⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.07.2020)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის წესდების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 19.06.2014
ძალის დაკარგვა 01.07.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
ნომერი №05/88
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.054.016117
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/06/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 6,349 სიტყვა · ~32 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.06.2014 მიღება
01.07.2020 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მინისტრი მირიანე ოდიშარია მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანება №05/88 2014 წლის 19 ივნისი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის წესდების დამტკიცების შესახებ „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლი პირველი ნაწილის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რეორგანიზაციისა და ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 ნოემბრის N262 დადგენილების მე-7 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის თანდართული წესდება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის -  ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2009 წლის 25 მაისის №3/66 ბრძანება (სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.013.145). მუხლი 3🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მინისტრიმირიანე ოდიშარია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის  წესდება მუხლი 1🔗.  რეგულირების სფერო ეს წესდება არეგულირებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის  (შემდგომში – კოლეჯი) საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს, საგანმანათლებლო და შემოქმედებითი საქმიანობის პროცესს, მართვის პრინციპებს, პერსონალის სახეებსა და უფლება-მოვალეობებს, პერსონალთან შრომით ურთიერთობებს, სტუდენტთა უფლება-მოვალეობებს, საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის პრინციპებს, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციისა და მის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მუხლი 2🔗. ზოგადი დებულებანი 1. კოლეჯი არის „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფოს მიერ შექმნილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. 2. კოლეჯი - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რეორგანიზაციისა და ქალაქ  ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 ნოემბრის №262 დადგენილებით - დაფუძნებულია თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ქუთაისის ფილიალის ბაზაზე. 3. კოლეჯი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ქუთაისის ფილიალის სამართალმემკვიდრე. 4. კოლეჯის ორგანიზაციულ – სამართლებრივი ფორმაა საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 5. კოლეჯი იქმნება და მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით. 6. კოლეჯის სრული სახელწოდებაა  – „სსიპ - ქალაქ ქუთაისის სამუსიკო კოლეჯი“. მუხლი 3🔗. კოლეჯის იურიდიული სტატუსი და მისამართი 1.აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის (ბაკალავრიატის) საგანმანათლებლო პროგრამებს და სტუდენტებს ანიჭებს აკადემიურ ხარისხს/კვალიფიკაციას. 2. კოლეჯი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის,  განათლებისა და ხელოვნების  სფეროში მოქმედი სხვა საკანონმდებლო აქტების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ამ წესდების საფუძველზე. 3. კოლეჯს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი, ბლანკი, სახაზინო და საბანკო ანგარიშები და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 4. კოლეჯი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, შეუძლია გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ. 5. კოლეჯის იურიდიული მისამართია: საქართველო,  ქუთაისი, 4600, კ. გამსახურდიას ქ. №43–ა. 6. კოლეჯს აქვს საკუთარი ვებ.გვერდი ინტერნეტში, რომლის მისამართია: www.kutmuscollege.edu.ge მუხლი 4🔗. კოლეჯის მიზნები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები 1. კოლეჯის მიზანია: ა) პიროვნების მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, განავითაროს იგი კულტურულად, ზნეობრივად და ინტელექტუალურად, რაც უზრუნველყოფილია სამუსიკო ხელოვნების სფეროში აკადემიური უმაღლესი განათლების მიღებით; ბ) სხვადასხვა პროფილის სათანადო განათლებისა და ინტერესის მქონე ნიჭიერი ახალგაზრდების მოზიდვა, მათი პროფესიული კარიერის ჩამოყალიბებისთვის საჭირო ცოდნის შეძენისა და უნარ-ჩვევების გამომუშავებისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პირობების შექმნა; გ) საზოგადოებისა და სახელმწიფოს მოთხოვნების დაკმაყოფილება უმაღლესი განათლების მქონე კვალიფიციური სპეციალისტებისა და მაღალი დონის პედაგოგიური კადრების მომზადების გზით; დ) სამუსიკო ხელოვნების განვითარება აკადემიური  პერსონალის, სტუდენტების შემოქმედებით-საშემსრულებლო–პრაქტიკული მოღვაწეობისა და სამეცნიერო–მეთოდური საქმიანობის მეშვეობით; ე) პიროვნების შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზება, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება, თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე მუსიკოს–შემსრულებლის მომზადება, სტუდენტთა და ფართო საზოგადოების მოთხოვნათა შესაბამისი მაღალი ხარისხის აკადემიური უმაღლესი სამუსიკო განათლების შეთავაზება დაინტერესებულ პირთათვის; ვ) შემოქმედებითი, სასწავლო და სამეცნიერო მიმზიდველობის გაზრდა ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ; ზ) ქართული და მსოფლიო სამუსიკო ხელოვნების ღირებულებების დამკვიდრებისთვის ხელშეწყობა, დემოკრატიისა და ჰუმანიზმის იდეალებზე  ორიენტაცია. 2. კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და მის   საფუძველზე კოლეჯი უზრუნველყოფს: ა) სახელოვნებო შემოქმედებითი უმაღლესი განათლების ხელშეწყობასა და ღია ხასიათს სწავლის, სწავლების,  საშემსრულებლო-შემოქმედებითი საქმიანობისა და სამეცნიერო–მეთოდური მოღვაწეობის აკადემიურ თავისუფლებას, რაც ნიშნავს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების უფლებას დამოუკიდებლად განახორციელონ საშემსრულებლო–შემოქმედებითი საქმიანობა, სამეცნიერო მოღვაწეობა, სწავლა და სწავლება სასწავლო პროგრამების ფარგლებში და მათი განვითარების მიზნით; ბ) სახელოვნებო შემოქმედებითი უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას მთელი სიცოცხლის განმავლობაში; გ) სწავლების, სწავლისა და საშემსრულებლო–შემოქმედებითი  საქმიანობის ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო და კულტურულ სივრცეში, აგრეთვე თანამშრომლობის სხვა საერთაშორისო სისტემებში სრულუფლებიან მონაწილეობას; დ) სწავლებისა და სწავლის ხარისხის სისტემების განვითარებას და მისი მართვის მექანიზმების ფუნქციონირებას; ე) კოლეჯის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობის წახალისებას და ხელშეწყობას, რაც გულისხმობს მათთვის სწავლის, სწავლების, საშემსრულებლო–შემოქმედებითი და სამეცნიერო მოღვაწეობის პროცესებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად თავისუფალი გადაადგილების ხელშეწყობას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ, საქართველოს კანონმდებლობითა და კოლეჯის მიერ დადგენილი წესით, აკადემიური ხარისხებისა და კვალიფიკაციის ცნობით; ვ) ყოველგვარი დისკრიმინაციის აკრძალვას, მათ შორის აკადემიური, რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილების ან/და შეხედულებების, სქესის, სოციალური  წარმოშობისა და სხვა ნიშნით; ზ) მართვისა და კონკურსების საჯაროობას და გამჭვირვალობას; თ) კონკურენტუნარიანი  და თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისი კადრების მომზადებას და აკადმიური/ადმინისტრაციული პერსონალის განვითარებას; ი) სწავლებისთვის აუცილებელი პირობების,  მათ შორის – ახალი სამუსიკო ტექნოლოგიების დანერგვისთვის სათანადი პირობების შექმნას; კ) სხვა ისეთი პირობების შექმნას, რომლებიც ხელს შეუწყობენ ამ წესდებით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას. 3.დასახული მიზნების მისაღწევად კოლეჯი: ა) ამზადებს პიროვნებას ისეთი პროფესიული მოღვაწეობისთვის, რომელიც მოითხოვს შემოქმედებით უნარებსა და თეორიულ ცოდნას, საშემსრულებლო–შემოქმედებითი  და მეცნიერული მეთოდების გამოყენებას, რისთვისაც შეიმუშავებს  საგანმანთლებლო–შემოქმედებით პროგრამებს; ბ) ზრუნავს პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე; გ) ხელს უწყობს სტუდენტთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას; დ) ზრუნავს შეზღუდული  შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის სწავლის პირობების შესაქმნელად; ე) ხელს უწყობს სხვა შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და კულტურულ–შემოქმედებით ორგანიზაციებთან თანამშრომლობას; ვ) ხელს უწყობს საქართველოსა და უცხოეთის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან სტუდენტებისა  და აკადემიური პერსონალის ურთიერთგაცვლას; ზ) ორგანიზება–ჩატარებას უკეთებს სასწავლო და შემოქმედებითი მიზნებით კონკურსებს, ფესტივალებს, ლექცია–კონცერტებს, კონფერენციებს, სემინარებს, მასტერ–კლასებსა და სხვა სახის ღონიძიებებს; თ) ხელს უწყობს ქართული და მსოფლიო სამუსიკო ხელოვნების ღირებულებების დამკვიდრებას, დემოკრატიისა და ჰუმანიზმის იდეალებზე ორიენტაციას; ი) ხელს უწყობს სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, სწავლისა და შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის სათანადო მატერიალურ–ტექნიკური ბაზის  შექმნას; კ) ზრუნავს საბიბლიოთეკო ფონდების  შევსება-დაცვაზე; ლ) ხელს უწყობს უმაღლესი სამუსიკო განათლების ხელმისაწვდომობასა და საჯაროობას, სწავლებისა და სწავლის თავისუფლებას, კოლეჯის მართვაში აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების მონაწილეობას, კონკურსების საჯაროობასა და გამჭვირვალობას; მ) კრძალავს ყოველგვარ დისკრიმინიზაციას, მათ შორის აკადემიური, რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილებისა და შეხედულებებისა, სქესის, სოციალური წარმოშობისა და სხვა ნიშნით; ნ) ქმნის აქტუალურ მიმართულებათა შემოქმედებით კოლექტივებს კოლეჯის სტუდენტებისა და პერსონალის ბაზაზე; ო) მოიზიდავს აკადემიურ თანამდებობებზე წამყვან სპეციალისტებს   და ახალგაზრდა აქტიურ შემსრულებლებს, რომელთაც შეუძლია თანემედროვეობის შესატყვისი სასწავლო პროცესის წარმართვა და სწავლება; პ) უზრუნველყოფს სხვა ისეთი პირობების შექმნას, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას. 4.აკადემიური თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში: ა) შემოქმედებითი საქმინობისა და სამეცნიერო მოღვაწეობისთვის–საორგანიზაციო საკითხებსა და პრიორიტეტების განსაზღვრაში; ბ) სწავლების  თავისუფლებისთვის–სასწავლო პროცესის ორგანიზაციული საქმიანობის გადაწყვეტაში, ლექციების ცხრილისა და სასწავლო კურსის პროგრამების შედგენა–დამტკიცების საკითხებში; გ) სწავლის თავისუფლებისთვის–სასწავლო პროცესის ორგანიზებასა და მაღალი ხარისხის სწავლების უზრუნველყოფაში. 5. დაუშვებელია კოლეჯში პოლიტიკური და რელიგიური სტრუქტურული ერთეულების შექნა. მუხლი 5🔗. სწავლების ენა კოლეჯში სწავლების ენა არის ქართული.  სხვა ენაზე სწავლება, გარდა ინდივიდუალური სასწავლო კურსებისა, დასაშვებია, თუ ეს გათვალისწინებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან. მუხლი 6🔗. კოლეჯის ორგანიზაციული სტრუქტურა 1. კოლეჯის მართვის ორგანოებია (მმართველი სუბიექტები): აკადემიური საბჭო, წარმომადგენლობითი საბჭო,  რექტორი, ადმინისტრაციის  ხელმძღვანელი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. 2. კოლეჯის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის მართვის ორგანოებია (მმართველი სუბიექტები): ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანი, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. 3. კოლეჯის სხვა სტრუქტურული ერთეულების,  მათ შორის ძირითადი საგანმანათლებლო და სხვა სტრუქტურული ერთეულების შექმნა/გაუქმება, უფლებამოსილება და მათი საქმიანობის წესი განისაზღვრება კოლეჯის წესდებით და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით, რომელსაც  აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს წარმომდგენლობითი საბჭო. მუხლი 7🔗. კოლეჯის მართვის პრინციპები 1. კოლეჯი უზრუნველყოფს: ა)მართვის ორგანოების ანგარიშებისა და სამართლებრივი აქტების (ბრძანებების) საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული პირისთვის; ბ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა აკადემიურ თავისუფლებას; გ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებაში; დ) თანასწორ მოპყრობას, განურჩევლად ეთნიკური კუთვნილებისა, სქესისა, სოციალური წარმოშობისა, პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებებისა და სხვა ნიშნით; ე) კოლეჯში არჩევნების სამართლიანობასა და გამჭვირვალობას, კონკურსების საჯაროობას; 2 კოლეჯის წინამდებარე წესდებითა და სტრუქტურული ერთეულების დებულებებით არ შეიძლება დადგინდეს ამ პრინციპების შემზღუდავი ნორმები. მუხლი 8🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევის წესი 1. კოლეჯის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა წარმომადგენლობითი საბჭო, რომლის წევრებიც აირჩევიან კოლეჯის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებიდან წარმომადგენლობის საფუძველზე, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მიერ ცალ-ცალკე, ძირითად საგანმანათლებლო ერთეულებში მათი რაოდენობის პროპორციულად. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა მინიმალური რაოდენობა არ შეიძლება იყოს აკადემიური საბჭოს წევრთა ორმაგ რაოდენობაზე ნაკლები. 2. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევა ხდება კოლეჯის ფარგლებში საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი არჩევნების საფუძველზე ფარული კენჭისყრით. 3.წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების ვადა ემთხვევა  სწავლების ძირითადი საფეხურის დადგენილ ხანგრძლივობას  და შეადგენს 4 წელს. 4. სტუდენტები შეადგენენ წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთ მესამედს. ასისტენტი არჩევნებში მონაწილეობს, როგორც სტუდენტი. სტუდენტთა რაოდენობის დასადგენად დამრგვალება ხორციელდება სტუდენტთა სასარგებლოდ. 5. პროფესორისა და სტუდენტისთვის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია კოლეჯთან მისი შესაბამისი აკადემიური ან/და შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა, აგრეთვე პირადი განცხადება. 6.  წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით მისი წევრი ხდება  კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში უფლებამოსილება შეწყვეტილი წევრის შემდეგ ხმების უმეტესი რაოდენობა მოაგროვა. ასეთის არარსებობის შემთხვევაში არჩევნები ტარდება შესაბამისი წარმომადგენლის ასარჩევად ამავე ვადით. 7. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში არ შეიძლება არჩეულ იყვნენ ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის წარმომადგენლები, აგრეთვე აკადემიური საბჭოს წევრები. 8. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში შედის ბიბლიოთეკის (ბიბლიოთეკების) წარმომადგენელი, რომლის არჩევა ხდება კოლეჯის ფარგლებში საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი არჩევნების საფუძველზე ფარული კენჭისყრით  და მისი უფლებამოსილების ვადა ემთხვევა სწავლების ძირითადი საფეხურის დადგენილ ხანგრძლივობას - 4 წელს. მუხლი 9🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს   უფლებამოსილება 1. წარმომადგენლობითი  საბჭო: ა) შეიმუშავებს კოლეჯის წესდებას  აკადემიური საბჭოს მონაწილეობით და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს; ბ) შეიმუშავებს და ამტკიცებს კოლეჯის შინაგანაწესს, კოლეჯის ეთიკის კოდექსსა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის ნორმებს; გ)  ამტკიცებს კოლეჯის ბიუჯეტის შედგენის წესსა და სტრუქტურული ერთეულების დებულებებს; დ) ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს; ე) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურას აკადემიური საბჭოს წარდგინებით; ვ)  ამტკიცებს კოლეჯის ბიუჯეტს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით; ზ) ამტკიცებს კოლეჯის ადმინისტრაციის სტრუქტურას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე; თ)  ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიურ ანგარიშს; ი) აკადემიური საბჭოს მოტივირებული წინადადებით, ან საკუთარი ინიციატივით უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება ადმინისტრაციის ხელმძღვანელს; კ) ამტკიცებს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით; ლ)  ამტკიცებს აკადემიური პერსონალის  სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით; მ) ამტკიცებს   კოლეჯის ხარისხის უზრუნველყოფის  სამსახურის ხელმძღვანელს აკადემიური საბჭოს წარდგინებით; ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2.წარმომადგენლობითი საბჭო ბიუჯეტის დამტკიცების, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ყოველწლიური ანგარიშის დასამტკიცებლად გადაწყვეტილებას იღებს წარმომადგენლობითი საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. მუხლი 10🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი 1. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების ჩატარებას ორგანიზებას უწევს და თავმჯდომარეობს სპიკერი, რომელსაც ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭო თავისი რიგებიდან არა უმეტეს წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების ვადით 4 წლით. 2.  სპიკერი: ა) ორგანზებას უწევს წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების ჩატარებას და თავმჯდომარეობს სხდომებს; ბ) უზრუნველყოფს აზრის თავისუფალ გამოხატვასა და საკითხის სრულყოფილ, ყოველმხრივ განხილვას; გ) სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს; დ) უფლებამოსილია დასვას საკითხი დღის წესრიგით გაუთვალისწინებელი საკითხის რიგგარეშე განხილვისა და კენჭისყრის შესახებ; ე) ხელს აწერს საბჭოს სხდომების ოქმებს. 3.წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია: ა)  პირადი  სურვილი; ბ)  მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა. გ)  გარდაცვალება; დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება; ე) აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება; ვ) შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა. მუხლი 11🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა 1. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა მუშაობის ორგანიზაციულ, დოკუმენტურ და საინფორმაციო მომსახურებას უზრუნველყოფს საბჭოს მდივანი, რომელსაც საბჭო ირჩევს თავისივე წევრებიდან. 2. წარმომადგენლობითი საბჭოს მდივანი სპიკერთან შეთანხმებით, ადგენს სხდომაზე განსახილველი საკითხების ნუსხას, რომელსაც წინასწარ გადასცემს საბჭოს წევრებს. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი სხდომის დაწყებისთანავე წარადგენს დღის წესრიგის პროექტს, რომელსაც საბჭო ამტკიცებს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. 3.   