„საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობისა და „ენერგეტიკისა და კლიმატის ფონდის” (EKF) ფარგლებში განსახორციელებელი განსაკუთრებული ღონისძიებების შესახებ” შეთანხმება

მიღების თარიღი 11.03.2014
ძალაში შესვლა 11.03.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობის სახელით
ნომერი №24/73
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016253
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/06/2014
matsne.gov.ge 931 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.03.2014 მიღება
11.03.2014 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს მთავრობის სახელით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის სახელით
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობისა და „ენერგეტიკისა და კლიმატის ფონდის” (EKF) ფარგლებში განსახორციელებელი განსაკუთრებული ღონისძიებების შესახებ” შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობისა და „ენერგეტიკისა და კლიმატის ფონდის“ (EKF) ფარგლებში განსახორციელებელი განსაკუთრებული ღონისძიებების შესახებ“ შეთანხმება საქართველოს მთავრობა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების სულისკვეთებით, ესწრაფვიან რა, განამტკიცონ და გააღრმავონ მეგობრული ურთიერთობები პარტნიორული ფინანსური თანამშრომლობით, აცნობიერებენ რა, რომ ამ ურთიერთობების შენარჩუნება ამ შეთანხმების საფუძველს წარმოადგენს, მიზნად ისახავენ რა, ხელი შეუწყონ საქართველოს სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას, 2013 წლის 16 მაისს გამართული სამთავრობო მოლაპარაკებების ოქმზე და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს 2013 წლის 12 აგვისტოს  Nr. 116/13 და 2013 წლის 22 ოქტომბრის Nr. 151/2013 ვერბალური ნოტებით გამოხატულ თანხმობებზე დაყრდნობით - შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 (1) გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მთავრობას, ან ორივე მთავრობის მიერ ერთობლივად შესარჩევ სხვა მიმღებ მხარეს, რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისგან (KfW) მიიღოს შემდეგი თანხები: 1.  ფინანსური დახმარება მაქსიმუმ 500.000 ევროს ოდენობით მე-2 პუნქტის პირველ ქვეპუნქტში აღნიშნული პროექტის განხორციელებისა და ზედამხედველობისათვის საჭირო თანმდევი ღონისძიებებისათვის; 2.  ფინანსური დახმარება მაქსიმუმ 2 მილიონი ევროს ოდენობით მე-2 პუნქტის მე-2 ქვეპუნქტში აღნიშნული პროექტის განხორციელებისა და ზედამხედველობისათვის საჭირო თანმდევი ღონისძიებებისათვის; 3. ფინანსური დახმარება მაქსიმუმ 7 მილიონი ევროს ოდენობით პროექტისათვის „აჭარაში კლიმატის ცვლილების რეგულირების პროგრამა - სანაპირო ზოლის დაცვა”. (2) გარდა ამისა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მთავრობას ან გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობასთან შეთანხმებით შესარჩევ სესხის მიმღებ სხვა მხარეს 1. პროექტისათვის „საფინანსო სექტორის პროგრამა სოფლისათვის” მიიღოს რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) შეღავათიანი სესხი მაქსიმუმ 30 მილიონი ევროს ოდენობით, რომელიც გამოიყოფა განვითარების სფეროში თანამშრომლობის ფარგლებში, 2. პროექტისათვის „ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ღია პროგრამა” მიიღოს რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) შეღავათიანი სესხი მაქსიმუმ 30 მილიონი ევროს ოდენობით, რომელიც გამოიყოფა განვითარების სფეროში თანამშრომლობის ფარგლებში, 3. პროექტისათვის „საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების ღია პროგრამა” მიიღოს რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) შეღავათიანი სესხი მაქსიმუმ 35 მილიონი ევროს ოდენობით, რომელიც გამოიყოფა განვითარების სფეროში თანამშრომლობის ფარგლებში, ასევე 4. პროექტისათვის „აჭარის სოფლების წყლით მომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების მოწყობა” მიიღოს რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) შეღავათიანი სესხი მაქსიმუმ 20 მილიონი ევროს ოდენობით, რომელიც გამოიყოფა განვითარების სფეროში თანამშრომლობის ფარგლებში, თუ დადასტურდა პროექტების დაფინანსების მიზანშეწონილობა განვითარების პოლიტიკის თვალსაზრისით, მომავალშიც უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს კრედიტუნარიანობა და საქართველოს მთავრობა მე-2 პუნქტის მე-2, მე-3 და მე-4 ქვეპუნქტებში დასახელებული პროექტებისათვის გასცემს სახელმწიფო გარანტიას, იმ შემთხვევაში, თუ იგი თავად არ წარმოადგენს სესხის მიმღებს. ეს პროექტები არ შეიძლება შეიცვალოს სხვა პროექტებით. (3) პირველ პუნქტში აღნიშნული პროექტები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოს მთავრობის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეიძლება შეიცვალოს სხვა პროექტებით. პირველი პუნქტის მე-3 ქვეპუნქტში აღნიშნული პროექტი შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ ისეთი პროექტებით, რომელთა მთავარი მიზანი ასევე იქნება კლიმატის ცვლილების რეგულირება, სათბურის გაზების ემისიის შემცირება ან ტყისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება. (4) იმ შემთხვევაში, თუ მოგვიანებით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა შესაძლებლობას მისცემს საქართველოს მთავრობას, რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისგან (KfW) მიიღოს დამატებითი სესხები ან ფინანსური დახმარებები ამ მუხლის მე-2 პუნქტში დასახელებული პროექტების მომზადებისათვის, ან მიიღოს დამატებითი ფინანსური დახმარებები ამ მუხლის მე-2 პუნქტში დასახელებული პროექტების განხორციელებისა და ზედამხედველობისათვის საჭირო თანმდევი ღონისძიებებისათვის, მაშინ ასევე გამოყენებას ჰპოვებს წინამდებარე შეთანხმება. (5) პირველი პუნქტის პირველ და მე-2 ქვეპუნქტებში დასახელებული ფინანსური დახმარებები, რომლებიც გამოიყოფა პროექტების მომზადებისა და თანმდევი ღონისძიებებისათვის, შეიცვლება სესხით, თუ ისინი გამოყენებული არ იქნება ასეთი ღონისძიებებისათვის. მუხლი 2🔗 (1) პირველ მუხლში აღნიშნული თანხების გამოყენება, მათი გამოყოფის პირობები, ასევე შემსრულებლისათვის პროექტის განხორციელების დაკისრების პროცედურა განისაზღვრება რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW) და სესხისა და ფინანსური დახმარების მიმღებ მხარეებს შორის დასადები ხელშეკრულებებით, რომლებიც რეგულირდება გერმანიაში მოქმედი კანონმდებლობით. (2) პირველი მუხლის პირველი პუნქტის პირველ და მე-2 ქვეპუნქტებში და ასევე პირველი მუხლის მე-2 პუნქტის 1-4 ქვეპუნქტებში აღნიშნული თანხების გამოყოფაზე თანხმობა უქმდება, თუ თანხმობის გაცემის წლიდან შვიდი წლის განმავლობაში არ გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულებები სესხებისა და დაფინანსების შესახებ. ამ თანხებს ვადა ეწურება 2020 წლის 31 დეკემბერს. პირველი მუხლის პირველი პუნქტის მე-3 ქვეპუნქტში აღნიშნული თანხების გამოყოფაზე თანხმობა უქმდება, თუ თანხმობის გაცემის წლიდან ექვსი წლის განმავლობაში არ გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულებები სესხებისა და დაფინანსების შესახებ და სრულად არ გამოიყოფა შესაბამისი თანხები. ამ თანხებს ვადა ეწურება 2019 წლის 31 დეკემბერს. (3) საქართველოს მთავრობა, იმ შემთხვევაში, თუ იგი თავად არ არის სესხის მიმღები, ამ მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით დასადები ხელშეკრულებების საფუძველზე სესხის მიმღების ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით უზრუნველყოფს, რომ რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის მიმართ ყველა სახის ანგარიშსწორება განხორციელდება ევროში. ეს გარანტია არ ვრცელდება პირველი მუხლის მე-2 პუნქტის პირველ ქვეპუნქტში აღნიშნულ პროექტზე. (4) საქართველოს მთავრობა, იმ შემთხვევაში, თუ იგი თავად არ არის ფინანსური დახმარებების მიმღები, უზრუნველყოფს თანხის დაბრუნების თაობაზე რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის შესაძლო პრეტენზიების დაკმაყოფილებას, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას ამ მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით დასადები ხელშეკრულებების საფუძველზე. ეს გარანტია არ ვრცელდება პირველი მუხლის პირველი პუნქტის პირველ ქვეპუნქტში აღნიშნულ პროექტზე. მუხლი 3🔗 (1) საქართველოს მთავრობა ათავისუფლებს რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს ყოველგვარი გადასახადისა და სხვა ოფიციალური მოსაკრებლისაგან, რომლებიც საქართველოში წარმოიშვება მე-2 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებასთან დაკავშირებით. (2) საქართველოს მთავრობა ვალდებულია უზრუნველყოს, რომ მიმღები  მხარე არ გადაიხდის პირველ მუხლში აღნიშნული პროექტების ფარგლებში საქართველოში წარმოშობილ გადასახადებსა და სხვა მოსაკრებლებს ამ შეთანხმებით გათვალისწინებული სესხებისა და ფინანსური დახმარებების თანხებიდან (აქ: KfW-სგან მიღებული თანხებიდან).   მუხლი 4🔗 აღნიშნული სესხებისა და ფინანსური დახმარებების გამოყოფიდან გამომდინარე, პირებისა და საქონლის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზით ტრანსპორტირებისას, საქართველოს მთავრობა მგზავრებსა და მიმწოდებლებს ანიჭებს სატრანსპორტო ფირმების არჩევის თავისუფლებას, არ მიმართავს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც გამორიცხავენ ან გააძნელებენ იმ სატრანსპორტო ფირმების თანასწორუფლებიან მონაწილეობას, რომელთა ადგილსამყოფელი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაშია და საჭიროების შემთხვევაში გასცემს ამ სატრანსპორტო ფირმების მონაწილეობისათვის სათანადო ნებართვებს. მუხლი 5🔗 (1) ეს შეთანხმება ძალაში შედის იმ დღიდან, როდესაც საქართველოს მთავრობა აცნობებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შეთანხმების ძალაში შესასვლელად აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესრულების შესახებ. განმსაზღვრელია შეტყობინების მიღების დღე. (2) გაეროს ქარტიის 102-ე მუხლის თანახმად ამ შეთანხმების დარეგისტრირება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნოში განხორციელდება დაუყოვნებლივ მისი ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს მთავრობის მხრიდან. შეთანხმების მეორე მხარეს გაეგზავნება შეტყობინება რეგისტრაციის განხორციელების შესახებ გაეროს სარეგისტრაციო ნომრის მითითებით გაეროს სამდივნოს დასტურის შემდეგ. შესრულებულია თბილისში, 2014 წლის 11 მარტს ორ დედნად, თითოეული ქართულ და გერმანულ ენაზე. ამასთან ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია. საქართველოს მთავრობის სახელით  გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის სახელით                       (ხელმოწერილია)                                                                 (ხელმოწერილია)