სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ

მიღების თარიღი 17.06.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №397
სარეგისტრაციო კოდი 140080000.10.003.018017
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/06/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 378 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №397 2014 წლის 17 ივნისი    ქ.თბილისი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ მუხლი 1🔗 „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვალდებულებათა შესასრულებლად, ბრძოლისუნარიანობის ამაღლებისა და სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის (შემდგომში – სამსახური) ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეებს დაუწესდეთ სასურსათო ულუფის დამატებითი საკომპენსაციო თანხა შემდეგი ოდენობებით: ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრის დაცვის დეპარტამენტის  საქართველოს პრემიერ-მინისტრის და მისი ოჯახის წევრების პირადი დაცვის, აგრეთვე, პირადი დაცვის დეპარტამენტის საქართველოს პრეზიდენტის და მისი ოჯახის წევრების დაცვის ცვლებში მომუშავე მოსამსახურეებს - თვეში 300 ლარი; ბ) სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტის ძირითად (სადღეღამისო) მორიგე განწესში მყოფ მოსამსახურეებს სამჯერადი კვებისათვის დღეში (საუზმე, სადილი, ვახშამი) – 8 ლარი და 50  თეთრი, ამავე დეპარტამენტის სათადარიგო განწესში მყოფ და ყოველდღიურ რეჟიმში მომუშავე თანამშრომლებს ერთჯერადი კვებისათვის დღეში  (სადილი) – 4 ლარი,  ხოლო საგანგებო მდგომარეობის დროს სამსახურის აღნიშნული დანაყოფის მოსამსახურეებს, სამჯერადი კვებისათვის, დღეში (საუზმე, სადილი, ვახშამი) – 8 ლარი და 50  თეთრი; გ) სასწავლო ცენტრის (მთავარი სამმართველო) პირად შემადგენლობას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ორჯერადი კვებისათვის, დღეში (საუზმე, სადილი) – 6 ლარი; დ) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ, სასწავლო ცენტრის (მთავარი სამმართველო) დაცვის მორიგე  განწესში მყოფ, აგრეთვე, წვევამდელთა სპეციალური თეორიულ-პრაქტიკული სასწავლო შეკრებისას სადღეღამისო მორიგეობაში მონაწილე მოსამსახურეებს, ორჯერადი კვებისათვის, დღეში (სადილი, ვახშამი) – 6 ლარი და 50  თეთრი; ე) სასწავლო ცენტრში (მთავარი სამმართველო) მომზადებისა და გადამზადების კურსებზე მივლინებულ თანამშრომლებს, აგრეთვე, აღნიშნულ კურსებთან დაკავშირებით სადღეღამისო მორიგეობაში მონაწილე მოსამსახურეებს, სამჯერადი კვებისათვის, დღეში (საუზმე, სადილი, ვახშამი) – 8 ლარი და 50  თეთრი - სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული სასწავლო პროგრამის შესაბამისად; ვ) სასწავლო ცენტრში (მთავარი სამმართველო) საბინაო უზრუნველყოფის უფლებით მოსარგებლე, სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ მოსამსახურეებს,  სამჯერადი კვებისათვის, დღეში (საუზმე, სადილი, ვახშამი) – 8 ლარი და 50 თეთრი; ზ) ესკორტირების მთავარი სამმართველოს დასაცავ პირთა გადაადგილების მარშრუტების დაცვაში მონაწილე მორიგე განწესში მყოფ მოსამსახურეებს, ორჯერადი კვებისათვის, დღეში (სადილი, ვახშამი) – 6 ლარი და 50  თეთრი. მუხლი 2🔗 მოსამსახურეთა კვებით სრული ან ნაწილობრივი  უზრუნველყოფის შემთხვევაში, ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული დამატებითი საკომპენსაციო თანხა არ გაიცემა ან გაიცემა გაწეული კვებით უზრუნველყოფის გათვალისწინებით. ამასთან, კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო ხარჯები განისაზღვრება სამსახურის თანამშრომლებისათვის კანონმდებლობით დადგენილი კვებით უზრუნველყოფის საორიენტაციო ნორმების შესაბამისად. მუხლი 3🔗 ამ დადგენილებით გათვალისწინებული სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელდეს სამსახურისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. მუხლი 4🔗  დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი