ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელების შესახებ

მიღების თარიღი 03.07.2014
ძალაში შესვლა 08.07.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №01-41/ნ
სარეგისტრაციო კოდი
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/07/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,665 სიტყვა · ~13 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.07.2014 მიღება
08.07.2014 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1 3-მეთილთიოფენტანილი 3-METHYLTHIOFENTANYL
2 3-მეთილფენტანილი 3-METHYLFENTANYL
3 ალფამეთადოლი ALPHAMETHADOL
4 ალფა-მეთილ-4-მეთილთიოფენეტილამინი 4-MTA
5 ალფა-მეთილთიოფენტანილი ALPHA-METHYLTHIOFENTANYL
6 ალფა-მეთილფენტანილი ALPHA-METHYLFENTANYL
7 ალფამეპროდინი ALPHAMEPRODINE
8 ალფაცეტილმეთადოლი ALPHACETYLMETHADOL
9 აცეტილ-ალფა-მეთილფენტანილი ACETYL-ALPHA-METHYLFENTANYL
10 აცეტილმეთადოლი ACETYLMETHADOL
11 აცეტორფინი ACETORPHINE
12 ბეზიტრამიდი BEZITRAMIDE
13 ბენზეთიდინი BENZETHIDINE
14 ბენზილმორფინი BENZYLMORPHINE
15 ბეტამეთადოლი BETAMETHADOL
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელების შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-41/ნ 2014 წლის 3 ივლისი ქ. თბილისი ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამით მკურნალობის განხორციელების შესახებ ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების პროგრამების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს: ა) ნარკომანიის  ჩანაცვლებითი  სპეციალური  პროგრამით მკურნალობის განხორციელების მეთოდიკა  (დანართი №1); ბ) ოპიოიდების ჩამონათვალი (დანართი №2); გ) ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური  პროგრამით მკურნალობისათვის ნებადართული ფარმაცევტული პროდუქტების ჩამონათვალი (დანართი №3). 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ოპიოიდური ნარკომანიის დროს ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამების განხორციელების  შესახებ” საქართველოს შრომის,  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009  წლის 20 იანვრის №37/ნ ბრძანება. 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-5 დღეს.საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო დანართი №1 ნარკომანიის ჩანაცვლებითი  სპეციალური პროგრამით  მკურნალობის განხორციელების მეთოდიკა მუხლი 1🔗. ნარკომანიის ჩანაცვლებითი  სპეციალური პროგრამით  მკურნალობის განხორციელების მეთოდიკის შექმნის საფუძველი და მოქმედების სფერო ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამით მკურნალობის განხორციელების მეთოდიკა (შემდგომში - ჩანაცვლებითი მკურნალობა) იქმნება „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე და არეგულირებს ჩანაცვლებით მკურნალობას  საქართველოში. მუხლი 2🔗. ჩანაცვლებითი მკურნალობა და მისი სახეები 1. ჩანაცვლებითი მკურნალობა არის ნარკოტიკული დამოკიდებულების მკურნალობა ჩამანაცვლებელი სამკურნალო საშუალების - ფარმაცევტული პროდუქტის (შემდგომში - ფარმაცევტული პროდუქტი) გამოყენებით, რომელსაც გააჩნია ჯვარედინი დამოკიდებულება და ჯვარედინი ტოლერანტობა იმ ნარკოტიკული ნივთიერებების მიმართ, რომლის მიმართ განვითარებულია დამოკიდებულების სინდრომი. 2. ოპიოიდური დამოკიდებულება წარმოადგენს სხვადასხვა ინტენსივობის ფიზიოლოგიური, ქცევითი და კოგნიტური ფენომენის ერთობლიობას, რომელიც, ობიექტურად ინდივიდის ინტერესის საწინააღმდეგოდ, ხასიათდება ოპიოიდის მიღების მაღალი პრიორიტეტით, რაც ნარკომანიის ფორმირების ძირითად კომპონენტად გვევლინება. ოპიოიდებზე დამოკიდებულება განისაზღვრება ამ ბრძანებით დამტკიცებულ N2 დანართში მითითებულ ერთ-ერთ რომელიმე ნივთიერებაზე ან მის შემადგენელ ნაწილზე დამოკიდებულებად. 3. ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობისათვის  ნებადართული ფარმაცევტული პროდუქტის ჩამონათვალი განისაზღვრება N3 დანართის შესაბამისად. 4. ჩანაცვლებითი მკურნალობის სახეებია: ა) ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტით ხანმოკლე დეტოქსიკაცია – ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტის კლებითი დოზებით მკურნალობა არაუმეტეს ერთი თვის განმავლობაში; ბ) ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტით ხანგრძლივი დეტოქსიკაცია - ჩამანაცვლებელი პრეპარატის კლებითი დოზებით მკურნალობა ერთ თვეზე მეტი ვადის განმავლობაში; გ) ხანმოკლე ჩანაცვლებითი მკურნალობა – ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტის სტაბილური დოზებით მკურნალობა 6 თვემდე ვადით; დ)  ხანგრძლივი ჩანაცვლებითი შემანარჩუნებელი მკურნალობა – ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტის სტაბილური დოზებით მკურნალობა 6 თვეზე მეტი ვადით; ე) განსაკუთრებულ შემთხვევებში სტაციონარული მკურნალობა ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტის გამოყენებით.  მუხლი 3🔗. ჩანაცვლებითი მკურნალობის მიზნები და ამოცანები  ჩანაცვლებითი მკურნალობის მიზნები და ამოცანებია: ა) ოპიოიდური დამოკიდებულებით დაავადებულ პირთა სომატური და ფსიქიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, სოციალური ადაპტაცია, საზოგადოებაში რეინტეგრაცია; ბ) აივ-ინფექცია/შიდსის, ჰეპატიტებისა და  სისხლის გზით გადამდები სხვა დაავადებების  გავრცელების პრევენცია; გ) ჩანაცვლებითი მკურნალობისა და სამედიცინო-სოციალური რეაბილიტაციის გზით პაციენტებში  რემისიის მდგომარეობის მიღწევა; დ)  ოპიოიდებზე დამოკიდებულ პირთა მიერ ნარკოტიკების ინექციური გზით მოხმარების შეწყვეტა/შემცირება, არალეგალური ნარკოტიკების/ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების შეწყვეტა/შემცირება და მათი ფსიქოსომატური მდგომარეობის გაუმჯობესება; ე) ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამაში ჩართულ პირთა საზოგადოებრივი საშიშროების რისკის შემცირება.   მუხლი 4🔗. ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამის განხორციელების უზრუნველყოფა 1. ჩანაცვლებითი მკურნალობის ფინანსირება ხორციელდება როგორც სახელმწიფო, ასევე ადგილობრივი, საქველმოქმედო და კერძო რესურსებით. მკურნალობის ანაზღაურების ოდენობა დგინდება კონკრეტული პროგრამის ფორმატის გათვალისწინებით. 2. დაწესებულების ხელმძღვანელობა ვალდებულია პროგრამის მიმდინარეობის პერიოდში (სამუშაო საათებში),  სამედიცინო პერსონალისა და სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების მიზნით, დაწესებულება უზრუნველყოს შესაბამისი დაცვით. 3. ჩანაცვლებითი მკურნალობის განმახორციელებელი დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ იქმნება სამედიცინო - საკონსულტაციო კომისია (შემდგომში – სსკ). 4. ჩანაცვლებითი პროგრამების მართვის ეფექტური განხორციელებისათვის, განსაკუთრებულ შემთხვევათა განხილვის მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალურ - ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით იქმნება ჩანაცვლებითი პროგრამების მართვის განხორციელების ზედამხედველობის საბჭო (შემდგომში -ზედამხედველობის საბჭო), რომლის შემადგენლობა განისაზღვრება: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - ნარკომანიისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკისა და პროგრამების მართვის ცენტრის, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელ ექსპერტთა წარმომადგენლებით. ზედამხედველობის საბჭო, უფლებამოსილია, ცალკეული საკითხების დამუშავების პროცესში, მოიწვიოს შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების წარმომადგენლები. მუხლი 5🔗. ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამაში პაციენტთა ჩართვის საფუძველი და კრიტერიუმები 1. ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამაში პაციენტთა ჩართვის საფუძველია  ოპიოიდებზე დამოკიდებულების სინდრომის (აქტიური დამოკიდებულება) დიაგნოზისა და მასთან ერთად ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ კრიტერიუმთაგან არანაკლებ ერთ-ერთის არსებობა. 2. კრიტერიუმები: ა) არანაკლებ 21 წლის ასაკი; ბ) ოპიოიდების ინექციური მოხმარება; გ) აივ/ინფიცირება, შიდსით დაავადება; დ) ორსულობა; ე) მიგრანტი ან უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც გამომგზავრების მომენტისთვის ჩართული იყო უცხოეთში ჩანაცვლებით პროგრამებში (მათი მომსახურებისა და ანაზღაურების ფორმა და წესი განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად); ვ) სხვა, განსაკუთრებული სამედიცინო ან/და სოციალური ჩვენების შემთხვევაში, გამონაკლისის სახით,  სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - ნარკომანიის და ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკისა და პროგრამების მართვის ცენტრის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს თანხმობით; ზ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირი,  გათავისუფლებიდან არაუმეტეს 10 დღის ვადაში, რომელიც გათავისუფლების მომენტისთვის ჩართული იყო  ჩანაცვლებითი მკურნალობის  პროგრამაში. 3. პაციენტი ერთდროულად არ შეიძლება იყოს ჩართული ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამის განმახორციელებელ ორ ან მეტ დაწესებულებაში. მუხლი 6🔗. პაციენტთა ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამაში ჩართვის წესი 1. პაციენტის ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამაში ჩართვა ხორციელდება სსკ-ის გადაწყვეტილებით, თუკი პაციენტი აკმაყოფილებს მე-5 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.  2. ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამაში პაციენტის ჩასართავად მოქალაქის განცხადების საფუძველზე, სსკ განიხილავს პროგრამაში მისი ჩართვის მიზანშეწონილობას და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას. 3. განცხადებას თან უნდა ახლდეს პაციენტის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV-100/ა), ხოლო მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“, „დ“, ,,ე“, „ვ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში – შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია. 4. პროგრამაში ჩართვის შემთხვევაში, პაციენტსა და დაწესებულებას შორის ფორმდება ორმხრივი ხელშეკრულება მხარეთა უფლება-მოვალეობების შესახებ. ხელშეკრულების ფორმას დაწესებულება ათანხმებს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ - ნარკომანიის და ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკისა და პროგრამების მართვის ცენტრთან. 5. ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამებში პაციენტთა ჩართვა ხორციელდება შესაბამისი პროგრამების მოცულობის  ფარგლებში. მუხლი 7🔗. ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელება 1. პაციენტის მკურნალობა წარმოებს მისი ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით, რომელსაც საზღვრავს მკურნალი ექიმი და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას აწვდის პაციენტს. 2. ჩანაცვლებითი ფარმაცევტული პროდუქტის საწყისი დოზის განსაზღვრა ხორციელდება მკურნალი ექიმის მიერ და მტკიცდება სსკ-ს მიერ. 3. პაციენტის მიერ ჩანაცვლებითი ფარმაცევტული პროდუქტის მიღება დაწესებულებაში ხორციელდება სამედიცინო პერსონალის კონტროლის ქვეშ.  4. ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამაში ჩართული პაციენტის სხვა სტაციონარში სამკურნალოდ მოხვედრის შემთხვევაში, პაციენტი ან მისი წარმომადგენელი   მიმართავს დაწესებულების ხელმძღვანელობას და აცნობებს, რომ იგი არის ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის მოსარგებლე. სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელობა ვალდებულია არაუგვიანეს 24 საათისა აცნობოს პაციენტის სტაციონარში მოხვედრის შესახებ დაწესებულებას და მიაწოდოს მას ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV-100/ა). 5. დაწესებულება ვალდებულია სტაციონარის შესაბამის განყოფილებას გადასცეს სამკურნალო საშუალების ის რაოდენობა, რომელიც აუცილებელია პაციენტის სტაციონარში მკურნალობის პერიოდში. გადასაცემი  სამკურნალო საშუალების რაოდენობა ისაზღვრება პაციენტის ინდივიდუალური დოზისა და მისი სტაციონარში დაყოვნების საჭიროების მიხედვით. მკურნალი ექიმი-ნარკოლოგის მიერ პაციენტის სტაციონარულ სამედიცინო ბარათში უნდა დაფიქსირდეს შესაბამისი კონსულტაცია და რეკომენდაცია, სადაც მიეთითება სამკურნალო საშუალების დასახელება, ფორმა და დანიშნული დოზა. 6. სტაციონარი ვალდებულია გააფორმოს მიმწოდებელთან სამკურნალო საშუალების გადაცემა-მიღებაზე მიღება-ჩაბარების აქტი, დადგენილი წესის შესაბამისად. 7. სტაციონარის განყოფილება ვალდებულია შემოსავალში აიყვანოს პაციენტისათვის განკუთვნილი სამკურნალო საშუალება და კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს მისი აღრიცხვა, შენახვა, სამედიცინო დოკუმენტაციაში გაფორმება, გაცემა და საჭიროების შემთხვევაში განადგურება. 8. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ნარკოლოგიურ დაწესებულებაში გამოცხადების დადასტურებული შეუძლებლობის შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, პაციენტისთვის კუთვნილი ულუფის, მაქსიმუმ 2 დღის ოდენობის, მიწოდება ხორციელდება პროგრამის თანამშრომლის, ოჯახის წევრის, მინდობილი პირის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ  (უფლებამოსილი პირის განცხადებისა და სსკ-ის გადაწყვეტილების საფუძველზე). განსაკუთრებულ  შემთხვევებში, ბინაზე ხანგრძლივად მკურნალობისას (2 თვეზე მეტი პერიოდი) გამონაკლისის სახით ხორციელდება პაციენტისთვის კუთვნილი ულუფის, მაქსიმუმ, 5 დღის მარაგის ოდენობის მიწოდება. ბინაზე მიწოდება შესაძლებელია გაგრძელდეს დაავადების დიაგნოზის შესაბამისად საჭიროების პერიოდში. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ტუბერკულოზის ბაქტერიაგამომყოფი აქტიური ფორმით დაავადებულ პირებზე შესაძლებელია ერთდროულად გაიცეს 7 დღის მარაგის ოდენობა. 9.  პაციენტის ქვეყნის შიგნით გადაადგილების მიზეზის დასაბუთებულ შემთხვევაში, სსკ-ს აქვს უფლება ხელზე გაატანოს სამკურნალო საშუალება არა უმეტეს 4 დღის დოზისა.  10. პაციენტის ქვეყნის შიგნით ხანგრძლივი (არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა) გადაადგილების შემთხვევაში, პაციენტის  წერილობითი განცხადების საფუძველზე, პროგრამის მიმწოდებელი დაწესებულების   (განყოფილების) ხელმძღვანელის მიერ გაიცემა მიმართვა, რომელსაც პაციენტი წარადგენს მისი სავარაუდო ადგილსამყოფელის ტერიტორიული ერთეულის ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამის მიმწოდებელ უახლოეს დაწესებულებაში  (განყოფილებაში). 11. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, ჩანაცვლებითი მკურნალობის მიმწოდებელ დაწესებულებებს შორის ფორმდება წინასწარი ხელშეკრულება ჩანაცვლებითი მკურნალობის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით. მიმწოდებელი დაწესებულებების  ხელმძღვანელთა მიერ გაწეული მომსახურების ანგარიშსწორების სათანადო დოკუმენტაცია წარედგინება სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელს. 12. ქვეყნიდან პროგრამის მოსარგებლის გასვლის შემთხვევაში დასაშვებია მას ხელზე გაეცეს ჩამანაცვლებელი სამკურნალო საშუალება, რომლის ოდენობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 8🔗. ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მიღების კონტროლი 1. პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით, პერიოდულად (არანაკლებ თვეში ერთხელ) ტარდება თითოეული პაციენტის ბიოლოგიური მასალის მოულოდნელი გადამოწმება ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველობაზე, გარდა ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. პაციენტის სხვა სტაციონარში ან ბინაზე მკურნალობის შემთხვევაში მისთვის ანალიზის ჩატარების (არანაკლებ სამ თვეში ერთხელ) სიხშირე და მიზანშეწონილობა დგინდება მკურნალი ექიმის მიერ. მუხლი 9🔗. ჩანაცვლებითი  მკურნალობის კურსის დასრულება ჩანაცვლებითი მკურნალობის გეგმური დასრულება ხორციელდება მკურნალი ექიმის გადაწყვეტილებით და პაციენტთან შეთანხმებით. მკურნალი ექიმის  გადაწყვეტილებით, პაციენტს შესაძლოა გაუფორმდეს ერთთვიანი შესვენება გამოცდის სახით. დაწესებულების (განყოფილების) ხელმძღვანელობა ვალდებულია უზრუნველყოს ამ პერიოდის განმავლობაში, საჭიროების შემთხვევაში, სსკ-ს გადაწყვეტილების საფუძველზე პაციენტის შეუფერხებელი შემობრუნება პროგრამაში. მუხლი 10🔗. ჩანაცვლებითი შემანარჩუნებელი მკურნალობის შეწყვეტა 1. ჩანაცვლებითი მკურნალობის არაგეგმური შეწყვეტა შესაძლებელია გამოწვეული იყოს პაციენტის მოთხოვნით, მისგან დამოუკიდებელი მიზეზით  ან პროგრამიდან გარიცხვით. 2. პროგრამიდან გარიცხვის კრიტერიუმებია:  ა) პირველ ჯგუფს მიკუთვნებული  ფარმაცევტული პროდუქტის  ექიმის დანიშნულების გარეშე მიღების ფაქტები; ბ) დაწესებულების შინაგანაწესის  დარღვევა; გ) სამედიცინო პერსონალის მიმართ არაკორექტული მოქცევა; დ) თვეში 5 არასაპატიო გაცდენა. 3. ზემოთ ჩამოთვლილი დარღვევების პირველ შემთხვევაში პაციენტს ეძლევა წერილობითი გაფრთხილება მოსალოდნელი შედეგის შესახებ მკურნალი ექიმის მიერ. განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში სსკ განიხილავს  პაციენტის პროგრამიდან გარიცხვის საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას მისი პროგრამიდან გარიცხვის ან/და მკურნალობის გაგრძელების შესახებ. 4. განსაკუთრებით უხეში დარღვევის შემთხვევაში (პერსონალის ან სხვა პაციენტთა მიმართ უხეში მოქცევა, ჩამანაცვლებელი პრეპარატის დაწესებულებიდან გატანის მცდელობა, პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული დადგენილი წესის დარღვევა) პაციენტი შესაძლოა გარიცხულ იქნეს პროგრამიდან პირველივე დარღვევის შემდგომ, სსკ -ს გადაწყვეტილებით. 5. სსკ-ს მიერ პაციენტის პროგრამიდან გარიცხვის გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მას ეძლევა უფლება ჩაიტაროს მოკლევადიანი (არაუმეტეს 14 დღიანი) დეტოქსიკაციის კურსი. აღნიშნული უფლების გამოყენებისას პაციენტი პროგრამიდან გარიცხულად ითვლება დეტოქსიკაციის კურსის დასრულებისთანავე. მუხლი 11🔗.  ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტის  მიღების, შენახვის აღრიცხვის, გაცემისა და განადგურების წესები ჩანაცვლებითი მკურნალობის მიმწოდებელი დაწესებულების მიერ ფარმაცევტული პროდუქტის  მიღება, შენახვა, აღრიცხვა, გაცემა და განადგურება წარმოებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. დანართი №2 ოპიოიდების ჩამონათვალი № ნივთიერების დასახელება ქიმიური დასახელება 1 3-მეთილთიოფენტანილი 3-METHYLTHIOFENTANYL N-[3-methyl-1-[2-(2-thienyl)ethyl]-4-piperidyl] propionanilide 2 3-მეთილფენტანილი 3-METHYLFENTANYL N-(3-methyl-1-phenethyl-4-piperidyl)propionanilide 3 ალფამეთადოლი ALPHAMETHADOL α-6-dimethylamino-4,4-diphenyl-3-heptanol 4 ალფა-მეთილ-4-მეთილთიოფენეტილამინი 4-MTA α-methyl-4-methylthiophenethylamine 5 ალფა-მეთილთიოფენტანილი ALPHA-METHYLTHIOFENTANYL N-[1-[1-methyl-2-(2-thienyl)ethyl]-4-piperidyl] propionanilide 6 ალფა-მეთილფენტანილი ALPHA-METHYLFENTANYL N-[1-(α-methylphenethyl)-4-piperidyl]propionanilide 7 ალფამეპროდინი ALPHAMEPRODINE α-3-ethyl-1-methyl-4-phenyl-4-propionoxypiperidine 8 ალფაცეტილმეთადოლი ALPHACETYLMETHADOL α-3-acetoxy-6-dimethylamino-4,4-diphenylheptane 9 აცეტილ-ალფა-მეთილფენტანილი ACETYL-ALPHA-METHYLFENTANYL N-[1-(α-methylphenethyl)-4-piperidyl]acetanilide 10 აცეტილმეთადოლი ACETYLMETHADOL 3-acetoxy-6-dimethylamino-4,4-diphenylheptane 11 აცეტორფინი ACETORPHINE 3-O-acetyltetrahydro-7α-(1-hydroxy-1-methylbutyl)-6,14-endo-ethenooripavine (derivative of thebaine) (თებაინის წარმოებული) 12 ბეზიტრამიდი BEZITRAMIDE 1-(3-cyano-3,3-diphenylpropyl)-4-(2-oxo-3-propionyl-1-benzimidazolinyl)piperidine 13 ბენზეთიდინი BENZETHIDINE 1-(2-benzyloxyethyl)-4-phenylpiperidine-4-carboxylic acid ethyl ester 14 ბენზილმორფინი BENZYLMORPHINE 3-benzylmorphine 15 ბეტამეთადოლი BETAMETHADOL β-6-dimethylamino-4,4-diphenyl-3-heptanol 16 ბეტამეპროდინი BETAMEPRODINE β-3-ethyl-1-methyl-4-phenyl-4-propionoxypiperidine 17 ბეტაპროდინი BETAPRODINE β-1,3-dimethyl-4-phenyl-4-propionoxypiperidine 18 ბეტაცეტილმეთადოლი BETACETYLMETHADOL β-3-acetoxy-6-dimethylamino-4,4-diphenylheptane 19 ბეტა-ჰიდროქსი-3-მეთილფენტანილი BETA-HYDROXY-3-METHYLFENTANYL N-[1-(β-hydroxyphenethyl)-3-methyl-4-piperidyl]propionanilide 20 ბეტა-ჰიდროქსიფენტანილი BETA-HYDROXYFENTANYL N-[1-(β-hydroxyphenethyl)-4-piperidyl]propionanilide 21 დეზომორფინი DESOMORPHINE Dihydrodesoxymorphine (derivative of morphine) (მორფინის წარმოებული) 22 დიამპრომიდი DIAMPROMIDE N-[2-(methylphenethylamino)-propyl]propionanilide 23 დიმეფეპტანოლი DIMEPHEPTANOL 6-dimethylamino-4,4-diphenyl-3-heptanol 24 დიჰიდროეტორფინი DIHYDROETORPHINE 7,8-dihydro-7α-[1-(R)-hydroxy-1-methylbutyl]-6,14-endo-ethanotetrahydrooripavine (derivative of etorphine) (ეტორფინის წარმოებული) 25 დიჰიდრომორფინი DIHYDROMORPHINE (derivative of morphine) (მორფინის წარმოებული) 26 ეთილმეთილთიამბუტენი ETHYLMETHYLTHIAMBUTENE  3-ethylmethylamino-1,1-di-(2’-thienyl)-1-butene 27 ეტონიტაზენი ETONITAZENE 1-diethylaminoethyl-2-p-ethoxybenzyl-5-nitrobenzimidazole 28 ეტორფინი ETORPHINE tetrahydro-7α-(1-hydroxy-1-methylbutyl)-6,14-endo-ethenooripavine (derivative of thebaine) (თებაინის წარმოებული) 29 თიოფენტანილი THIOFENTANYL N-[1-[2-(2-thienyl)ethyl]-4-piperidyl]propionanilide 30 იზომეთადონი ISOMETHADONE 