საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 23.06.2014
ძალის დაკარგვა 25.08.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ნომერი №126
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.023.016250
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/06/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება №126
2014 წლის 23 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,რ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს თანდართული ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები’’.
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 20 აგვისტოს №59 ბრძანება.
3.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიხათუნა გოგალაძე
დანართი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მუხლი 1🔗.
სატყეო პოლიტიკის სამსახურის უფროსი
სატყეო პოლიტიკის სამსახურის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა)
უმაღლესი განათლება სატყეო ან ზუსტი და საბუნებისმეტყველო, სოციალური და პოლიტიკური მეცნირებების და/ან იურიდიული სპეციალობით;
ბ)
შესაბამის სფეროში მაგისტრის აკადემიური ხარისხი ან მაგისტრთან გათანაბრებული;
გ)
შესაბამის სფეროში საჯარო, არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება;
დ)
საქართველოს კონსტიტუციის, სახელმწიფოს გარემოსდაცვითი პოლიტიკის, სატყეო სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტების, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №18 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის დებულების ცოდნა;
ე)
სტრატეგიული დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და განხორციელების გამოცდილება;
ვ)
სამართლებრივ დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
ზ)
საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება;
თ)
გარემოსდაცვითი, სატყეო და მომიჯნავე დარგების (ბიომრავალფეროვნების დაცვა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და სხვა) პრობლემების ცოდნა;
ი)
ჯგუფის მართვის და გუნდური მუშაობის გამოცდილება;
კ)
ინგლისური ენის ცოდნა, სასურველია გერმანული და რუსული ენების ცოდნა;
ლ)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - ძალიან კარგად, Excel-კარგად, Power Point-ძალიან კარგად, Outlook-ძალიან კარგად) ცოდნა.
მუხლი 2🔗.
სატყეო პოლიტიკის სამსახურის მთავარი სპეციალისტი
1.
სატყეო პოლიტიკის სამსახურის მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა)
უმაღლესი განათლება სატყეო, ზუსტი და საბუნებისმეტყველო და/ან საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით;
ბ)
შესაბამის სფეროში მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
გ)
შესაბამის სფეროში საჯარო, არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
დ)
სატყეო სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტების, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №18 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის დებულების ცოდნა;
ე)
სტრატეგიულ დოკუმენტებზე მუშაობის და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება;
ვ)
უპირატესობა ენიჭება საპროექტო განცხადებისა და ანგარიშების მომზადებაში გამოცდილებას;
ზ)
უპირატესობა ენიჭება სატყეო და ბუნებრივი რესურსების მართვის დარგში საერთაშორისო ინიციატივების და პროცესების ცოდნას;
თ)
ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა, სასურველია გერმანული და რუსული ენების ცოდნა;
ი)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - კარგად, Excel-კარგად, Power Point- კარგად, Outlook- კარგად) ცოდნა;
2.
სატყეო პოლიტიკის სამსახურის მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა)
უმაღლესი განათლება სატყეო ან ზუსტი და საბუნებისმეტყველო სპეციალობით (უპირატესობა ენიჭება მეტყევის სპეციალობას);
ბ)
შესაბამის სფეროში მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
გ)
სატყეო მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
დ)
სატყეო სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტების, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №18 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის დებულების ცოდნა;
ე)
ტყის მდგრადი მართვის ძირითადი პრინციპების და კრიტერიუმების ცოდნა;
ვ)
სატყეო სექტორში სამართლებრივ და სტრატეგიულ დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
ზ)
გარემოსდაცვითი, სატყეო და მომიჯნავე დარგების (ბიომრავალფეროვნების დაცვა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და სხვა) პრობლემების ცოდნა;
თ)
უპირატესობა ენიჭება ტყის მართვის გეგმებზე მუშაობის გამოცდილებას;
ი)
უპირატესობა ენიჭება ტყის რესურსების აღრიცხვასა და მონიტორინგში პრაქტიკულ გამოცდილებას;
კ)
უპირატესობა ენიჭება გეოინფორმაციული სისტემების (GIS) და დისტანციური ზონდირების ტექნოლოგიების პრაქტიკულ ცოდნას;
ლ)
უპირატესობა ენიჭება საველე მუშაობის გამოცდილებას;
მ)
სასურველია ინგლისური, გერმანული და რუსული ენების ცოდნა;
ნ)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) ცოდნა.
3.
სატყეო პოლიტიკის სამსახურის მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა)
უმაღლესი განათლება სატყეო, ზუსტი და საბუნებისმეტყველო და/ან იურიდიული სპეციალობით;
ბ)
შესაბამის სფეროში მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
გ)
შესაბამის სფეროში საჯარო, საერთაშორისო და სხვა სექტორებში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
დ)
სატყეო სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტების, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №18 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის დებულების ცოდნა;
ე)
კანონპროექტებზე მუშაობის და მათ განხილვებში მონაწილეობის გამოცდილება;
ვ)
სტრატეგიულ დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
ზ)
უპირატესობა ენიჭება გარემოს დაცვის სფეროში საერთაშორისო სამართლებრივი აქტების ცოდნას;
თ)
უპირატესობა ენიჭება გარემოსდაცვითი, სატყეო და მომიჯნავე დარგების (ბიომრავალფეროვნების დაცვა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და სხვა) სამართლებრივი პრობლემების ცოდნას;
ი)
ინგლისური ენის ცოდნა, სასურველია გერმანული და რუსული ენების ცოდნა;
კ)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - კარგად, Excel-კარგად, Power Point- კარგად, Outlook- კარგად) ცოდნა;
მუხლი 3🔗.
სატყეო პოლიტიკის სამსახურის უფროსი სპეციალისტი
სატყეო პოლიტიკის სამსახურის უფროსი სპეციალისტიუნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა)
უმაღლესი განათლება სატყეო ან ზუსტი და საბუნებისმეტყველო, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების და/ან იურიდიული სპეციალობით;
ბ)
შესაბამის სფეროში მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
გ)
შესაბამის სფეროში საჯარო, არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება;
დ)
სატყეო სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტების, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №18 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის დებულების ცოდნა;
ე)
ტყის მდგრადი მართვის ძირითადი პრინციპების და კრიტერიუმების ცოდნა;
ვ)
სატყეო და საბუნებისმეტყველო დარგში ტექნიკურ დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
ზ)
უპირატესობა ენიჭება საველე მუშაობის გამოცდილებას;
თ)
უპირატესობა ენიჭება გარემოსდაცვითი, სატყეო და მომიჯნავე დარგების (ბიომრავალფეროვნების დაცვა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და სხვა) პრობლემების ცოდნას;
ი)
სასურველია ინგლისური, გერმანული და რუსული ენების ცოდნა;
კ)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) ცოდნა.