წარმომადგენლობითი საბჭოს წევრები უფლებამოსილნი არიან დღის წესრიგის პროექტზე დამატებით შეიტანონ განსახილველი საკითხი, რის შესახებაც საბჭოს მდივანს უნდა ეცნობოს სხდომის ჩატარებამდე ორი დღით ადრე. 4. წარმოადგენლობითი საბჭოს სხდომა მოიწვევა სპიკერის ინიციატივით ან წარმომადგენლობითი საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მიერ. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომები მოიწვევა  სემესტრში ორჯერ. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია რიგგარეშე სხდომის მოწვევა. 5. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომებს წარმართავს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მის მიერ დროებით უფლებამოსილი  წარმომადგენლობითი საბჭოს რომელიმე წევრი. ინფორმაცია წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომის ჩატარების შესახებ, სხდომის ადგილის, დროისა და დღის წესრიგის მითითებით, უნდა გამოიკრას საჯარო გაცნობისთვის კოლეჯის შენობაში სხდომის ჩატარებამდე არანაკლებ სამი დღით ადრე ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილას და ეცნობოს საბჭოს წევრებს. 6. რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოტივირებული მოთხოვნა წერილობითი ფორმით გადაეცემა წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს. 7. წარმომადგენლობითი საბჭოს რიგგარეშე სხდომა განიხილავს მხოლოდ რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგით გათვალიწინებულ საკითხებს. 8. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა ფიქსირდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს სპიკერი (ან/ და სხდომის წარმმართველი საბჭოს წევრი) და მდივანი. მუხლი 12🔗. აკადემიური საბჭოს არჩევის წესი 1. კოლეჯის უმაღლესი წარმოდგენლობითი ორგანოა აკადემიური საბჭო, რომლის წევრებიც აირჩევიან კოლეჯის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის აკადემიური პერსონალის ყველას წევრისა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს წევრ სტუდენთა თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ პირდაპირი, თავისუფალი და  თანასწორი არჩევნების საფუძველზე ფარული კენჭისყრით. 2. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი. აკადემიური საბჭოს წევრად პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 3. აკადემიური საბჭოს წევრის არჩევის ვადა ემთხვევა ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საფეხურის ხანგრძლივობას 4 წელს. 4. აკადემიური საბჭოს შემადგენლობა განახლებას ექვემდებარება ერთი მესამედით  ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის დადგენილი ხანგრძლივობის ნახევრის გასვლის შემდეგ. 5. სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური ან ადმინისტრაციული  თანამდებობის დაკავების შემთხვევაში აკადემიური საბჭოს წევრს უწყდება აკადემიური საბჭოს წევრობა. მუხლი 13🔗. აკადემიური საბჭოს უფლებამოსილება 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კოლეჯის აკადემიური საბჭო: ა) შეიმუშავებს და ამტკიცებს კოლეჯის განვითარების სტრატეგიულ გეგმას; ბ) ძირითადი საგანამანათლებლო ერთეულის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო პროგრამებს; გ) ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის, მობილობისა და ინტეგრირებული სწავლების პროგრამების შექმნას; დ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრვლესობით ირჩევს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს–რექტორს; ე) წარმომადგენლობით საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კონკურსის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატურას; ვ)  წარმომადგენლობით საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ახალ კანდიდატურას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი თვის ვადაში; ზ) მონაწილეობს კოლეჯის წესდების, სრუქტურული ერთეულების დებულებების, ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიური ანგარიშის წარმომადგენლობით საბჭოში განხილვაში; თ) სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, აგრეთვე ძირითად საგანმანათლებლო ერთეულებში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ძირითადი საგანამნათლებლო ერთეულების საბჭოების წარდგინებით; ი) ამტკიცებს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალით გათვალისწინებულ გამოცდაში ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების საბჭოების წარდგინებით; კ) ადგენს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების აღიარების წესს; ლ) წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს კოლეჯის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის კანდიდატურას; მ) ადგენს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან  წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ნ) ირჩევს კოლეჯის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს; ო) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო–შემოქმედებითი და სამეცნიერო–მეთოდური მუშაობის წესს; პ) ახორციელებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს კანონმდებლობით მასზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას; ჟ)  წლიურ ანგარიშს წარუდგენს წარმომადგენლობითი საბჭოს; რ) წარმომადგენლობით საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოტივირებულ წინადადებას. 1.1. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, რექტორის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, რექტორისთვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და რექტორისთვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, აკადემიური საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება რექტორის უფელბამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. რექტორი ამ პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრაში არ მონაწილეობს. ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას. 1.2. აკადემიური საბჭოს სხდომა მოიწვევა რექტორის ინიციატივით ან აკადემიური საბჭოს წევრების 1/3–ის მიერ. 1.3. რექტორს აკადემიური საბჭოს წევრობა უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში უწყდება. მუხლი 14🔗. კოლეჯის რექტორი, მისი უფლებამოსილება და არჩევის წესი 1. რექტორი არის კოლეჯის ხელმძღვანელი, კოლეჯის უმაღლესი აკადემიური თანამდებობის პირი და აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე. 2. მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე რექტორი: ა) ახორციელებს კოლეჯის მართვას თავისი კომპეტენციების ფარგლებში; ბ) წარმოადგენს კოლეჯს ქვეყნის შიგნით და გარეთ აკადემიურ, შემოქმედებით და სამეცნიერო სფეროებში; გ) უფლებამოსილია კოლეჯის სახელით დადოს გარიგებები და შეთანხმებები. თუ გარიგებებისა და შეთანხმებების დადება დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან, მათ ხელს აწერს აგრეთვე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი; დ) ადგენს აკადემიური თანამდებობების, სასწავლო–დამხმარე და დამხმარე პერსონალის ნუსხას სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების წარდგინებით და წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს კოლეჯის საშტატო  ნუსხის პროექტში შეყვანის მიზნით; ე) ამტკიცებს ერთიან საშტატო ნუსხას ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან კონსულტაციის საფუძველზე და  წარადგენს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში; ვ) ნიშნავსა და ათავისუფლებს რექტორის მოადგილეებს; ზ) ნიშნავს და ათავისუფლებს დამხმარე საგანმანათლებლო  ერთეულის ხელმძღვანელს; თ) წყვეტს კოლეჯის აკადემიური პერსონალის მიერ შემოქმედებითი შვებულებით სარგებლობის საკითხს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს დასაბუთებული წარდგინების საფუძველზე; ი)  წყვეტს კოლეჯის აკადემიური, შემოქმედებითი და სამეცნიერო-მეთოდური  საქმიანობის ეფექტურად წარმართვისთვის აუცილებელ სხვა საკითხებს, თუ ისინი საქართველოს კანონმდებლობით არ წარმოდგენენ კოლეჯის მართვის სხვა ორგანოს, სხვა სტრუქტურული  ერთეულის ან თანამდებობრივი  პირის უფლებამოსილებას; კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, წესდებითა  და კოლეჯის სამართლებრივი აქტებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. რექტორს ირჩევს კოლეჯის აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით 4 წლის ვადით. თუ არჩევნებში მონაწილე ვერც ერთმა პრეტენდენტმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო ოდენობა, გაიმართება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობს პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი პრეტენდენტი. 4. რექტორად შეიძლება არჩეული იქნეს აკადემიური უმაღლესი სამუსიკო განათლების მქონე პირი, რომელსაც გააჩნია სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი სამუშაო გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. დაუშვებელია შეზღუდვის დაწესება რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, მოქალაქეობისა და დაკავებული აკადემიური თანამდებობის ნიშნით. ასევე, ითვალისწინება პრეტენდენტის ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის გამოცდილება და პროფესიონალიზმი, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 5. კოლეჯის რექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი არ შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ  ორ ვადაზე მეტით და არ უნდა აღემატებოდეს ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის  ხანგრძლივობის 2 ვადას. 6. პირმა, რომელსაც ეკავა კოლეჯის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა,  კოლეჯის რექტორის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს მხოლოდ მისი, როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტიდან  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ერთი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ. 7. კოლეჯის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას აკადემიური საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებიდან არანაკლებ 1 თვით ადრე, საქართველოს  კანონმდებლობითა და კოლეჯის წესდებით დადგენილი წესით, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. 8. რექტორის არჩევნებამდე კანდიდატურის შერჩევისას აკადემიური საბჭო აფასებს თითოეული კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას. 9. რექტორი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს სამართლებრივ აქტს, რექტორის ბრძანების სახით. 10. კოლეჯის რექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების დროებით შეუსრულებლობის  შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე, რაც განისაზღვრება რექტორის ბრძანებით. 11. კოლეჯის ინტერესებიდან გამომდინარე, კოლეჯის რექტორის სამუშაო ადგილის დროებით შეცვლა (მივლინება) ფორმდება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით. 12. კოლეჯის რექტორის შვებულება ფორმდება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით. 13. რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს საარჩევნო კომისია, რომლის შემადგენლობაში შედის უნივერსიტეტის აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობის მქონე ყველა პირი, რომლებსაც აქვთ დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. მუხლი 15🔗. ადმინისტრაციის  ხელმძღვანელი 1. კოლეჯის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი წარმოადგენს კოლეჯს საფინანსო–ეკონომიკურ ურთიერთობებში. 2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელად ერთი და იგივე პირი შეიძლება დაინიშნოს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ, რაც არ უნდა აღემატებოდეს ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის ხანგრძლივობის 2 ვადას. 3. პირმა, რომელსაც ეკავა კოლეჯის  რექტორის თანამდებობა, ამავე კოლეჯში ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს მხოლოდ მისი, როგორც კოლეჯის რექტორის უფლებამოსილების შეწყვეტიდან კოლეჯის რექოტრის ერთი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ. 4. კოლეჯის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარმომადგენლობითი საბჭო ამტკიცებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით, ფარული კენჭისრით. ერთი და იგივე პირის კანდიდატურა აკადემიურმა საბჭომ წარმომადგენლობით საბჭოს შეიძლება წარუდგინოს მხოლოდ ორჯერ. წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარის შემთხვევაში აკადემიური საბჭო წარადგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ახალ  კანდიდატურას. 5. ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე ვრცელდება „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები. 6. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: ა) ხელმძღვანელობს კოლეჯის ადმინისტრაციას; ბ) უფლებამოსილია კოლეჯის სახელით, მისი ბიუჯეტის შესაბამისად დადოს ფინანსური  და ეკონომიკური გარიგებები; გ) ადგენს კოლეჯის ადმინისტრაციის სტრუქტურის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; დ)  ადგენს კოლეჯის დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის პროექტს, მისი შრომის ანაზღაურების  ოდენობასა და პირობების პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს  წარმომადგენლობით საბჭოს; ე) მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტს ათანხმებს აკადემიურ საბჭოსთან  და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ვ) ამზადებს შესრულებული სამუშაოს ყოველწლიურ ანგარიშს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ზ) კოლეჯის პერსონალთან აფორმებს შრომით კონტრაქტებს; თ) გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში; ი) პასუხისმგებელია კოლეჯის ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე; კ) ახორციელებს კანონმდებლობით, წესდებითა და კოლეჯის სამართლებრივი აქტებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 7. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია აკადემიური საბჭოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს წინაშე. 8. გარდა ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების ზოგადი საფუძველისა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია: ა) წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარი წლიური ანგარიშისა და ბიუჯეტის დამტკიცებაზე; ბ) აკადემიური საბჭოს  წარდგინებით წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილება; გ) საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფძვლები. მუხლი 16🔗. კოლეჯის ხარისხის უზრუნველყოფის  სამსახური 1. კოლეჯის სასწავლო და შემოქმედებითი საქმიანობა, აგრეთვე მისი პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხი ექვემდებარება სისტემატურ შეფასებას, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ასევე კოლეჯის სტუდენტები და რომლის შედეგები საჯარო  და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის. 2. კოლეჯის სასწავლო და შემოქმედებითი საქმიანობის, საშემსრულებლო და პედაგოგიური პრაქტიკის ეფექტურად წარმართვის, აგრეთვე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და კოლეჯის წესდების შესაბამისად. 3. კოლეჯის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური კონტაქტებს ამყარებს, როგორც საქართველოს, ისე საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოყალიბების მიზნით. 4. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური უზრუნველყოფს კოლეჯში სწავლებისა და სწავლის ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა ცოდნის კომპლექსური შეფასება და სხვა) დანერგვისა და  ავტორიზაცია/აკრედიტაციის პროცესისთვის თვითშეფასების მომზადების გზით. 5. კოლეჯის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს, რომელიც შეიძლება იყოს პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი,  ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს წარდგინებით 4 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი კოლეჯის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის  ხელმძღვანელად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ორჯერ. 6. კოლეჯის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური: ა) მონაწილეობს აკადემიური პერსონალის დაკომპლექტების, დატვირთვის ზღვრული ნორმის დადგენასა და სტუდენტთა მობილობის, ასევე შეფასების საკრედიტო სისტემის სწორი გამოყენების რეგულაციაში; ბ) ახორციელებს აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისთვის საჭირო ღონისძიებებს; გ) ადგენს თითოეულ სასწავლო დისციპლინაში საათების რაოდენობას საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული მთელი დროის ბიუჯეტის ფარგლებში; დ) ადგენს პრაქტიკის კალენდარულ ვადებს იმ დაწესებულებებისა და შემოქმედებითი ორგანიზაციების პირობებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, სადაც ჩატარდება პედაგოგიური და საშემსრულებლო პრაქტიკა; ე) შეიმუშავებს სასწავლო პროცესისა და მეთოდური მუშაობის შემდგომი სრულყოფის წინადადებებს და საჭირო შემთხვევაში  განსახილველად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს; ვ) პერიოდულად აკონტროლებს საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო-შემოქმედებითი პროცესის მიმდინარეობას, საგამოცდო სესიების ორგანიზება-ჩატარებას, აკადემიური მოსწრების აღრიცხვას; ზ) უშუალოდ ხელმძღვანელობს სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან სტუდენტთა გადმოყვანის ან/და პირიქით, გადასვლის საქმესა და განსხვავებული საგნების ვადებში ჩაბარებას. 7. კოლეჯის სასწავლო და შემოქმედებითი საქმიანობის, აგრეთვე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით, კოლეჯის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მჭოდროდ თანამშრომლობს  ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამის სამსახურებთან, კოორდინაციას ახდენს სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვისა და მის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა საკითხებში. მუხლი 17🔗. კოლეჯის ბიბლიოთეკა 1. კოლეჯის ბიბლიოთეკა არის კოლეჯის სტრუქტურული ერთეული, სადაც დაცულია ფონდებად ორგანიზებული საგანმანათლებლო, სამეცნიერო და ისტორიულ-კულტურული ხასიათის მქონე საბიბლიოთეკო  მასალები. 2. კოლეჯის ბიბლიოთეკა: ა) ხელს უწყობს განათლების, შემოქმედებითი და სამეცნიერო–მეთოდური  საქმიანობის პროცესს, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის ბიბლიოთეკაში არსებულ მასალებზე ხელმისაწვდომობას; ბ) აწარმოებს საბიბლიოთეკო ერთეულების აღრიცხვას, კატალოგიზაციას და უზრუნველყოფს მათ დაცვას; გ) უზრუნველყოფს მკითხველთა დიფერენცირებულ მომსახურებას კოლეჯის სამკითხველო დარბაზში. მუხლი 18🔗. კოლეჯის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული, ძირითადი                      საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო და მისი უფლებამოსილება 1. კოლეჯის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული არის:  საშემსრულებლო, რომლის შემადგენლობაში შედის სასწავლო და დამხმარე სტრუქტურული ერთეულები, პროგრამული მიმართულებები: ფორტეპიანო, საორკესტრო (სიმებიანი, ჩასაბერი და დასარტყამი) საკრავები, აკადემიური სიმღერა და საგუნდო–სადირიჟორო. 