„საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამრეწველო საკუთრების დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ 1997 წლის 11 ნოემბრის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ ოქმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
მიღების თარიღი 17.06.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №399
სარეგისტრაციო კოდი 480140000.10.003.018019
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/06/2014
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.06.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამრეწველო საკუთრების დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ 1997 წლის 11 ნოემბრის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ ოქმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №399
2014 წლის 17 ივნისი
ქ.თბილისი
„საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამრეწველო საკუთრების დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ 1997 წლის 11 ნოემბრის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ ოქმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
მუხლი 1🔗
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს 2014 წლის 21 მაისს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამრეწველო საკუთრების დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ 1997 წლის 11 ნოემბრის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ ოქმი.
მუხლი 2🔗
საგარეო საქმეთა სამინისტრომ:
ა) აცნობოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების დადების შესახებ;
ბ) შეატყობინოს ყაზახეთის რესპუბლიკას ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის საქართველოს მხრიდან დასრულების თაობაზე.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი