„პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№71/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430030000.22.022.016806
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/06/2014

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №71/ნ

2014 წლის 17 ივნისი

ქ. თბილისი

 

,,პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
,,პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge, 30/09/2013, 430030000.22.022.016672) პირველი მუხლით დამტკიცებული პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების 34-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 111  და 112 პუნქტები:

„111. პროფესიულ სტუდენტს, რომელიც ამ დებულების 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე 2014 წლის გაზაფხულზე ან შემოდგომაზე ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების საფუძველზე ჩაირიცხა/ჩაირიცხება იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე, რომელზეც ვაუჩერული დაფინანსების უფლების მქონე პროფესიული სტუდენტების რაოდენობა ნაკლებია ხუთზე და გადალახა/გადალახავს ვაუჩერული დაფინანსებისათვის ჩარიცხვის შესაბამის წელს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, უფლება აქვს:

ა) დაწესებულების მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად გადავიდეს ერთი დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში ,,ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებით გათვალისწინებულ იმ პროფესიულ სპეციალიზაციაზე სწავლის გაგრძელების მიზნით, რომელზეც სწავლობდა იგი მობილობის განხორციელებამდე;

ბ) დაწესებულების მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად ისარგებლოს შიდა მობილობით მის მიერ ჩაბარებული პროფესიული უნარების ტესტისა და საგნის/საგანთა ჯგუფის შესატყვის სხვა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე;

გ) შეიჩეროს პროფესიული სტუდენტის სტატუსი და შეინარჩუნოს მის მიერ მოპოვებული სამართლებრივი მდგომარეობა.

112. ამ მუხლის 111 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პროფესიულ სტუდენტს პროფესიული სტუდენტის სტატუსი აღუდგება 2014 წლის შემოდგომაზე ან 2015 წლის გაზაფხულზე/შემოდგომაზე ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების საფუძველზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების მიერ სწავლის დაწყებისთანავე.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 17.06.2014.
როდის იქნა მიღებული „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 17.06.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №71/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 430030000.22.022.016806.
რამდენი მუხლისგან შედგება „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.06.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №71/ნ, 17.06.2014, სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.016806 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.06.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2372400/