ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის ფარგლებში გამოსაყენებელი დოკუმენტაციის ფორმების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 03.07.2014
ძალაში შესვლა 08.07.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №01-42/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016270
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/07/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 221 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.07.2014 მიღება
08.07.2014 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის ფარგლებში გამოსაყენებელი დოკუმენტაციის ფორმების დამტკიცების შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-42/ნ 2014 წლის 3 ივლისი ქ. თბილისი ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამით მკურნალობის ფარგლებში გამოსაყენებელი დოკუმენტაციის ფორმების დამტკიცების შესახებ „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს: ა) ნარკომანიის ჩანაცვლებითი  სპეციალური პროგრამით მკურნალობის ფარგლებში გამოსაყენებელი დოკუმენტაციის ფორმები   (დანართი №1); ბ) ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამით მკურნალობის  ფარგლებში გამოსაყენებელი დოკუმენტაციის ფორმების   შევსების წესი (დანართი №2); გ) პაციენტის განცხადება ნარკომანიის ჩანაცვლებით სპეციალურ პროგრამაში ჩართვის შესახებ (დანართი №3). 2. ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამით მკურნალობის  ფარგლებში ჩართვის მიზნით  წარმოდგენილ უნდა იქნეს: ა) პაციენტის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ბ) ცნობა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - ფორმა №IV-100/ა ან/და ნარკომანიის ჩანაცვლებით სპეციალურ პროგრამაში პაციენტთა ჩართვის კრიტერიუმის არსებობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი. 3. ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამით მკურნალობის  ფარგლებში პაციენტის ჩართვის შემთხვევაში, ამ ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტაციის ფორმებს დამატებით უნდა დაერთოს: ა) პაციენტის განცხადება ნარკომანიის ჩანაცვლებით სპეციალურ პროგრამაში ჩართვის შესახებ (დანართი №3); ბ) პაციენტთან დადებული ხელშეკრულება (ფორმა შეთანხმებული უნდა იქნეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირთან - ნარკომანიის და ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკისა და პროგრამების მართვის ცენტრთან). 4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-5 დღეს. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო