მონაცემების დადგენის წესი ახალი მუნიციპალიტეტებისთვის გამოსაყოფი გათანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშებისათვის გათვალისწინებულ უნდა იქნეს გასული სამი წლის  ბიუჯეტის ფაქტობრივი მაჩვენებლები შემდეგი წესით: ა) გადასახადებიდან მიღებული შემოსავლების გამიჯვნა: ა.ა) ახალ მუნიციპალიტეტებში ქონების გადასახადი იმიჯნება ფაქტობრივი მდებარეობის მიხედვით და მის გამიჯვნას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; ა.ბ) ახალ მუნიციპალიტეტებში სხვა გადასახადები იმიჯნება თანაბრად; ბ) სხვა შემოსავლების გამიჯვნა: ბ.ა) ახალ მუნიციპალიტეტებში პროცენტებიდან მიღებული შემოსავალი იმიჯნება თანაბრად; ბ.ბ) რენტიდან მიღებული შემოსავალი მთლიანად აისახება ახალი მუნიციპალიტეტის - თვითმმართველი თემის შემოსავლებში; ბ.გ) ადმინისტრაციული მოსაკრებლებიდან და გადასახდელებიდან მიღებული შემოსავლები მთლიანად აისახება ახალი მუნიციპალიტეტის - თვითმმართველი ქალაქის შემოსავლებში;  ბ.დ) არასაბაზრო წესით გაყიდული საქონლიდან და მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები იმიჯნება თანაბრად; ბ.ე) ჯარიმებიდან, სანქციებიდან და საურავებიდან მიღებული  შემოსავლები იმიჯნება თანაბრად; ბ.ვ) ნებაყოფლობითი ტრანსფერები, გრანტების გარდა არ იქნება გათვალისწინებული გათანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების დროს; ბ.ზ) ახალ მუნიციპალიტეტებში სხვა შემოსავლების ყველა სხვა კატეგორიებიდან მიღებული შემოსავლები იმიჯნება თანაბრად.   მუხლი 7🔗.  ახალი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამტკიცების დროებითი წესი 1. გასაუქმებელი მუნიციპალიტეტის გამგეობა, ამ წესის შესაბამისად, 2014 წლის 20 ივნისამდე, ამზადებს ახალი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების პროექტებს და უგზავნის კომისიას. 2. კომისია განიხილავს წარდგენილ ბიუჯეტის პროექტებს, საჭიროების შემთხვევაში, ამ წესის შესაბამისად, შეიტანს ცვლილებებს და გადასცემს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რომელიც გამგებლის/მერის და შესაბამისი საკრებულოს უფლებამოსილების ცნობიდან 2 დღის ვადაში ბიუჯეტის პროექტებს უგზავნის შესაბამის ახალ მუნიციპალიტეტს. 3. ახალი მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი, მისი და შესაბამისი საკრებულოს უფლებამოსილების ცნობიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან კონსულტაციის საფუძველზე, უზრუნველყოფს ახალი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის მომზადებას და საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენას. 4. ახალი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებისას და დამტკიცებისას გამგებელი/მერი და საკრებულო ვალდებულნი არიან იხელმძღვანელონ ამ  წესით. 5. ახალი მუნიციპალიტეტის საკრებულო ბიუჯეტის პროექტს ამტკიცებს გამგებლის/მერის მიერ ბიუჯეტის პროექტის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 დღისა.