6-dimethylamino-5-methyl-4,4-diphenyl-3-hexanone 31 კეტობემიდონი KETOBEMIDONE 4-m-hydroxyphenyl-1-methyl-4-propionylpiperidine 32 კოდოქსიმი CODOXIME dihydrocodeinone-6-carboxymethyloxime (derivate of morphine) (მორფინის წარმოებული) 33 ლევომეტორფანი LEVOMETHORPHAN (-)-3-methoxy-N-methylmorphinan 34 ლევომორამიდი LEVOMORAMIDE (-)-4-[2-methyl-4-oxo-3,3-diphenyl-4-(1-pyrrolidinyl)butyl]morpholine 35 ლევოფენაცილმორფანი LEVOPHENACYLMORPHAN (-)-3-hydroxy-N-phenacylmorphinan 36 მეთადონის სინთეზის შუალედური პროდუქტი METHADONE INTERMEDIATE 4-cyano-2-dimethylamino-4,4-diphenylbutane 37 მეთილდეზორფინი METHYLDESORPHINE 6-methyl-Δ6-deoxymorphine (derivative of morphine) (მორფინის წარმოებული) 38 მეთილდიჰიდრომორფინი METHYLDIHYDROMORPHINE 6-methyldihydromorphine (derivative of morphine) (მორფინის წარმოებული) 39 მეტაზოცინი METAZOCINE 2'-hydroxy-2,5,9-trimethyl-6,7-benzomorphan 40 მეტოპონი METOPON 5-methyldihydromorphinone (derivative of morphine) (მორფინის წარმოებული) 41 მიროფინი MYROPHINE Myristylbenzylmorphine (derivate of morphine) (მორფინის წარმოებული) 42 მორამიდის სინთეზის შუალედური პროდუქტი MORAMIDE INTERMEDIATE 2-methyl-3-morpholino-1,1-diphenylpropane carboxylic acid 43 მორფერიდინი MORPHERIDINE 1-(2-morpholinoethyl)-4-phenylpiperidine-4-carboxylic acid ethyl ester 44 მორფინ-N-ოქსიდი MORPHINE-N-OXIDE (derivate of morphine) (მორფინის წარმოებული) 45 მორფინის მეთობრომიდი და მორფინის სხვა ხუთვალენტიანი აზოტური წარმოებულები, მათ შორის, მორფინ-N-ოქსიდის წარმოებულები, რომელთაგან ერთ-ერთი N-ოქსი-კოდეინია MORPHINE METHOBROMIDE AND OTHER PENTAVALENT NITROGEN MORPHINE DERIVATIVES INCLUDING IN PARTICULAR THE MORPHINE-N-OXIDE DERIVATIVES, ONE OF WHICH IS CODEINE-N-OXIDE 46 მფპპ MPPP 1-methyl-4-phenyl-4-piperidinol propionate (ester) 47 ნორაციმეთადოლი NORACYMETHADOL (±)-α-3-acetoxy-6-methylamino-4,4-diphenylheptane 48 ნორლევორფანოლი NORLEVORPHANOL (-)-3-hydroxymorphinan 49 ნორმორფინი NORMORPHINE demethylmorphine (derivate of morphine) (მორფინის წარმოებული) 50 ოდტ  * ODT o-desmethyltramadol 51 ოპიუმი (ამფიონი) OPIUM  The coagulated juice of the opium poppy (plant species Papaver somniferum L.) დამაძინებელი ყაყაჩოს (მცენარე  Papaver somniferum L) შედედებული რძეწვენი 52 ოპიუმი ექსტრაქციული, მათ შორის:  ა) ნარკოტიკული საშუალებების (მორფინი, კოდეინი, თებაინი, ორიპავინი) შემცველი ნებისმიერი სახეობის მცენარიდან წყლიანი გამონაწვლილი, გამონახარში, გამონაცემი, ნაყენი ან ამოქროლების შედეგად მიღებული მშრალი ნაშთი; ბ) დამაძინებელი ყაყაჩოსგან ნებისმიერი გზით მიღებული, ნარკოტიკულად აქტიური ალკალოიდები; გ) ყაყაჩოს ნამჯისგან კუსტარულად დამზადებული ნებისმიერი პრეპარატი 53 ოპიუმის ექსტრაქტი (EXTRACT OPIUM) 54 ოპიუმის ნაყენი (TINCTURA OPII) 55 ოქსიმორფონი OXYMORPHONE 14-hydroxydihydromorphinone (derivate of morphine) (მორფინის წარმოებული) 56 პარა-ფლუოროფენტანილი PARA-FLUOROFENTANYL 4'-fluoro-N-(1-phenethyl-4-piperidyl)propionanilide 57 პეთიდინის სინთეზის შუალედური პროდუქტი A PETHIDINE INTERMEDIATE A 4-cyano-1-methyl-4-phenylpiperidine 58 პეთიდინის სინთეზის შუალედური პროდუქტი B PETHIDINE INTERMEDIATE B 4-phenylpiperidine-4-carboxylic acid ethyl ester 59 პეთიდინის სინთეზის შუალედური პროდუქტი C PETHIDINE INTERMEDIATE C 1-methyl-4-phenylpiperidine-4-carboxylic acid 60 პეპაპ PEPAP 1-phenethyl-4-phenyl-4-piperidinol acetate (ester) 61 პიმინოდინი PIMINODINE 4-phenyl-1-(3-phenylaminopropyl)piperidine-4-carboxylic acid ethyl ester 62 პროპერიდინი PROPERIDINE 1-methyl-4-phenylpiperidine-4-carboxylic acid isopropyl ester 63 პროჰეპტაზინი PROHEPTAZINE 1,3-dimethyl-4-phenyl-4-propionoxyazacycloheptane 64 რაცემეთორფანი RACEMETHORPHAN (±)-3-methoxy-N-methylmorphinan 65 რაცემორამიდი RACEMORAMIDE (±)-4-[2-methyl-4-oxo-3,3-diphenyl-4-(1-pyrrolidinyl)butyl]morpholine 66 ფენამპრომიდი PHENAMPROMIDE N-(1-methyl-2-piperidinoethyl)propionanilide 67 ფენომორფანი PHENOMORPHAN 3-hydroxy-N-phenethylmorphinan 68 ფენოპერიდინი PHENOPERIDINE 1-(3-hydroxy-3-phenylpropyl)-4-phenylpiperidine-4-carboxylic acid ethyl ester 69 ფურეთიდინი FURETHIDINE 1-(2-tetrahydrofurfuryloxyethyl)-4-phenylpiperidine-4-carboxylic acid ethyl ester 70 ყაყაჩო დამაძინებელი PAPAVER SOMNIFERUM 71 ყაყაჩოს ნამჯა POPPY STRAW all parts(except the seeds) of the opium poppy, after mowing მოცელილი დამაძინებელი ყაყაჩოს ყველა ნაწილი, გარდა ყაყაჩოს თესლებისა 72 ყაყაჩოს ნამჯის კონცენტრატი CONCENTRATE OF POPPY STRAW  the material arising when poppy straw has entered into a process for the concentration of its alkaloids when such material is made available in trade, (“Poppy straw”: all parts (except the seeds) of the opium poppy, after mowing) (მასალა, რომელიც მიიღება ყაყაჩოს ნამჯისაგან მაშინ, როცა ყაყაჩოს ნამჯა განიცდის მასში შემავალი ალკალოიდების კონცენტრირების პროცესს, თუ ეს მასალა ხდება ვაჭრობის საგანი) 73 ყაყაჩოს ნამჯის ექსტრაქტი EXTRACT OF POPPY STRAW დამაძინებელი ყაყაჩოს ნამჯისგან ნებისმიერი გზით მიღებული, ნარკოტიკულად აქტიური ალკალოიდები, აგრეთვე ყაყაჩოს ნამჯისგან კუსტარულად დამზადებული ნებისმიერი პრეპარატი 74 ყაყაჩოს (დამაძინებელი ყაყაჩოს) ნებისმიერი სახის ნაყენი და რძეწვენი THE COAGULATED JUICE AND TINCTURS OF POPPY STRAW      75 ყველა იმ სახეობის ყაყაჩო და მისგან მომზადებული პროდუქტი, რომელიც არ არის დამაძინებელი ყაყაჩო, მაგრამ შეიცავს ამ სიაში მითითებულ ნარკოტიკულ საშუალებას     76 ჰეროინი HEROIN diacetylmorphine (derivative of morphine) (მორფინის წარმოებული) 77 ალილპროდინი ALLYLPRODINE 3-allyl-1-methyl-4-phenyl-4-propionoxypiperidine 78 ალფაპროდინი ALPHAPRODINE α-1,3-dimethyl-4-phenyl-4-propionoxypiperidine 79 ალფენტანილი ALFENTANIL N-[1-[2-(4-ethyl-4,5-dihydro-5-oxo-1H-tetrazol-1-yl)ethyl]-4-(methoxymethyl)-4-piperidinyl]-N-phenylpropanamide 80 აცეტილდიჰიდროკოდეინი ACETYLDIHYDROCODEINE (derivative of codein) (კოდეინის წარმოებული) 81 ბუპრენორფინი BUPRENORPHINE 2l-cyclopropyl-7-α-[(S)-1-hydroxy-1,2,2-trimethylpropyl]-6,14- endo-ethano-6,7,8,14-tetrahydrooripavine 82 ბუტორფანოლი BUTORPHANOL 17-cyclobutylmethyl-morphinan-3,14-diol 83 დექსტრომორამიდი DEXTROMORAMIDE (+)-4-[2-methyl-4-oxo-3,3-diphenyl-4-(1-pyrrolidinyl) butyl]morpholine (dextro-rotatory isomer of moramide) (მორამიდის მარჯვნივ მბრუნავი იზომერი) 84 დექსტროპროპოქსიფენი DEXTROPROPOXYPHENE α-(+)-4-dimethylamino-1,2-diphenyl-3-methyl-2-butanol propionate (Dextro-rotary isomer of propoxyphene) (პროპოქსიფენის მარჯვნივ მბრუნავი  იზომერი) 85 დიეთილთიამბუტენი DIETHYLTHIAMBUTENE 3-diethylamino-1,1-di-(2’-thienyl)-1-butene 86 დიმეთილთიამბუტენი DIMETHYLTHIAMBUTENE 3-dimethylamino-1,1-di-(2'-thienyl)-1-butene 87 დიმენოქსადოლი DIMENOXADOL 2-dimethylaminoethyl-1-ethoxy-1,1-diphenylacetate 88 დიოქსაფეტილ ბუტირატი DIOXAPHETYL BUTYRATE ethyl-4-morpholino-2,2-diphenylbutyrate 89 დიპიპანონი DIPIPANONE 4,4-diphenyl-6-piperidine-3-heptanone 90 დიფენოქსილატი DIPHENOXYLATE 1-(3-cyano-3,3-diphenylpropyl)-4-phenylpiperidine-4-carboxylic acid ethyl ester 91 დიფენოქსინი DIFENOXIN 1-(3-cyano-3,3-diphenylpropyl)-4-phenylisonipecotic acid 92 დიჰიდროკოდეინი DIHYDROCODEINE (derivative of morphine) (მორფინის წარმოებული) 93 დროტებანოლი DROTEBANOL 3,4-dimethoxy-17-methylmorphinan-6β,14-diol 94 ეთილმორფინი ETHYLMORPHINE 3-ethylmorphine (derivative of morphine) (მორფინის წარმოებული) 95 ეტოქსერიდინი ETOXERIDINE 1-[2-(2-hydroxyethoxy)-ethyl]-4-phenylpiperidine-4-carboxylic acid ethyl ester 96 თებაინი THEBAINE (an alkaloid of opium; also found in Papaver bracteatum) (ოპიუმის ალკალოიდი; მას აგრეთვე შეიცავს მცენარე Papaver bracteatum) 97 თებაკონი THEBACON Acetyldihydrocodeinone (acetylatedenol form of hydrocodone) 98 კლონიტაზენი CLONITAZENE 2-(p-chlorobenzyl)-1-diethylaminoethyl-5-nitrobenzimidazole 99 კოდეინი CODEINE 3-methylmorphine (derivate of morphine, alkaloid contained in opium & poppy straw) (მორფინის წარმოებული; ალკალოიდი, რომელსაც შეიცავს ოპიუმი და ყაყაჩოს ნამჯა) 100 ლევორფანოლი LEVORPHANOL (-)-3-hydroxy-N-methylmorphinan 101 მეთადონი