საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანო - თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 21 მარტის N28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება №121 |
|
2014 წლის 24 ივნისი ქ. თბილისი |
მე-7 მუხლის შემდეგ დაემატოს 71 მუხლი შემდეგი რედაქციით:
,, მუხლი 71
1. დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) სამუშაოს შესასრულებლად აუცილებელი საკანონმდებლო ბაზის ცოდნა;
გ) ჯგუფური მუშაობის გამოცდილება;
დ) უპირატესობა მიენიჭება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში მუშაობის გამოცდილებას;
ე) ელექტრონული დოკუმენტბრუნვის (EDOC ან EFLOW) პროგრამაში მუშაობის გამოცდილება (სასურველი).
2. დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია (II თავი);
ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (III და IV თავები);
გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზოგადი ნაწილი;
დ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;
ე) ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ვ) ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონი;
ზ) ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 29 დეკემბრის №903 ბრძანება;
თ) ,,თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 30 დეკემბრის №373 ბრძანება;
ი) ,,თავისუფლების შეზღუდვის ოფიცრის სპეციალური საშუალებების გაცემისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 21 თებერვლის №17 ბრძანება.“
|