საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მივლენილი საქართველოს დაზვერვის სამსახურის ოფიციალური წარმომადგენლის სამუშაო მივლინების ანაზღაურებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის წესის შესახებ

მიღების თარიღი 11.06.2014
ძალის დაკარგვა 01.08.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №380
სარეგისტრაციო კოდი 130040000.10.003.018003
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/06/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 284 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.06.2014 მიღება
01.08.2025 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მივლენილი საქართველოს დაზვერვის სამსახურის ოფიციალური წარმომადგენლის სამუშაო მივლინების ანაზღაურებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის წესის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №380 2014 წლის 11 ივნისი ქ. თბილისი საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში საქართველოს დაზვერვის სამსახურის ოფიციალური წარმომადგენლების შესახებ „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“, „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ და „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული ამოცანებისა და პარტნიორული ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით: მუხლი 1🔗 „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსმა, სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის დაცვის, ასევე, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით განსაზღვრული ამოცანების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმირება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში საქართველოს დაზვერვის სამსახურის ოფიციალურ წარმომადგენლად (შემდგომში - დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენელი) დასანიშნი კანდიდატის დანიშვნის ან მოქმედი დაზვერვის ოფიციალური წამომადგენლის გათავისუფლების შესახებ. მუხლი 2🔗 დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენლის გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურება განხორციელდეს შესაბამისი ნორმატიული აქტით განსაზღვრული საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის მიხედვით, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის თანამდებობის ანალოგიურად. მუხლი 3🔗 დაზვერვის ოფიციალურ წარმომადგენელს როტაციის წესით გრძელვადიანი სამუშაო მივლინების პერიოდში ფულადი სარგოები და შესაბამისი დანამატები სამსახურში არ უნარჩუნდება. მუხლი 4🔗 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს: 1. დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება. 2. დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენლებისთვის შესაბამისი დამოუკიდებელი სამუშაო ფართობის (საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ტერიტორიაზე) და საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში არსებული შესაბამისი საკომუნიკაციო საშუალებების გამოყოფა. მუხლი 5🔗 დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრების სამედიცინო დაზღვევის, გრძელვადიანი სამუშაო მივლინების, ადგილსამყოფელ ქვეყანაში ყოფნისა და საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების ანაზღაურება განხორციელდეს საქართველოს დაზვერვის სამსახურისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. მუხლი 6🔗 დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენლის კომპეტენცია განისაზღვრება შესაბამისი ქვეყნის სპეცსამსახურებთან ან უშიშროების ორგანოებთან დადებული ორმხრივი ხელშეკრულებით, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული დებულებითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით. მუხლი 7🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი