ქ. ბათუმში არასათანადო-არასტანდარტული საცხოვრისის ლიკვიდაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 11.06.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №393
სარეგისტრაციო კოდი 330130000.10.003.018013
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/06/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 590 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი

დოკუმენტის ტექსტი

ქ. ბათუმში არასათანადო-არასტანდარტული საცხოვრისის ლიკვიდაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №393 2014 წლის 11 ივნისი ქ. თბილისი ქ. ბათუმში არასათანადო-არასტანდარტული საცხოვრისის ლიკვიდაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლება­მო­სილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კა­ნონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს ქ. ბათუმში არასათანადო-არასტანდარტული საცხოვრისის ლიკვიდაციის თანდართული სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა (შემდგომში - პროგრამა). მუხლი 2🔗 ეთხოვოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავ­­­რობას პროგრამის განხორცი­ე­ლე­ბასთან დაკავშირებული და პროგრამით განსაზღვრული ხარ­­­ჯების აჭარის ავტონომიური რეს­პუბლიკის შემდგომი წლე­ბის ბიუჯეტებში გათვა­ლის­წინება, საჭიროების შემთხვევაში. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი ქ. ბათუმში არასათანადო-არასტანდარტული საცხოვრისის ლიკვიდაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა მუხლი 1🔗. ქ. ბათუმში არასათანადო-არასტანდარტული საცხოვრისის ლიკვიდაციის პროგრამის მიზნები ქ. ბათუმში არასათანადო-არასტანდარტული საცხოვრისის ლიკვიდაციის პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) მიზნებია: ა) ქ. ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ამორტიზებული, ავარიული, უსახური, დროებითი, ბარაკული ტიპის, საცხოვრებლად უვარგისი, არადამაკმაყოფილებელი სანიტარიული პირობების მქონე შენობების (შემდგომში - არასათანადო-არასტანდარტული საცხოვრისი) ლიკვიდაციის ხელშეწყობა; ბ) მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება; გ) ქალაქის განაშენიანების განვითარება; დ) ინვესტიციების მოზიდვა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა; ე)  სამშენებლო ბიზნესის სტიმულირება. მუხლი 2🔗. პროგრამის პრინციპები 1. პროგრამა განხორციელდება თვითმმართველი ქალაქი ბა­თუ­­მის ტერიტორიაზე. 2. პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. მუხლი 3🔗. პროგრამის მონაწილე პირები (მხარეები) პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ: ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, რომელიც კისრულობს ვალდებულებას, რომ საფინანსო ორგანიზაციების მო­ვა­ლეების მიერ მათზე ამ პროგრამის მიზნობრიობით გაცემული საკრე­დიტო ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და აჭარის ავტო­ნომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ საფინანსო ორგანი­ზაციებთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემ­თხვევებში, საფინანსო ორგანიზაციებისაგან პირდაპირი მოლა­პა­რაკების გზით შეიძენს მათ მოთხოვნებსა და მათი უზრუნველ­ყოფის მიზნით გამოყენებულ უძრავ ნივთს ან მასთან დაკავ­ში­რებულ არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს (შემდგომში – მოთ­ხოვნები); ბ) ქ. ბათუმის მერია, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს პროგრამის ეფექტიანად განხორციელების მიზნით საჭირო ღონისძიებების განხორციელებას; გ)  საფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც დააფინანსებენ შესაბამის პროექტებს და იკისრებენ პროექტის დასრულების ვალდებულებას (საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში შეყვანა); დ)  იურიდიული პირები (დეველოპერული კომპანიები), რომლებიც ქ. ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში არასათანადო-არასტანდარტული საცხოვრისის მესაკუთრეებისაგან გამოისყიდიან ქონებას, მიაღწევენ შეთანხმებას საფინანსო ორგანიზაციასთან პროექტის დაფინანსების თაობაზე და პროგრამის შესაბამისად, გააფორმებენ ხელშეკრულებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან. მუხლი 4🔗.  მხარეთა უფლებები და ვალდებულებები 1. ამ პროგრამის მიზნებისათვის, აჭარის ავტონომიური რეს­პუბლიკის მთავრობა განსაზღვრავს მოთხოვნების შესასყიდ ღირე­ბულებას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 20 000 000 (ოცი მილიონი) აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს. 2. დეველოპერული კომპანია ვალდებულია პროგრამაში მონა­წილეობისათვის წარადგინოს: ა) მასსა და საფინანსო ორგანიზაციას შორის დადებული ხელ­შეკრულება ან საფინანსო ორგანიზაციის წერილობითი თანხ­მობა, რომელიც უნდა ადასტურებდეს საფინანსო ორგანიზაციის ვალდებულებას, დეველოპერულ კომპანიაზე გასცეს კრედიტი არა უმეტეს შემდეგ ძირითად გარემოებათა არსებობის საფუძველზე: ა.ა) დეველოპერული კომპანია მონაწილეობას იღებს პროგ­რამის განხორციელებაში და ადასტურებს, რომ ამ პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, ასათვისებელი ფართობის მოცულობაა არანაკლებ  500 კვ.მ, რომელზედაც განლაგებული ფართობების არანაკლებ 75% წარმოადგენს არასათანადო-არასტანდარტულ საცხოვრისს და პროექტის დასრულებისათვის საკმარისია არა უმეტეს 3 000 000 (სამი მილიონი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი;  ა.ბ) საფინანსო ორგანიზაცია აჭარის ავტონომიური რესპუბ­ლიკის მთავრობასთან გააფორმებს ამ პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ, საფინანსო ორ­განიზაციის მოთხოვნათა უზრუნველყოფის შესაბამის ხელშეკრუ­ლებას, თუ დეველოპერული კომპანია და საფინანსო ორგანიზაცია სრულად აკმაყოფილებენ ამ პროგრამით დადგენილ მოთხოვნებს;  ბ) პროგრამაში მონაწილეობისათვის საფინანსო ორგანიზაცია და დეველოპერული კომპანია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავ­რობას წარუდგენენ წინამდებარე პროგრამით განსაზღვრული პირობების დაკმა­ყოფილების დამა­დასტურებელ დოკუმენტაციას. 3. დეველოპერული კომპანიების ამ პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში, აჭარის ავტონომიური რეს­პუბლიკის მთავრობა შესაბამის საფინანსო ორგანიზაციასთან აფორ­მებს ამ პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვე­პუნქტით განსაზღვრულ ხელშეკრულებას. 4. დეველოპერული კომპანია და საფინანსო ორგანიზაცია უფლე­ბამოსილნი არიან, საკუთარი შეხედულებისამებრ, განსაზღვრონ აღ­ნიშნული პროგრამის ფარგლებში გასაცემ კრედიტთან დაკავ­შირებული ხელშეკრულების დადების საჭიროება და ამ ხელ­შეკ­რულების პირობები, ამ პროგრამით გათვალისწინებული შეზღუდვების გათვალისწინებით. მუხლი 5🔗. ქ. ბათუმის მერიის მონაწილეობა პროგრამაში ეთხოვოს ქ. ბათუმის მერიას: ა) განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, პროგრამაში მონაწილე პირთათვის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (K2) გაზრდისათვის დაწესებული მოსაკრებლის გადახდისაგან გასათავისუფლებად; ბ) უზრუნველყოს პროგრამის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, საინფორმაციო-საკონსულტაციო ჯგუფის შექმნა; გ) უზრუნველყოს პროგრამაში მონაწილე პირთათვის მშენებლობის ნებართვის გაცემისათვის დადგენილი ვადების მინიმალიზაცია. მუხლი 6🔗. პროგრამის შესრულების მონიტორინგი პროგრამის შესრულების მონიტორინგს ახორციელებს აჭა­რის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ან მის მიერ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო.