„სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4596
სარეგისტრაციო კოდი
310.150.000.05.001.002.788
გამოქვეყნების წყარო
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №33, 2000 წელი, მუხ. 99) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი საქართველოს სამოქალაქო აეროპორტებში (აეროპორტებიდან) და აეროდრომებში (აეროდრომებიდან) კომერციულ საერთაშორისო და შიდა გადაყვანა-გადაზიდვებს ან/და საავიაციო სამუშაოებს ახორციელებს მხოლოდ ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის მიერ გაცემული სპეციალური ნებართვის საფუძველზე, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ან/და საქართველოს აერონავიგაციური ინფორმაციის კრებულის მოთხოვნათა შესაბამისად.“.

2. მე-3 მუხლის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ლიცენზია – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის მიერ გაცემული ნებართვა, რომელიც ლიცენზიის მფლობელს უფლებას აძლევს, განსაზღვრული პირობების დაცვით განახორციელოს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა ან/და საავიაციო სამუშაოები;“;

ბ) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) ნებართვა – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის უფლებას, განახორციელოს საქართველოს სამოქალაქო აეროპორტებში (აეროპორტებიდან) და აეროდრომებში (აეროდრომებიდან) კომერციული საერთაშორისო და შიდა გადაყვანა-გადაზიდვები ან/და საავიაციო სამუშაოები;“.

3. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ლიცენზიის გამცემი ორგანოა ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 30 მარტი.

№4596_Iს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 30.03.2007.
როდის იქნა მიღებული „სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
„სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 30.03.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4596. სარეგისტრაციო კოდი — 310.150.000.05.001.002.788.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.03.2007 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №4596, 30.03.2007, სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.05.001.002.788 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.03.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/23710/