2. კოლეჯის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის წარმომადგენლობითი  ორგანოა ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედიან ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის მიმართულებების აკადემიური პერსონალის ყველა წევრი და სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები. 3. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოში სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელთა რაოდენობა განისაზღვრება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დებულებით, მაგრამ არ შეიძლება იყოს საბჭოს შემადგენლობის ¼-ზე ნაკლები. 4. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად: ა) განსაზღვრავს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარუდგენს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ბიუჯეტის პროექტს; ბ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანს; გ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს და კოლეჯის აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო, შემოქმედებით და სამეცნიერო–მეთოდურ პროგრამებს; დ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის სტრუქტურას, დებულებას  და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ე) ანიჭებს ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს; ვ) უფლებამოსილია დეკანის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, დეკანისთვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და  დეკანისთვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3–ის მოთხოვნით განიხილოს დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, დეკანი ამ პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრაში არ მონაწილეობს. ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას; ზ) დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ნიშნავს დეკანის მოვალეობის შემსრულებელს; თ) კოლეჯის რექტორს მიმართავს დასაბუთებული წარდგინებით აკადემიური პერსონალის მიერ სამეცნიერო–მეთოდური და შემოქმედებითი შვებულების გამოყენების თაობაზე; ი)  რექტორს წარუდგენს აკადემიური  თანამდებობების ნუსხის პროექტს; კ) ახორციელებს ამ წესდებით, საკუთარი დებულებითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას; ლ) ირჩევს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს. მუხლი 19🔗. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანი  და მისი უფლებამოსილება 1. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანს ირჩევს 4 წლის ვადით. დეკანის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებიდან არანაკლებ 1 თვით ადრე, საქართველოს კანონდებლობით დადგენილი წესით, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. 2. დეკანად შეიძლება აირჩეს სახელოვნებო–შემოქმედებითი უმაღლესი განათლების მქონე პირი, რომელსაც გააჩნია 4–წლიანი, მათ შორის, ბოლო 2 წელი უწყვეტი მუშაობის სტაჟი უმაღლეს აკადემიურ სამუსიკო დაწესებულებაში. 3. დაუშვებელია შეზღუდვის დაწესება რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, მოქალაქეობისა და დაკავებული აკადემიური თანამდებობის ნიშნით. 4. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანი: ა) უზრუნველყოფს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის სასწავლო–შემოქმედებითი და სამეცნიერო–მეთოდური საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას; ბ) ძირითად საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ძირითადი  საგანამანთლებლო ერთეულის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო–შემოქმედებით  და სამეცნიერო–მეთოდურ პროგრამებს; გ) შეიმუშავებს და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს  ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის სტრუქტურასა და დებულებას; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია წარმომადგენლობითი საბჭოს, აკადემიური საბჭოსა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებისთვის; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტებს; ვ) თავმჯდომარეობს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს სხდომებს; ზ) კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად, პასუხისმგებელია ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ბიუჯეტის მიზნობრივი გამოყენებისთვის; თ) რექტორს წარუდგენს აკადემიური თანამდებობების ნუსხის პროექტს; ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ამ წესდებითა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას. 5. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ინტერესებიდან გამომდინარე, დეკანისთვის სამუშაო ადგილის დროებით შეცვლის (მივლინება) და შვებულების მიცემის გადაწყვეტილებას იღებს რექტორი. მუხლი 20🔗. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური 1. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის სასწავლო, შემოქმედებითი და სამეცნიერო–მეთოდური საქმიანობის, აგრეთვე, მისი აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს არსებული კანონმდებლობითა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დებულების შესაბამისად. 2. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და ა.შ.) გამოყენებით ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონით უზრუნველყოფას და ავტორიზაციისა და პროგრამული აკრედიტაციის პროცესისთვის თვითშეფასების მომზადებას. 3. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წევრი შეიძლება იყოს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს ნებისმიერი წევრი, პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი. 4. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს, დეკანის წარდგინებითა  და კოლეჯის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსთან შეთანხმებით, ირჩევს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო. მუხლი 21🔗. პერსონალი კოლეჯში არსებობს აკადემიური, ადმინისტრაციული, სასწავლო – დამხმარე და დამხმარე თანამდებობები. მუხლი 22🔗. აკადემიური პერსონალი 1. კოლეჯის აკადემიური პერსონალი შედგება  პროფესორებისა და ასისტენტებისგან. 2. პროფესორების შემადგენლობას მიეკუთვნებიან პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ–პროფესორი. 3. პროფესორები მონაწილეობენ ან/და წარმართავენ სასწავლო პროცესს, შემოქმედებით და სამეცნიერო–მეთოდურ საქმიანობას. 