„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№456
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.016328
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/06/2014

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №456

2014 წლის 17 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის  „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებაში (ვებგვერდი, 22/01/2014, სარეგისტრაციო კოდი -140130000.22.034.016271) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული №36 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე



დანართი №36
სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული

ობიექტების დაცვის დეპარტამენტი


 

თანამდებობა

თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი (ლარი)

 დეპარტამენტის დირექტორი

2 705

 დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე

2 540

 მთავარი სამმართველოს უფროსი

2 355

 სამმართველოს უფროსი

2 115

 სამმართველოს უფროსის მოადგილე

2 000

 განყოფილების უფროსი

1 510

 განყოფილების უფროსის მოადგილე

1 325

ქვეგანყოფილების უფროსი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი, უფროსი ინსტრუქტორი

1 305

ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილე, ინსტრუქტორი

1 280

უფროსი ოფიცერი, მთავარი სპეციალისტი

1 215

ოფიცერი, ცვლის უფროსი, წამყვანი სპეციალისტი

1 140

დაცვის თანამშრომელი, სპეციალისტი

835