საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ეკომიგრანტთა საკითხების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 17.06.2014
ძალის დაკარგვა 25.03.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
ნომერი №1206
სარეგისტრაციო კოდი 010170000.22.029.016246
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/06/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ეკომიგრანტთა საკითხების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის
ბრძანება
№1206
2014 წლის 17 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ეკომიგრანტთა საკითხების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ და „რ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ეკომიგრანტთა საკითხების დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრიდავით დარახველიძე
დანართი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ეკომიგრანტთა საკითხების დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ეკომიგრანტთა საკითხების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.
2. დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
მუხლი 2🔗.
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებები
1. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებებია:
ა) სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთა (ეკომიგრანტთა) განსახლების ორგანიზება ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან ერთად კანონმდებლობით მათთვის გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში;
ბ) შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მოსალოდნელი მიგრაციული პროცესების ანალიზი;
გ) სამინისტროს მიერ დაკმაყოფილებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების მონიტორინგის განხორციელება;
დ) სტიქიური მოვლენებით გამოწვეული ეკომიგრაციული პროცესების ეფექტური მართვის მიზნით, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ე) სტიქიით დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების ორგანიზება;
ვ) სტიქიით დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების ჩასახლების ადგილებში სამთავრობო დაწესებულებებთან, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან, საერთაშორისო, არასამთავრობო და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, ინტეგრაციის ხელშეწყობა კომპეტენციის ფარგლებში;
ზ) სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების აღრიცხვა-რეგისტრაცია შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებებიდან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე;
თ) სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის ფორმირება და წარმოება;
ი) განსახლების მსურველი, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახებისგან დადგენილი წესით განაცხადების მიღება და ამ ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა სამთავრობო დაწესებულებებთან და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით;
კ) სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების შესახებ სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემების მომზადება;
ლ) ეკომიგრაციის პოლიტიკის განსაზღვრისა და მისი განხორციელების შესახებ წინადადებებისა და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და მინისტრის ცალკეულ დავალებათა შესრულება.
2. დეპარტამენტი, მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისას, თანამშრომლობს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და ტერიტორიულ ორგანოებთან.
მუხლი 3🔗.
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. იგი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
2. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოხელეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს;
დ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეების მიერ მათი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ე) ხელს აწერს და/ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ და/ან სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ შესათანხმებლად წარმოდგენილ დოკუმენტებს;
ვ) ამზადებს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ზ) მინისტრსა და შესაბამის მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
თ) კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით მინისტრს წარუდგენს კანდიდატურებს დეპარტამენტის ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნად;
ი) წარუდგენს მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, მოხელეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
კ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის მოსამსახურეების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე;
ლ) მინისტრთან და შესაბამის მინისტრის მოადგილესთან შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე;
მ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;
ნ) წარუდგენს ანგარიშს მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ;
ო) ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.
3. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას მინისტრთან შეთანხმებით ასრულებს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი.
მუხლი 4🔗.
დეპარტამენტის სტრუქტურა
1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) რეგისტრაციის უზრუნველყოფის სამმართველო;
ბ) განსახლებისა და მონიტორინგის სამმართველო.
2. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელიც:
ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე დეპარტამენტის უფროსის წინაშე;
გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოხელეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს;
დ) ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ და/ან სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ შესათანხმებლად წარმოდგენილ დოკუმენტებს;
ე) ამზადებს პერიოდულ ანგარიშებს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ვ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს კომპეტენციაში შემავალი ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
ზ) უწევს კოორდინაციას სამმართველოში სტაჟიორთა საქმიანობას და დადგენილი წესის შესაბამისად, ახდენს მათ შეფასებას;
თ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს.
3. სამმართველოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
4. რეგისტრაციის უზრუნველყოფის სამმართველოს ამოცანები და უფლებამოსილებებია:
ა) სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების აღრიცხვა-რეგისტრაცია შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებებიდან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტებიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე;
ბ) სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის ფორმირება და წარმოება;
გ) განსახლების მსურველი, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახებისგან დადგენილი წესით განაცხადების მიღება და ამ ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა სამთავრობო დაწესებულებებთან და ადგილობრივ მუნივიპალიტეტებთან თანამშრომლობით;
დ) სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების შესახებ სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემების მომზადება;
ე) განიხილავს სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციას და ახდენს შესაბამის რეაგირებას;
ვ) ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებსა და დაკისრებულ ამოცანებს.
5. განსახლებისა და მონიტორინგის სამმართველოს ამოცანები და უფლებამოსილებებია::
ა) სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთა (ეკომიგრანტთა) განსახლების ორგანიზება ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან ერთად კანონმდებლობით მისთვის გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში;
ბ) შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მოსალოდნელი მიგრაციული პროცესების ანალიზი;
გ) სამინისტროს მიერ დაკმაყოფილებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების მონიტორინგის განხორციელება;
დ) სტიქიური მოვლენებით გამოწვეული ეკომიგრაციული პროცესების ეფექტური მართვის მიზნით, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ე) სტიქიით დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების ორგანიზება და საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ვ) სტიქიით დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების ჩასახლების ადგილებში სამთავრობო დაწესებულებებთან, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან, საერთაშორისო, არასამთავრობო და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, ინტეგრაციის ხელშეწყობა კომპეტენციის ფარგლებში;
ზ) განიხილავს სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციას და ახდენს შესაბამის რეაგირებას;
თ) ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებსა და დაკისრებულ ამოცანებს.
6. სამმართველოს უფროსის არყოფნისას, მის მოვალეობას ასრულებს სამმართველოს ერთ-ერთი მოხელე მინისტრთან შეთანხმებით.
მუხლი 5🔗.
დეპარტამენტის მოსამსახურეები
1. დეპარტამენტის მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს დეპარტამენტის უფროსი.
3. დეპარტამენტის მოსამსახურეები, მათზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულნი არიან სამმართველოს უფროსის და დეპარტამენტის უფროსის წინაშე.