⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2022)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

კომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 17.06.2014
ძალის დაკარგვა 01.01.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №49/04
სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016133
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/06/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 790 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.06.2014 მიღება
01.01.2022 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (7)
„სესხები და სხვა ვალდებულებები“
ბანკის მიერ პირისათვის გაცემული კრედიტები, ბანკის იურიდიული ვალდებულებები, როგორიცაა ოვერდრაფტი, ავანსები, აკრედიტივი, გარანტია ანდა კრედიტის გაცემასთან დაკავშირებით სხვა ვალდებულებები, ასევე განხორციელებული ინვესტიციები (რომელიც არ არის დაქვითული საზედამხედველო კაპიტალიდან)
მუხლი 2
„საკრედიტო დაბანდება“
ბანკის ყველა ვადიან და ვადაგადაცილებულ სასესხო და ოვერდრაფტების ანგარიშებზე რიცხული თანხები
მუხლი 2
„მსხვილი სესხები და სხვა ვალდებულებები“
ბანკის მიერ ერთი პირისათვის ან ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფისათვის გაცემული სესხები და სხვა ვალდებულებები, რომელთა ოდენობა აღემატება ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 5%-ს
მუხლი 2
„საბლანკო სესხი“
სესხი, რომლისთვისაც არ არსებობს გირაო ან იპოთეკა, ან, თუ არსებობს, მას არ გააჩნია საბაზრო ღირებულება, ან, ღირებულების მიუხედავად, იგი არ არის სწორად რეგისტრირებული, აგრეთვე სესხი, რომელიც გაცემულია ბანკის საკუთარი აქციების, ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერის ან მაკონტროლებელი პირის აქციებისა და ბანკის შვილობილი საწარმოს აქციების უზრუნველყოფით
მუხლი 2
„ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფი"
ბანკის ორ ან მეტ მსესხებელს შორის არსებული ურთიერთობა, როდესაც:
მუხლი 2
„კონტროლი"
პირის საქმიანობაზე და/ან ამ საქმიანობიდან გამომდინარე გადაწყვეტილებაზე პირდაპირ თუ არაპირადაპირ, უშუალოდ თუ სხვებთან ერთად, ხმის მქონე აქციების და/ან წილის გამოყენებით თუ ნებისმიერი სხვა გზით ზეგავლენის მოხდენა
მუხლი 2
„ეგთო“
„ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია“, რომლის წევრ ქვეყნებად გაითვალისწინება შემდეგი ქვეყნები: ავსტრალია, ავსტრია, ახალი ზელანდია, აშშ, ბელგია, გერმანია, დანია, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, იაპონია, ირლანდია, ისლანდია, იტალია, კანადა, ლუქსემბურგი, ნიდერლანდი, ნორვეგია, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, ფინეთი, შვეცია, შვეიცარია.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი) არჩილ მესტვირიშვილი საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

კომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №49/04 2014 წლის 17 ივნისი ქ. თბილისი კომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს კომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „კომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 23 დეკემბრის №299 ბრძანება. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)არჩილ მესტვირიშვილი კომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დ ე ბ უ ლ ე ბ ა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების, უცხოური ბანკების ფილიალებისა და უცხოური სანდო ბანკების ფილიალების (შემდგომში - ბანკი) მდგრადი ფინანსური მდგომარეობის უზრუნველყოფისა და მათ მიერ საკრედიტო რისკის მართვისას მსხვილი რისკების რეგულირების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი (შემდგომში - ეროვნული ბანკი) აწესებს ბანკების მიერ ერთი ან რამდენიმე პირისათვის, ან ურთიერთდაკავშირებული პირებისათვის დიდი ოდენობით სესხების გაცემის ან სხვა საკრედიტო მომსახურების გაწევის გონივრულ ზღვრებს. 2. ეს დებულება ადგენს იმ ლიმიტებსა და შეზღუდვებს, რომელთა დაცვით ბანკებმა თავიდან უნდა აიცილონ კრედიტების კონცენტრაცია და მის საფუძველზე წარმოშობილი მსხვილი რისკები. 3. ამ დებულებით დადგენილი მოთხოვნების დაცვა სავალდებულოა საქართველოში მოქმედი ყველა ბანკისათვის. 4. კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების რეგულირების მიზნით  ბანკების მიერ ამ დებულებით დადგენილი ლიმიტების გაანგარიშება წარმოებს ყოველთვიურად და წარედგინება ეროვნულ ბანკს. 5. ეროვნული ბანკის მიერ მსესხებლების ერთ ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფად გაერთიანების გადაწყვეტილებასა და მაკლასიფიცირებელი ბანკის გადაწყვეტილებას შორის განსხვავებები შესაძლოა იქცეს მათ შორის განხილვის საგნად, მაგრამ ეროვნული ბანკის პოზიცია გადამწყვეტია. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები: ა) „სესხები და სხვა ვალდებულებები“ – ბანკის მიერ პირისათვის გაცემული კრედიტები, ბანკის იურიდიული ვალდებულებები, როგორიცაა ოვერდრაფტი, ავანსები, აკრედიტივი, გარანტია ანდა კრედიტის გაცემასთან დაკავშირებით სხვა ვალდებულებები, ასევე განხორციელებული ინვესტიციები (რომელიც არ არის დაქვითული საზედამხედველო კაპიტალიდან); ბ) „საკრედიტო დაბანდება“ – ბანკის ყველა ვადიან და ვადაგადაცილებულ სასესხო და ოვერდრაფტების ანგარიშებზე რიცხული თანხები; გ) „მსხვილი სესხები და სხვა ვალდებულებები“ – ბანკის მიერ ერთი პირისათვის ან ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფისათვის გაცემული სესხები და სხვა ვალდებულებები, რომელთა ოდენობა აღემატება ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 5%-ს; დ) „საბლანკო სესხი“ – სესხი, რომლისთვისაც არ არსებობს გირაო ან იპოთეკა, ან, თუ არსებობს, მას არ გააჩნია საბაზრო ღირებულება, ან, ღირებულების მიუხედავად, იგი არ არის სწორად რეგისტრირებული, აგრეთვე სესხი, რომელიც გაცემულია ბანკის საკუთარი აქციების, ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერის ან მაკონტროლებელი პირის აქციებისა და ბანკის შვილობილი საწარმოს აქციების უზრუნველყოფით; ე) „ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფი" – ბანკის ორ ან მეტ მსესხებელს შორის არსებული ურთიერთობა, როდესაც: ე.ა) მსესხებლები ბანკისათვის წარმოადგენენ ერთ რისკს, ვინაიდან ერთ-ერთი მათგანი პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით ახორციელებს კონტროლს მეორეზე ან დანარჩენებზე; ე.ბ) მსესხებლები ბანკისათვის განიხილებიან ერთი რისკის შემადგენელ პირებად, ვინაიდან ისინი ისე არიან ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ თუ ერთ მათგანს შეექმნება ფინანსური პრობლემები, მეორე ან ყველა დანარჩენი აღმოჩნდებიან ფინანსური სირთულეების წინაშე; ვ) „კონტროლი" – პირის საქმიანობაზე და/ან ამ საქმიანობიდან გამომდინარე გადაწყვეტილებაზე პირდაპირ თუ არაპირადაპირ, უშუალოდ თუ სხვებთან ერთად, ხმის მქონე აქციების და/ან წილის გამოყენებით თუ ნებისმიერი სხვა გზით ზეგავლენის მოხდენა; ზ) „ეგთო“ – „ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია“, რომლის წევრ ქვეყნებად გაითვალისწინება შემდეგი ქვეყნები: ავსტრალია, ავსტრია, ახალი ზელანდია, აშშ, ბელგია, გერმანია, დანია, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, იაპონია, ირლანდია, ისლანდია, იტალია, კანადა, ლუქსემბურგი, ნიდერლანდი, ნორვეგია, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, ფინეთი, შვეცია, შვეიცარია. მუხლი 3🔗. სესხებისა და სხვა ვალდებულებების გაცემისათვის დაწესებული ლიმიტები და შეზღუდვები 1. ბანკის კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების რეგულირების მიზნით დადგენილია შემდეგი ლიმიტები: ა) ბანკის მიერ ერთი პირისათვის გაცემული სესხებისა და სხვა ვალდებულებების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 15%-ს; ბ) ბანკის მიერ ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფისათვის გაცემული სესხებისა და სხვა ვალდებულებების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს; გ) ბანკის მიერ გაცემული ყველა მსხვილი სესხისა და სხვა ვალდებულებების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის ორმაგ ოდენობას; დ) ბანკის მიერ გაცემული ყველა საბლანკო სესხის საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საკრედიტო დაბანდების 25%-ს. 2. ბანკის მიერ ერთი ინსაიდერისა და ყველა ინსაიდერისათვის გაცემული სესხებისა და სხვა ვალდებულებების მაქსიმალური ოდენობის და მათთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით. 3. დადგენილია ბანკის მიერ პირებისათვის სესხის გაცემის შემდეგი შეზღუდვები: ა) ბანკს ეკრძალება პირს მისცეს სესხი თავისი აქციების შესაძენად; ბ) ბანკს ეკრძალება პირს მისცეს სესხი ამავე ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერის ან მაკონტროლებელი პირის აქციების შესაძენად; გ) ბანკს ეკრძალება პირს მისცეს სესხი ამავე ბანკის შვილობილი კომპანიის აქციების შესაძენად. 4. ამ დებულებით დადგენილი ლიმიტების გაანგარიშებისას არ გაითვალისწინება ბანკის მიერ გაცემული ის სესხები და სხვა ვალდებულებები და/ან მათი ნაწილი, რომლებიც: ა) პირდაპირ და უპირობოდ გარანტირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ; ბ) პირდაპირ და უპირობოდ გარანტირებულია „ეგთო-ს“ წევრი ქვეყნების ცენტრალური მთავრობების და/ან ცენტრალური ბანკების მიერ; გ) უზრუნველყოფილია „ეგთო-ს“ წევრი ქვეყნების ცენტრალური მთავრობების და/ან ცენტრალური ბანკების მიერ გამოშვებული და გარანტირებული სავალო ფასიანი ქაღალდებით; დ) უზრუნველყოფილია ამავე ბანკში დაჯავშნილი დეპოზიტებით. 5. ამ დებულებით დადგენილი ლიმიტების გაანგარიშებისათვის ბანკის მიერ გაცემული სესხები და სხვა ვალდებულებები აიღება მთლიანი ღირებულებით.