საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრის შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 11.06.2014
ძალის დაკარგვა 29.03.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №382
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.018005
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/06/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 192 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.06.2014 მიღება
29.03.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №382 2014 წლის 11 ივნისი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრის შექმნის შესახებ მუხლი 1🔗 საერთაშორისო ურთიერთობებისა და საგარეო პოლიტიკის სფეროში საჯარო მოხელეთა და სხვა პირთა პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით,  „საჯარო  სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის №1016-Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრი (შემდგომში – სასწავლო ცენტრი). მუხლი 2🔗 საქართველოს საგარეო საქმეთა  სამინისტრომ: ა) განახორციელოს სასწავლო ცენტრის სახელმწიფო კონტროლი; ბ) უზრუნველყოს სასწავლო ცენტრის დებულების ამ დადგენილებასთან შესაბამისობაში მოყვანა; გ) უზრუნველყოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა. მუხლი 3🔗 სასწავლო ცენტრი განისაზღვროს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 26 ოქტომბრის  №658 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საგრეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრის უფლებამონაცვლედ. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი