სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოსთან არსებული საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 11.06.2014
ძალის დაკარგვა 11.04.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №392
სარეგისტრაციო კოდი 010320020.10.003.017996
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/06/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის კოორდინაციის მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიისა და სამუშაო ჯგუფის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 10.04.2018
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოსთან არსებული საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №392
2014 წლის 11 ივნისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოსთან არსებული საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების, განახლებისა და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემის რეფორმირების მიზნით, უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაციისა და შესაბამისი წინადადებების შემუშავების უზრუნველსაყოფად, „სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 იანვრის №86 დადგენილების გათვალისწინებითა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, შეიქმნას სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოსთან არსებული საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში - სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი, კომისიის თავმჯდომარე;
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე;
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე;
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოსთან არსებული საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის თანდართული დებულება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოსთან
არსებული საქართველოს
ეროვნული უსაფრთხოების კონცეპტუალური
დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი
კომისიის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოსთან არსებული საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში – კომისია) შექმნილია საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ამ დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განსახორციელებლად.
2. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
მუხლი 2🔗. კომისიის ამოცანები და ფუნქციები
კომისიის ამოცანები და ფუნქციებია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემის რეფორმირების პროცესში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების თაობაზე შესაბამისი წინადადებების შემუშავება და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა;
ბ) საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავებისა და განახლების მიზნით, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა;
გ) საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემის რეფორმირების პროცესში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია.
მუხლი 3🔗. კომისიის უფლება-მოვალეობანი
1. კომისია, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში მოქმედი კანონმდებლობით საქართველოს მთავრობისათვის მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან, ორგანიზაციებიდან და დაწესებულებებიდან გამოითხოვს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაციას;
ბ) უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში არსებული პრობლემატიკის შესწავლა-ანალიზს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს;
გ) ეროვნული უსაფრთხოების საკითხების თაობაზე მოიპოვებს და შეისწავლის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას;
დ) შეიმუშავებს წინადადებებს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემის რეფორმირებისა და სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მიზნით;
ე) მოიწვევს ექსპერტებს, სახელმწიფო უწყებების, კომერციული ორგანიზაციებისა და ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესამუშავებლად;
ვ) ქმნის სამუშაო ჯგუფებს კომისიის კომპეტენციაში შემავალი ცალკეული საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შესამუშავებლად და, ასევე, განსაზღვრავს მათ შემადგენლობას.
2. კომისია ვალდებულია, 6 თვეში ერთხელ, თავისი საქმიანობის ანგარიში წარუდგინოს საქართველოს მთავრობას.
მუხლი 4🔗. კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის ორგანიზაცია
1. კომისიის პერსონალურ შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2. კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის მდივანი და სხვა წევრები.
3. კომისიას წარმოადგენს და ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.
4. კომისიის თავმჯდომარე ორგანიზებას უწევს კომისიის მუშაობას, უძღვება კომისიის სხდომებს, ამტკიცებს სხდომის დღის წესრიგს და საჭიროების შემთხვევაში, შეაქვს სათანადო ცვლილებები მასში, იწვევს კომისიის რიგგარეშე სხდომებს.
5. კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, კომისიის სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად შეიძლება მოწვეულ იქნენ სხვა პირებიც.
6. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის ფუნქციებს ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
7. კომისიის მდივანი ამზადებს კომისიის სხდომის ოქმებს და უგზავნის კომისიის წევრებს, ატყობინებს კომისიის წევრებს სხდომის ჩატარების თარიღს და უგზავნის კომისიის სხდომის დღის წესრიგს, მის ჩატარებამდე არანაკლებ ერთი კვირით ადრე. კომისიის მდივნის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ახორციელებს კომისიის წევრი, რომელსაც დამსწრეთა უმრავლესობით ირჩევს კომისია.
8. კომისიის წევრი უფლებამისილია კომისიის თავმჯდომარეს, კომისიის სხდომის მოწვევამდე არანაკლებ სამი დღით ადრე, წერილობით წარუდგინოს კომისიის სხდომის დღის წესრიგში შესატანი საკითხების ნუსხა. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დღის წესრიგში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები.
9. კომისიის მომდევნო სხდომის თარიღი განისაზღვრება კომისიის სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით.
10. კომისიის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს კომისიის თავმჯდომარე, საკუთარი ინიციატივით ან კომისიის წევრის (წევრების) წერილობითი თხოვნის საფუძველზე.
11. კომისიის წევრებისათვის კომისიის სხდომაზე დასწრება სავალდებულოა. კომისიის წევრის მიერ უფლებამოსილების დელეგირება დაუშვებელია.
12. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის რომელიმე წევრი ვერ ესწრება სხდომას, იგი ვალდებულია ამის შესახებ წინასწარ აცნობოს კომისიის თავმჯდომარეს. ამასთან, კომისიის წევრი უფლებამოსილია წერილობით დააფიქსიროს თავისი მოსაზრება დღის წესრიგში შეტანილ თითოეულ საკითხთან მიმართებაში.
13. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. კომისიის წევრს არ აქვს ხმის მიცემისგან თავის შეკავების უფლება. ხმათა თანაბარად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
14. კომისიის სხდომები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და მდივანი.
15. კომისიის ორგანიზაციულ-ტექნიკურ და ინფორმაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი.
მუხლი 5🔗. კომისიის გაუქმება და კომისიის დებულებაში ცვლილების შეტანა
კომისიის გაუქმება, ასევე, კომისიის დებულებაში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.