სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლის, ატრიბუტიკისა და სიმბოლიკის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 11.06.2014
ძალის დაკარგვა 01.04.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №391
სარეგისტრაციო კოდი 140080000.10.003.018012
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/06/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლის, ატრიბუტიკისა და სიმბოლიკის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 27.01.2014
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლის, ატრიბუტიკისა და სიმბოლიკის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №391
2014 წლის 11 ივნისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლის, ატრიბუტიკისა და სიმბოლიკის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონის 103 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმელი, ატრიბუტიკა და სიმბოლიკა თანდართული აღწერილობისა და ესკიზების (პლანშეტი) მიხედვით.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული ფორმის ტანსაცმლით, ატრიბუტიკით და სიმბოლიკით სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების უზრუნველყოფა განხორციელდეს სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სახეობების და პირთა წრის მიხედვით.
მუხლი 3🔗
სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაევალოს 2014 წლის 1 ოქტომბრამდე უზრუნველყოს სამსახურის ფორმის ტანსაცმლის, ატრიბუტიკისა და სიმბოლიკის ამ დადგენილებასთან შესაბამისობაში მოყვანა.
მუხლი 4🔗
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №113 დადგენილება „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლის, ატრიბუტიკისა და სიმბოლიკის დამტკიცების შესახებ.“.
მუხლი 5🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი