საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 17.06.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №398
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.018018
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/06/2014
matsne.gov.ge 144 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №398 2014 წლის 17 ივნისი    ქ.თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს შექმნის შესახებ მუხლი 1🔗 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტო. მუხლი 2🔗 საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტო  (შემდგომში – სააგენტო)  ჩაითვალოს  „საჯარო სამართლის  იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს  პრეზიდენტის   2006 წლის 24 ნოემბრის №702 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს უფლებამონაცვლედ. მუხლი 3🔗 სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა. მუხლი 4🔗 სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა უზრუნველყოს: ა) სააგენტოს დებულების დამტკიცება; ბ) სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან განთავისუფლება  საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით. მუხლი 5🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი