საკონსულო თანამდებობის პირის მიერ, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ნასამართლობის შესახებ ცნობების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 18.06.2014
ძალაში შესვლა 01.09.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №404
სარეგისტრაციო კოდი 480060000.10.003.018024
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/06/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 654 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.06.2014 მიღება
01.09.2014 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საკონსულო თანამდებობის პირის მიერ, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ნასამართლობის შესახებ ცნობების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება №404 2014 წლის 18 ივნისი ქ. თბილისი საკონსულო თანამდებობის პირის მიერ, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ნასამართლობის შესახებ ცნობების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე მუხლი 1🔗 „საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 6​1 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საკონსულო თანამდებობის პირის მიერ, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ნასამართლობის შესახებ ცნობების გაცემის წესი“. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი საკონსულო თანამდებობის პირის მიერ, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ნასამართლობის შესახებ ცნობების გაცემის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების/საკონსულო დაწესებულებებისა და მესამე სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შექმნილი საქართველოს ინტერესთა სექციის საკონსულო თანამდებობის პირები უფლებამოსილნი არიან, ამ წესის შესაბამისად, გასცენ ცნობა საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის (შემდგომში – საზღვარგარეთ მყოფი პირი) ნასამართლობის შესახებ (შემდგომში – ცნობა). 2. ეს წესი არ ვრცელდება საზღვარგარეთ მყოფ იმ პირზე, რომელიც ცნობის მისაღებად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიმართავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს. მუხლი 2🔗. ცნობის გაცემის უფლებამოსილება 1. ის საკონსულო თანამდებობის პირები, რომლებიც უზრუნველყოფილნი არიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კომპიუტერული ქსელითა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ მონაცემთა ბაზასთან სპეციალური დაშვებით, უფლებამოსილნი არიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაციის შესაბამისად, საზღვარგარეთ მყოფი პირის განცხადების საფუძველზე გასცენ ცნობა. 2. ის საკონსულო თანამდებობის პირები, რომლებიც უზრუნველყოფილნი არ არიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კომპიუტერული ქსელითა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ მონაცემთა ბაზასთან სპეციალური დაშვებით, უფლებამოსილნი არიან, საზღვარგარეთ მყოფი პირის განცხადების საფუძველზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის მეშვეობით, მოიპოვონ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაცია და გასცენ ცნობა. 3. გაცემული ცნობების აღრიცხვა, ავტომატურ რეჟიმში, ხორციელდება საკონსულო საქმიანობის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით. მუხლი 3🔗. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილებები 1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისათვის/საკონსულო დაწესებულებებისა და მესამე სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შექმნილი საქართველოს ინტერესთა სექციისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ მონაცემთა ბაზის ხელმისაწვდომობას და მისი გამოყენებისათვის საჭირო სხვა პირობების შექმნას. 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ მისი ქვედანაყოფებისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ მონაცემთა ბაზის შეუფერხებელ მუშაობას. 3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ მონაცემთა ბაზასთან წვდომისა და მისი გამოყენების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში/საკონსულო დაწესებულებებსა და მესამე სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შექმნილ საქართველოს ინტერესთა სექციაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ მონაცემთა ბაზასთან წვდომისა და გამოყენების უფლებამოსილების მქონე პირებზე მომხმარებლის სახელისა და შესაბამისი პაროლის გაწერას. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნათა შესრულების მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ელექტრონული ან მატერიალური ფორმით, აწვდის ინფორმაციას ახლად დანიშნული ან გათავისუფლებული საკონსულო თანამდებობის პირის თაობაზე, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს ახალი მომხმარებლის სახელისა და შესაბამისი პაროლის გაწერას, არსებულის გაუქმებას და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის მიწოდებას. 5. მოხსნილი ან გაქარწყლებული ნასამართლობის შესახებ მონაცემები საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს/საკონსულო დაწესებულებებსა და მესამე სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შექმნილ საქართველოს ინტერესთა სექციას არ მიეწოდება. მუხლი 4🔗. ცნობის გაცემა 1. საზღვარგარეთ მყოფი პირის (მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის) განცხადების საფუძველზე, ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საკონსულო თანამდებობის პირი ცნობას გასცემს 5 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო იმავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საკონსულო თანამდებობის პირი – ერთი თვის ვადაში. 2. ცნობა გაიცემა ადგილსამყოფელი ქვეყნის სახელმწიფო ენაზე ან ინგლისურ ენაზე და მოწმდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი ბეჭდით. ცნობა უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს: ა) საზღვარგარეთ მყოფი პირის სახელსა და გვარს; ბ) საზღვარგარეთ მყოფი პირის პირად ნომერს; გ) ცნობის გაცემაზე უფლებამოსილი პირის სახელს, გვარს, თანამდებობასა და ხელმოწერას. 3. ამ წესის შესაბამისად, ცნობის გაცემისათვის არ გადაიხდევინება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახდელები. მუხლი 5🔗. ანგარიშგება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნის შემთხვევაში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა/საკონსულო დაწესებულება და მესამე სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შექმნილი საქართველოს ინტერესთა სექცია  ვალდებულია, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით მიაწოდოს მას ინფორმაცია გაცემული ცნობების შესახებ, მოთხოვნის მიღებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.