საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს სპეციალისტის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 19.06.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
ნომერი №05/87
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.054.016116
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/06/2014
matsne.gov.ge 168 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მინისტრი მირიანე ოდიშარია მინისტრი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს სპეციალისტის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანება №05/87 2014 წლის 19 ივნისი ქ. თბილისი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს სპეციალისტის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ივლისის №197 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს სპეციალისტის შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი ტექნიკური განათლება; ბ) მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება IT-ის სფეროში; გ) ოპერაციული სისტემების (MS windows XP, Vista, Seven) საფუძვლიანი ცოდნა; დ) კომპიუტერული ნაწილების (Hardware) საფუძვლიანი ცოდნა; ე) სასურველია CISCO-ს აპარატურასთან მუშაობის გამოცდილება; ვ) კომპიუტერული ტექნიკის დიაგნოსტირების, გაუმართაობის მიზეზების დადგენისა და მისი აღმოფხვრის გზების ცოდნა; ზ) ინგლისური ენის ცოდნა (კარგად). მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მინისტრიმირიანე ოდიშარია