საზაფხულო სკოლების საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 26.06.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №77/ნ
სარეგისტრაციო კოდი დასახელება
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/06/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,439 სიტყვა · ~7 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (2)
პროექტის ხელმძღვანელი - საქართველოს მოქალაქე, დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხ
არისხის მქონე პირი, რომელიც კოორდინაციას უწევს პროექტის მომზადებასა და განხორციელებას
მუხლი 2
პროექტში ჩართული პერსონალი - საქართველოს მოქალაქე/მოქალაქეები (დოქტორანტი, მაგისტრის/დოქტორის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხ
არისხის მქონე პირი, აკადემიური ან/და სამეცნიერო თანამდებობის მქონე პირი).
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (15)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
კრიტერიუმების დასახელება
სუსტი საშუალო
1. საზაფხულო სკოლის სამეცნიერო მიმართულების აქტუალურობა, პრიორიტეტულობა და საზაფხულო სკოლის პროგრამის აკადემიური დონე
2. რამდენად მკაფიოდ და ნათლად არის აღწერილი პროექტის ძირითადი მიზნები და მათი მიღწევის გზები
3. პროექტის ხელმძღვანელისა და წარმდგენი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების  გამოცდილების შესაბამისობა პროექტის მიზნებთან
4. მოწვეული ლექტორების პროფესიული დონე და შესაბამისობა პროექტის მიზნებთან
5. საზაფხულო სკოლის პროგრამის შესაბამისობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანამანათლებლო პროგრამების კურიკულუმთან.
6. საზაფხულო სკოლის მოსალოდნელი შედეგები და მათი მიღწევის რეალისტურობა
7. მოთხოვნილი ბიუჯეტის შესაბამისობა პროექტის მიზნებთან
8. რამდენად ითვალისწინებს პროექტი სხვადასხვა  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების  თანამშრომლობას
9. რამდენად ითვალისწინებს პროექტი მსმენელებს შორის რეგიონული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების  სტუდენტთა ჩართვას
10. რამდენად ინტერდისციპლინურია პროექტის თემატიკა
11. რამდენად მნიშვნელოვანია თანადაფინანსების წილი
სულ 80

დოკუმენტის ტექსტი

საზაფხულო სკოლების საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №77/ნ 2014 წლის 26 ივნისი ქ. თბილისი საზაფხულო სკოლების საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების თაობაზე ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გრანტების გაცემის წესის, საგრანტო კონკურსების დებულებებისა და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №131 დადგენილებისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საზაფხულო სკოლების საგრანტო კონკურსის დებულება ამ ბრძანების დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე დანართი საზაფხულო სკოლების საგრანტო კონკურსის დებულება მუხლი 1🔗. კონკურსის მიზანი კონკურსის მიზანია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა აკადემიური დონის ასამაღლებლად  და კვლევების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საზაფხულო სკოლების ორგანიზება და განხორციელება საქართველოში. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ დანართის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) კონკურსი − ამ დებულებით გათვალისწინებული დაფინანსების მოსაპოვებლად ფონდის მიერ ადმინისტრირებული პროცედურა; ბ) პროექტი − საზაფხულო სკოლის გრანტის მოპოვების მიზნით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მომზადებული და საკონკურსოდ  წარდგენილი/დაფინანსებული განაცხადი; გ) პროექტის შეფასების კრიტერიუმები −  პროექტების შესაფასებლად ამ დანართით განსაზღვრული სახელმძღვანელო პრინციპები ქულების სათანადო მითითებით; დ) ხელშეკრულება − კონკურსის საფუძველზე საზაფხულო სკოლის გრანტის მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, პროექტის ხელმძღვანელსა  და ფონდს შორის გაფორმებული ხელშეკრულება. ე) მონიტორინგი − ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების მონიტორინგის პროცედურა; ვ) ფონდი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, რომელიც აცხადებს და ადმინისტრირებას უწევს კონკურსს; ზ) პროექტის ხელმძღვანელი - საქართველოს მოქალაქე, დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც კოორდინაციას უწევს პროექტის მომზადებასა და განხორციელებას; თ) პროექტის თანახელმძღვანელი (თანადაფინანსების შემთხვევაში) - საქართველოს მოქალაქე ან/და უცხოელი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებლების აკადემიური თანამდებობის მქონე პირი, დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც კოორდინაციას უწევს პროექტის მომზადებასა და განხორციელებას ხელმძღვანელთან ერთად. ი) პროექტში ჩართული პერსონალი - საქართველოს მოქალაქე/მოქალაქეები (დოქტორანტი, მაგისტრის/დოქტორის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, აკადემიური ან/და სამეცნიერო თანამდებობის მქონე პირი). კ) გრანტის მიმღები - პროექტის ხელმძღვანელი და პროექტის წარმდგენი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. მუხლი 3🔗. კონკურსის ადმინისტრირება 1. საზაფხულო სკოლის გრანტს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მოიპოვებს ღია კონკურსის წესით. კონკურსს აცხადებს და წარმართავს ფონდი ამ დებულებითა და ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული პროცედურების მიხედვით. 2.  ფონდი უზრუნველყოფს: ა) კონკურსის გამოცხადებას კანონმდებლობით დადგენილი წე­სით; ბ) კონკურსის ჩატარების წესისა და საკონკურსო დოკუმენ­ტაციის მიღების ვადების დადგენასა და საჯაროდ გამოცხადებას, აგრეთვე, საკონკურსო დოკუმენტაციისა და პროექტის შე­­სრუ­ლე­ბის ანგარიშების ფორმების დამტკი­ცე­ბას; გ) საკონკურსო კომისიის შექმნას, რომელიც ამ დებულებით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად  შეაფასებს წარმოდგენილ პროექტებსა და გამოავლენს გამარჯვებულებს; დ) გამარჯვებულად გამოვლენილი პროექტების დასამტკიცებლად წარდგენას ფონდის სამეცნიერო საბჭოსათვის; ე) სამეცნიერო საბჭოს მიერ დამტკიცებული პროექტების წარმდგენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და პროექტის ხელმძღვანელთან ხელშეკრულების გაფორმებას; ვ) კონკურსში გამარჯვებული პროექტების დაფინანსებას ხელშეკრულების საფუძველზე; ზ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების მონიტორინგს; 3. კონკურსის გამოცხადებისა და შედეგების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე. 4. ფონდი უფლებამოსილია ფონდის სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით განსაზღვროს და კონკურსის გამოცხადებამდე გაასაჯაროოს კონკრეტული წლისათვის კონკურსის პრიორიტეტული სამეცნიერო მიმართულებები. პროექტების შეფასებისას უპირატესობა მიენიჭება  პრიორიტეტულ სამეცნიერო მიმართულებაში წარდგენილ პროექტებს. მუხლი 4🔗. კონკურსში მონაწილეობა და კონკურსის პირობები 1. კონკურსში პროექტის წარდგენა შეუძლია ერთ ან ერთზე მეტ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას. რამდენიმე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარდგენილი პროექტისთვის ერთ-ერთი ითვლება წამყვანად, დანარჩენი - თანამონაწილე ორგანიზაციად. 2. პროექტის წარმდგენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას  უნდა ჰქონდეს საზაფხულო სკოლის  სამეცნიერო მიმართულების შესაბამისი აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები. 3. პროექტი უნდა ითვალისწინებდეს არანაკლებ ორი უცხოელი/უცხოეთში მოღვაწე პროფესორის/დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირის მონაწილეობას. 4. კონკურსში უპირატესობა მიენიჭება პროექტს, რომელიც: ა) ითვალისწინებს საქართველოს რეგიონებში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების პროექტში ჩართულობას; ბ) მოიცავს ინტერდისციპლინურ თემატიკას; გ) ითვალისწინებს წარმდგენი ან/და თანამონაწილე ორგანიზაციის, სხვა დონორის თანადაფინანსებას. 5. საზაფხულო სკოლის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 5 კალენდარულ დღეზე ნაკლები. 6. პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 50 000 (ორმოცდაათი ათას) ლარს. 7. ფონდი უფლებამოსილია კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე კონკურსიდან მოხსნას პროექტები, რომლებიც წარმოდგენილია ვადის დარღვევით, არ შეესაბამება კონკურსის მიზნებისათვის დადგენილ  მოთხოვნებს ან შეიცავს ყალბ ინფორმაციას. მუხლი 5🔗. საზაფხულო სკოლის მსმენელი 1. საზაფხულო სკოლების მსმენელები არიან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების სტუდენტები. 2. საზაფხულო სკოლის მსმენელებს შეარჩევს კონკურსში გამარჯვებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. მუხლი 6🔗. დაფინანსება 1. პროექტის ფარგლებში დაფინანსდება: ა) პროექტის ხელმძღვანელის შრომის ანაზღაურება; ბ) მოწვეული ლექტორებისა და პროექტში ჩართული პერსონალის შრომის ანაზღაურება; გ) პროექტის ხელმძღვანელის, მოწვეული ლექტორების, საზაფხულო სკოლის მსმენელებისა და პროექტში ჩართული პერსონალის: გ.ა) სასტუმროს ხარჯი; გ.ბ) ტრანსპორტირების ხარჯი; გ.გ) კვების ხარჯი; დ) პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ტექნიკური საშუალების დაქირავების ხარჯი; ე) პროექტის განხორციელებისათვის საჭირო დარბაზ(ებ)ის დაქირავების ხარჯი; ვ) პროექტის განხორციელებისათვის საჭირო სხვა ხარჯი. 2. გრანტის სახსრებით დაუშვებელია უძრავი ქონების შეძენა, კაპიტალური რემონტი/შენობა–ნაგებობის რეკონსტრუქცია, ავტომანქანის შეძენა, კომპიუტერული ტექნიკის, ვიდეო-, აუდიო-, ფოტოტექნიკის შეძენა. 3. ფონდის მხრიდან საგრანტო დაფინანსება გადაირიცხება ავანსის სახით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ პროექტისათვის გახსნილ საბანკო ანგარიშზე. 4. პროექტი შესაძლოა ითვალისწინებდეს თანხობრივ თანადაფინანსებას. მუხლი 7🔗. საკონკურსო კომისია 1. საკონკურსო კომისიას ქმნის ფონდის გენერალური დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან (შემდგომში - სამინისტრო) შეთანხმებით. 2. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნოს დარგის ექსპერტის რეკომენდაციებს. დარგის ექსპერტი შესაძლოა იყოს საკონკურსო კომისიის წევრი. 3. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, კონკურსის პირობებთან შეუსაბამო პროექტები მოხსნას კონკურსიდან. 4. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, კონკურსში მონაწილე პროექტების წარმდგენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და პროექტის ხელმძღვანელებს მოსთხოვოს პროექტის ბიუჯეტების კორექტირება, ფონდიდან მოთხოვნილი თანხის მოცულობის გაზრდის გარეშე.  მუხლი 8🔗. პროექტის შეფასების კრიტერიუმები № კრიტერიუმების დასახელება შეფასება სუსტი საშუალო კარგი 1. საზაფხულო სკოლის სამეცნიერო მიმართულების აქტუალურობა, პრიორიტეტულობა და საზაფხულო სკოლის პროგრამის აკადემიური დონე 0-6 7-11 12-14 2. რამდენად მკაფიოდ და ნათლად არის აღწერილი პროექტის ძირითადი მიზნები და მათი მიღწევის გზები 0-5 6-8 9-10 3. პროექტის ხელმძღვანელისა და წარმდგენი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების  გამოცდილების შესაბამისობა პროექტის მიზნებთან 0-2 3-4 5-6 4. მოწვეული ლექტორების პროფესიული დონე და შესაბამისობა პროექტის მიზნებთან 0-5 6-8 9-10 5. საზაფხულო სკოლის პროგრამის შესაბამისობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანამანათლებლო პროგრამების კურიკულუმთან. 0-5 6-8 9-10 6. საზაფხულო სკოლის მოსალოდნელი შედეგები და მათი მიღწევის რეალისტურობა 0-5 6-8 9-10 7. მოთხოვნილი ბიუჯეტის შესაბამისობა პროექტის მიზნებთან 0-5 6-8 9-10 8. რამდენად ითვალისწინებს პროექტი სხვადასხვა  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების  თანამშრომლობას 0 1 2 9. რამდენად ითვალისწინებს პროექტი მსმენელებს შორის რეგიონული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების  სტუდენტთა ჩართვას 0 1-2 3-4 10. რამდენად ინტერდისციპლინურია პროექტის თემატიკა 0 1 2 11. რამდენად მნიშვნელოვანია თანადაფინანსების წილი 0 1 2 სულ 80 მუხლი 9🔗. ინტერესთა კონფლიქტი 1. დაუშვებელია კომისიის წევრი/ექსპერტი იყოს პირი, რომელიც არის ამავე კონკურსის მონაწილე. 2. არ შეიძლება ექსპერტი ან კომისიის წევრი იყოს ის პირი: ა) რომელმაც შესაძლოა მიიღოს უშუალო ფინანსური ან სხვა სახის პირადი სარგებელი პროექტის დაფინანსების ან დაუფინანსებლობის შემთხვევაში; ბ) რომელიც თვითონ არის დაინტერესებული მხარე პროექტში ან/და პროექტში მონაწილე დაინტერესებული მხარის ნათესავია. 3. ამ დებულების მიზნებისათვის ნათესავად ჩაითვლება: ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი; ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი; გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა; დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები. 4. კომისიის წევრი და ექსპერტი ვალდებულია სამეცნიერო საბჭოს/ფონდის გენერალურ დირექტორს ოფიციალურად აცნობოს ამ მუხლში აღნიშნული გარემოებისა და თვითაცილების შესახებ. 5. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია კომისიის წევრის/ექსპერტის ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ფონდისთვის ცნობილი გახდება დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების სამეცნიერო საბჭოს მიერ დამტკიცებამდე, ფონდი უფლებამოსილია იმსჯელოს კომისიის წევრის/ექსპერტის მიერ გაკეთებული შეფასების გაუქმებასთან დაკავშირებით. მუხლი 10🔗. ხელშეკრულების გაფორმება დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების სამეცნიერო საბჭოს მიერ  დამტკიცების შემდეგ ფონდი უზრუნველყოფს საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმებას დასაფინანსებლად შერჩეულ პროექტის წარმდგენ წამყვან და თანამონაწილე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ორგანიზაციებთან და პროექტის ხელმძღვანელთან. მუხლი 11🔗. მონიტორინგი 1. ფონდი  ახორციელებს მონიტორინგს, რომელიც მოიცავს ფინანსურ და პროგრამულ მონიტორინგს. 2. ფინანსური მონიტორინგის შემთხვევაში მონიტორინგის დეპარტამენტი  ახორციელებს საგრანტო ხელშეკრულების ფინანსურ კონტროლს ფონდის გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული ანგარიშის ფორმების შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე. ფონდის მონიტორინგის დეპარტამენტი ეყრდნობა გრანტის მიმღების მიერ წარდგენილ საგრანტო სახსრების ხარჯვის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, რომლებიც წარდგენილ უნდა იქნეს ფოტოასლებისა ან ელექტრონული (დასკანერებული) სახით და გრანტის მიმღების მიერ წარდგენილ ანგარიშზე ადგენს განხილვის აქტს, რომელშიც აისახება საანგარიშო პერიოდში ავანსის სახით გადარიცხული თანხის ხარჯვის შესაბამისობა საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვასთან. 3. პროგრამული მონიტორინგის შემთხვევაში ფონდის მონიტორინგის დეპარტამენტი ახორციელებს პროექტების პროგრამულ კონტროლს ფონდის გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული ანგარიშის ფორმების შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე. პროგრამული მონიტორინგისათვის ფონდში წარდგენილ უნდა იქნას დაგეგმილი ამოცანების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ნაბეჭდი, ფოტოასლების ან ელექტრონული (დასკანერებული) სახით. ამოცანის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში ფონდში წარდგენილ უნდა იქნას შესაბამისი ორგანიზაციის ხელმძღვანელის, სამეცნიერო საბჭოს ან შესაბამისი დარგის სპეციალისტის მიერ დადასტურებული წერილობითი დოკუმენტი პროექტში დასახული ამოცანის შესრულების თაობაზე. 4. დაფინანსების მიმღებმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ საზაფხულო სკოლის დასრულების შემდეგ 15 დღის განმავლობაში ფონდს უნდა წარუდგინოს ანგარიში, რომელიც შედგება ფინანსური და პროგრამული ნაწილისაგან. 5. სამინისტროს დავალებით, ფონდი უფლებამოსილია დარგის ექსპერტებს შეაფასებინოს გარკვეული დასრულებული პროექტები. ფონდი არ არის უფლებამოსილი თავად შეაფასოს დასრულებული პროექტის სამეცნიერო ღირებულება და არ არის პასუხისმგებელი პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევების შედეგზე. 6. დაფინანსების მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი პროგრამული ანგარიში, ბეჭდვითი ან/და ვიზუალური მასალა შესაძლებელია ფონდმა გამოიყენოს თავის ვებგვერდზე განთავსების, საქმიანობის ანგარიშში ჩართვის, სხვა ბეჭდვით ან ელექტრონულ პროდუქციაში გამოყენების მიზნით. მუხლი 12🔗. გარდამავალი დებულება 2014 წელს წინამდებარე კონკურსის გამარჯვებულთა დაფინანსება განხორციელდება ფონდისათვის ,,საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში: პროგრამული  კოდი დასახელება 2014 წელი 32 04 02 01 02 სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროგრამები და გრანტები 300 000