საქართველოს დაზვერვის სამსახურის ემბლემის, ემბლემის დებულებისა და დროშის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 11.06.2014
ძალის დაკარგვა 01.08.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №379
სარეგისტრაციო კოდი 130040000.10.003.018002
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/06/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს დაზვერვის სამსახურის ემბლემის, ემბლემის დებულებისა და დროშის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №379
2014 წლის 11 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს დაზვერვის სამსახურის ემბლემის, ემბლემის დებულებისა და დროშის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად და ,,საქართველოს დაზვერვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის №175 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის გათვალისწინებით, დამტკიცდეს:
1. საქართველოს დაზვერვის სამსახურის ემბლემა თანდართული ესკიზისა და აღწერილობის მიხედვით (დანართი №1);
2. საქართველოს დაზვერვის სამსახურის ემბლემის შესახებ დებულება (დანართი №2);
3. საქართველოს დაზვერვის სამსახურის დროშა თანდართული ესკიზისა და აღწერილობის მიხედვით (დანართი №3).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
დანართი №1
საქართველოს დაზვერვის სამსახურის ემბლემის აღწერილობა
საქართველოს დაზვერვის სამსახურის ემბლემა არის ლაჟვარდისფერ (ლურჯი) არშიიანი მრგვალი ჰერალდიკური ფარი, რომელსაც კვეთს მეწამული ჯვარი. ჯვრის ცენტრში გამოსახულია ჰერალდიკური ფარი, ფარის ვერცხლის ველზე - ლაჟვარდისფერი (ლურჯი) ოთხქიმიანი ვარსკვლავი (კონტროლისა და უსაფრთხოების სიმბოლო), ფარს ამშვენებს ივერიული გვირგვინი.
I და IV ვერცხლის (თეთრი) ველზე გამოსახულია ბოლნურ-კაცხური ჯვარი.
ლაჟვარდისფერ (ლურჯი) არშიაზე გამოსახულია ოქროს წარწერა: „საქართველოს დაზვერვის სამსახური“.
დანართი №2
საქართველოს დაზვერვის სამსახურის ემბლემის შესახებ დებულება
1. საქართველოს დაზვერვის სამსახურის (შემდგომში - სამსახური) ემბლემა (შემდგომში - ემბლემა) არის სამსახურის ოფიციალური სიმბოლო.
2. ემბლემა განთავსდება (ინახება) სამსახურის უფროსის კაბინეტში და სამსახურის სხდომათა დარბაზში.
3. ემბლემა გამოისახება:
ა) სამსახურის ვებგვერდზე;
ბ) სამსახურის ბეჭდვით გამოცემებზე;
გ) სამსახურის მიერ მომზადებულ კინო-, ვიდეო- და ფოტომასალებზე;
დ) სამსახურის შეკვეთით დამზადებულ სარეკლამო-საინფორმაციო და სუვენირულ პროდუქციაზე;
ე) სამსახურის მოსამსახურეთა სამსახურებრივ მოწმობაზე.
4. სამსახურის უფროსი იღებს გადაწყვეტილებას ემბლემის გამოყენების სხვა შემთხვევების თაობაზე.
5. ემბლემა დაცულია კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
დანართი №3
საქართველოს დაზვერვის სამსახურის დროშის აღწერილობა
საქართველოს დაზვერვის სამსახურის დროშა არის მართკუთხა თეთრი ქსოვილი პროპორციით - 2/3, რომელსაც კვეთს სწორკუთხა მეწამული (წითელი) ჯვარი სისქით - დროშის სიმაღლის 1/5, რომელიც ეხება დროშის ქსოვილის კიდეებს. ზედა მარჯვენა მეოთხედში (პირველი კანტონი) თეთრ (ვერცხლის) ველზე გამოსახულია ლაჟვარდისფერი ოთხქიმიანი ვარსკვლავი - საქართველოს დაზვერვის სამსახურის ემბლემის დეტალი.