⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (15.11.2022)
გაუქმებულია:

ეკომიგრანტთა საკითხების დეპარტამენტის რეგისტრაციის უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 20.06.2014
ძალის დაკარგვა 15.11.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
ნომერი №1224
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.029.016252
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/06/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 647 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.06.2014 მიღება
15.11.2022 ძალის დაკარგვა
📜 ცვლილებების ისტორია (1)
დამატებითი მეტამონაცემები (7)
კანდიდატის სახელი, გვარი
1. ზეპირი კომუნიკაციის უნარი
2. წერილობითი კომუნიკაციის უნარი
3. დროის მართვის უნარი
4. ანალიტიკური აზროვნების უნარი
5. დეტალებზე ორიენტირებულობა
6. კარიერული მიზნები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ეკომიგრანტთა საკითხების დეპარტამენტის რეგისტრაციის უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ბრძანება №1224 2014 წლის 20 ივნისი ქ. თბილისი ეკომიგრანტთა საკითხების დეპარტამენტის რეგისტრაციის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის   შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ეკომიგრანტთა საკითხების  დეპარტამენტის რეგისტრაციის სამმართველოს  მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი №1). მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ეკომიგრანტთა საკითხების დეპარტამენტის რეგისტრაციის სამმართველოს  მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის გასაუბრების შეფასების ფორმა №1 - დანართი №2, გასაუბრების შეფასების ფორმა №2 - დანართი №3 და კანდიდატთა შეფასების ჯამური ფორმა - დანართი №4. მუხლი 3🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრიდავით დარახველიძე დანართი №1 ეკომიგრანტთა საკითხების დეპარტამენტის  რეგისტრაციის  სამმართველოს  მთავარი სპეციალისტის   ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და   საკონკურსო თემატიკა 1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას. 2. ეკომიგრანტთა საკითხების დეპარტამენტის რეგისტრაციის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის   ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი  განათლება; ბ) სამუშაო გამოცდილება - აუცილებელია  საჯარო სამსახურში  მუშაობის 3  წლიანი გამოცდილება; დ)საოფისე პროგრამების, კერძოდ Microsoft Office Word , Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook, Microsoft Office PowerPoint- კარგი ცოდნა; ე) აუცილებელია რომელიმე უცხო ენის (რუსული, ინგლისური) კარგი ცოდნა; 3. ეკომიგრანტთა საკითხების დეპარტამენტის რეგისტრაციის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის   ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) ,, საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი; გ) ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილება; დ) ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ეკომიგრანტთა საკითხების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014  წლის 17 ივნისის  №1206 ბრძანება; ე) ,, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების კრიტერიუმების დამტკიცებისა და განსახლების საკითხების მარეგურილებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის  №779 ბრძანება; დანართი №2 გასაუბრების შეფასების ფორმა №1 ფასდება კანდიდატის შესაბამისობა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან. შეფასება ხორციელდება ქულებით. შეფასების საბოლოო ქულა (საშუალო არითმეტიკული) გამოითვლება ქულათა ჯამის შეფასების კრიტერიუმების რაოდენობაზე გაყოფით. 5+ -ის  შეფასებისას,  ქულათა ჯამურ რაოდენობას აღნიშნული ქულა არ მიემატება. 1 - მიუღებელი, 2- საშუალოზე დაბალი, 3 - კომპეტენტური, 4 - ძალიან კარგი, 5 - აჭარბებს მოლოდინს, 5+ - ზედმეტად კვალიფიციური.  ვაკანტური თანამდებობის დასახელება: _________________________________________________ კანდიდატის სახელი, გვარი:            _________________________________________________________  კომისიის წევრის სახელი, გვარი, __________:__________________________________________ თარიღი (რიცხვი, თვე, წელი):__________________________________________________________ № შეფასების კრიტერიუმები შეფასების ქულა კომისიის წევრის კომენტარი 1. განათლება/კვალიფიკაცია 2. სამუშაო გამოცდილება 3. სამართლებრივი აქტების ცოდნა 4. სამოტივაციო წერილი (მუშაობის დაწყების მოტივაცია) შეფასების საშუალო არითმეტიკული ქულა კომისიის წევრის ხელმოწერა:______________________________________________________. დანართი №3 გასაუბრების შეფასების ფორმა №2 ფასდება კანდიდატის პიროვნული უნარ-ჩვევები.  შეფასება ხორციელდება ქულებით. შეფასების საბოლოო ქულა (საშუალო არითმეტიკული) გამოითვლება ქულათა ჯამის შეფასების კრიტერიუმების რაოდენობაზე გაყოფით. 5+ -ის  შეფასებისას,  ქულათა ჯამურ რაოდენობას აღნიშნული ქულა არ მიემატება. 1 - მიუღებელი, 2- საშუალოზე დაბალი, 3 - კომპეტენტური, 4 - ძალიან კარგი, 5 - აჭარბებს მოლოდინს, 5+ - ზედმეტად კვალიფიციური.  ვაკანტური თანამდებობის დასახელება: _________________________________________________ კანდიდატის სახელი, გვარი:            _________________________________________________________  კომისიის წევრის სახელი, გვარი: ____________________________________________________ თარიღი (რიცხვი, თვე, წელი):__________________________________________________________ № შეფასების კრიტერიუმები შეფასების ქულა კომისიის წევრის კომენტარი 1. ზეპირი კომუნიკაციის უნარი 2. წერილობითი კომუნიკაციის უნარი 3. დროის მართვის უნარი 4. ანალიტიკური აზროვნების უნარი 5. დეტალებზე ორიენტირებულობა 6. კარიერული მიზნები შეფასების საშუალო არითმეტიკული ქულა კომისიის წევრის ხელმოწერა:______________________________________________________. დანართი №4 კანდიდატთა შეფასების ჯამური ფორმა შეფასების ჯამური ქულა დაითვლება გასაუბრების შეფასების (დანართი №1, დანართი №2) საშუალო არითმეტიკულ ქულათა მიმატებით. საკონკურსო პოზიციის დასახელება:__________________________________________________ № კანდიდატის სახელი, გვარი შეფასების ჯამური ქულა 1. კომისიის თავმჯდომარე (სახელი, გვარი), თარიღი:____________________________________ 2. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:____________________________________________ 3. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:___________________________________________.