METHADONE 6-dimethylamino-4,4-diphenyl-3-heptanone 102 მორფინი MORPHINE the principal alkaloid of opium and of opium poppy (ოპიუმის ან ოპიუმის (დამაძინებელი) ყაყაჩოს ძირითადი ალკალოიდი) 103 ნალბუფინი NALBUPHINE (–)-17-(cyclobutylmethyl)- 4,5α-epoxymorphinan- 3,6α,14-triol hydrochloride 104 ნიკოდიკოდინი NICODICODINE 6-nicotinyldihydrocodeine (derivative of morphine) (მორფინის წარმოებული) 105 ნიკოკოდინი NICOCODINE 6-nicotinylcodeine (derivative of morphine) (მორფინის წარმოებული) 106 ნიკომორფინი NICOMORPHINE 3,6-dinicotinylmorphine (derivate of morphine) (მორფინის წარმოებული) 107 ნორკოდეინი NORCODEINE N-demethylcodeine (derivative of morphine) (მორფინის წარმოებული) 108 ნორმეთადონი NORMETHADONE 6-dimethylamino-4,4-diphenyl-3-hexanone 109 ნორპიპანონი NORPIPANONE 4,4-diphenyl-6-piperidino-3-hexanone 110 ორიპავინი ORIPAVINE 3-O-demethylthebaine 111 ოპიუმი სამედიცინო OPII MEDICINALIS 112 ოქსიკოდონი OXYCODONE 14-hydroxydihydrocodeinone (derivate of morphine) (მორფინის წარმოებული) 113 პანტოპონი PANTOPON 114 პაპავერიტუმი (ომნოპონი) PAPAVERITUM (OMNOPON) 115 პეთიდინი PETHIDINE 1-methyl-4-phenylpiperidine-4-carboxylic acid ethyl ester 116 პენტაზოცინი PENTAZOCINE (2R*,6R*,11R*)-1,2,3,4,5,6-hexahydro-6,11-dimethyl-3-(3- methyl-2-butenyl)-2,6-methano-3-benzazocin-8-ol 117 პირიტრამიდი PIRITRAMIDE 1-(3-cyano-3,3-diphenylpropyl)-4-(1-piperidino)piperidine-4-carboxylic acid amide 118 პროპირამი PROPIRAM N-(1-methyl-2-piperidinoethyl)-N-2-pyridylpropionamide 119 რაცემორფანი RACEMORPHAN (±)-3-hydroxy-N-methylmorphinan 120 რემიფენტანილი REMIFENTANIL 1-(2-methoxycarbonylethyl)-4-(phenylpropionylamino)-piperidine-4-carboxylic acid methyl ester 121 სუფენტანილი SUFENTANIL N-[4-(methoxymethyl)-1-[2-(2-thienyl)ethyl]-4-piperidyl]propionanilide 122 ტილიდინი TILIDINE (±)-ethyl-trans-2-(dimethylamino)-1-phenyl-3-cyclohexene-1-carboxylate 123 ტრამადოლი TRAMADOL (1R,2R)-rel-2-[(dimethylamino)methyl]- 1-(3-methoxyphenyl)cyclohexanol 124 ტრიმეპერიდინი TRIMEPERIDINE 1,2,5-trimethyl-4-phenyl-4-propionoxypiperidine 125 ფენადოქსონი PHENADOXONE 6-morpholino-4,4-diphenyl-3-heptanone 126 ფენაზოცინი PHENAZOCINE 2'-hydroxy-5,9-dimethyl-2-phenethyl-6,7-benzomorphan 127 ფენეტილინი FENETYLLINE 7-[2-[(α-methylphenethyl)amino]ethyl]theophylline 128 ფენმეტრაზინი PHENMETRAZINE 3-methyl-2-phenylmorpholine 129 ფენტანილი FENTANYL 7-[2-[(α-methylphenethyl)amino]ethyl]theophylline 130 ფოლკოდინი PHOLCODINE morpholinylethylmorphine (derivative of morphine) (მორფინის წარმოებული) 131 ჰიდროკოდონი HYDROCODONE dihydrocodeinone (derivative of morphine) (მორფინის წარმოებული) 132 ჰიდრომორფინოლი HYDROMORPHINOL 14-hydroxydihydromorphine (derivative of morphine) (მორფინის წარმოებული)   133 ჰიდრომორფონი HYDROMORPHONE dihydromorphinone (derivative of morphine) (მორფინის წარმოებული)   134 ჰიდროქსიპეთიდინი HYDROXYPETHIDINE 4-m-hydroxyphenyl-1-methylpiperidine-4-carboxylic acid ethyl ester 135 დექსტრომეტორფანი Dextromethorphan (4bS,8aR,9S)-3-methoxy-11-methyl-6,7,8,8a,9,10-hexahydro-5H-9,4b-(epiminoethano)phenanthrene შენიშვნა: სიაში შეტანილი ნივთიერებები წარმოდგენილია მათი საერთაშორისო  ან/და ქიმიური დასახელებებით. სიებს ავტომატურად მიეკუთვნება მასში შეტანილ ნივთიერებათა,  მარილების, ეთერების, ფუძეებისა და იზომერების წამლის ფორმები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, აგრეთვე მათი შემცველი კომბინირებული პრეპარატები, ნებისმიერი სავაჭრო დასახელებებით. სიებს,  ასევე, მიეკუთვნება მასში შეტანილ ნივთიერებათა ანალოგები. დანართი №3 ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური  პროგრამით მკურნალობისათვის ნებადართული ფარმაცევტული პროდუქტების ჩამონათვალი ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური  პროგრამით   მკურნალობისათვის ნებადართულ ფარმაცევტულ პროდუქტად განისაზღვროს: ა) მეთადონის ჰიდროქლორიდი (methadone hydrochloride); ბ) კომბინირებული პრეპარატი - ბუპრენორფინი, ნალოქსონი (comb. dru-Buprenorphine,Naloxone).