4. ასისტენტი, პროფესორის, ასოცირებული პროფესორის ან ასისტენტ-პროფესორის ხელმძღვანელობით ახორციელებს სასემინარო და კველვით სამუშაოებს ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში. 5. პროფესორის დატვირთვის ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს კოლეჯის აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. მუხლი 23🔗. აკადემიური თანამდებობების დაკავების წესი 1. აკადემიური თანამდებობების დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს. 2. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობით და ამ წესდებით გათვალისწინებული წესით საბუთების მიღებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე. 3. კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება ამ წესდებით.   მუხლი 24🔗. საკონკურსო პირობები აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად 1. კონკურსი ცხადდება  და ტარდება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის მიხედვით, აღნიშნული ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის სასწავლო პროგრამების განსახორციელებლად საჭირო აკადემიურ თანამდებობებზე. 2. საშემსრულებლო სპეციალობებზე (მიმართულებებზე) არჩევის პირობები: ა) პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი,  რომელსაც აქვს სამეცნიერო- პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება; ბ) ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება; გ) ასისტენტ – პროფესორის თანამდებობაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით  განსაზღვრული წესით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი 3 ან 4 წლის ვადით. 3. ყურადღება ექცევა პედაგოგიურ გამოცდილებას, ასახულს კანდიდატის მიერ აღზრდილი სტუდენტების/კურსდამთავრებულების წარმატებებში;  აგრეთვე საშემსრულებლო–შემოქმედებით მიღწევებს; ანგარიში გაეწევა სამეცნიერო–მეთოდურ საქმიანობას. 4. აკადემიური საბჭოს მიერ შეიძლება განისაზღვროს პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ აკადემიური თანამდებობების დაკავების შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისთვის აუცილებელი კომპეტენცია. 5. აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის დამატებით პირობებსა და  ვადებს შეიმუშავებს  და ამტკიცებს აკადემიური საბჭო. მუხლი 25🔗. აკადემიური პერსონალის შრომითი ურთიერთობები  და                                 უფლება–მოვალეობები 1. აკადემიურ პერსონალთან შრომითი ხელშეკრულება იდება აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესით განსაზღვრული ვადით. 2. კოლეჯში აკადემიურ თანამდებობაზე 65 წელს გადაცილებული პირის არჩევის და თანამდებობიდან გათავისუფლების წესი და პირობები განისაზღვრება კოლეჯის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით. 3. კოლეჯში აკადემიურ თანამდებობაზე მყოფი პირი, რომელმაც მიაღწია 65 წელს, აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლდება აკადემიური თანამდებობაზე არჩევის ვადის გასვლის შემდეგ. 4. აკადემიურ პერსონალს უფლება აქვს: ა) მონაწილეობა მიიღოს კოლეჯის მართვაში  „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს  კანონისა და ამ წესდების შესაბამისად; ბ)  განახორციელოს სწავლება, შემოქმედებითი  და სამეცნიერო–მეთოდური საქმიანობა; გ)  საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში დამოუკიდებლად განსაზღვროს სასწავლო კურსის პროგრამების (სილაბუსების) შინაარსი, სწავლების მეთოდები და საშუალებები; დ) აკადემიური თანამდებობის დაკავებიდან  ერთი აკადემიური წლის შემდეგ, პროფესიული განვითარების მიზნით აიღოს ანაზღაურებადი სამეცნიერო–შემოქმედებითი შვებულება არა უმეტეს 10 თვის ვადით; ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით მინიჭებული სხვა უფლებამოსილება. 5. აკადემიური პერსონალი ვალდებულია: ა) დაიცვას კოლეჯის წესდების მოთხოვნები; ბ) დაიცვას ეთიკის კოდექსი და დისციპლინარული პასუხისმგებლობის ნორმები; გ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები; დ)სამეცნიერო–შემოქმედებითი შვებულების დასრულების შემდეგ, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს წარუდგინოს ანგარიში ჩატარებული მუშაობის შესახებ. 6. აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; ბ) ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა; გ) ეთიკის კოდექსისა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის ნორმების უხეში ან სისტემატური დარღვევა; დ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა; ე) პენსიაზე გასვლა ან ემერიტუსის წოდების მინიჭება; ვ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევები. მუხლი 26🔗. აკადემიური წოდებები 1. კოლეჯს უფლება აქვს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს განსაკუთრებული დამსახურებისთვის მიანიჭოს საპატიო დოქტორის წოდება. 2. კოლეჯის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წელს გადაცილებული პირის არჩევის და თანამდებობიდან გათავისუფლების, ემერიტუსის წოდების მინიჭებისა და ანაზღაურების მიცემის შესაძლებლობის წესი და პირობები განისაზღვრება კოლეჯის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით. ემერიტუსის წოდების მინიჭებასთან დაკავშირებულ  ანაზღაურების საკითხს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, განსაზღვრავს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული. 3. ემერიტუსის წოდების მქონე პირს კოლეჯში იმავდროულად არ შეიძლება ეკავოს აკადემიური ან/და ადმინისტრაციული თანამდებობა. მუხლი 27🔗. ადმინისტრაციული თანამდებობები და სხვა პერსონალი 1. კოლეჯში ადმინისტრციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ძირითადი საგანამანთლებლო ერთეულის დეკანი და მათი მოადგილეები, კოლეჯისა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის  უზრუნველყოფის სამსახურის უფროსები. 2. ადმინისტრაციულ თანამდებობებზე 65 წელს მიღწეული პირის არჩევის ან/და დანიშვნის საკითხს, კოლეჯის ინტერესებიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ შემთხვევებში წყვეტს კოლეჯის აკადემიური საბჭო. 3. ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მყოფი პირი, რომელმაც მიაღწია 65 წელს, ადმინისტრაციული თანამდებობიდან გათავისუფლდება ადმინისტრაციულ თანამდებობაზე არჩევის/ დანიშვნის ვადის გასვლის შემდეგ. 4.  მასწავლებელთა პერსონალს მიეკუთვნება მასწავლებელი, უფროსი მასწავლებელი და კონცერტმაისტერი. 5. მასწავლებელი უფლებამოსილია გაუძღვეს სასემინარო, პრაქტიკულ, სარეპეტიციო და ლაბორატორიულ სამუშაოებს აკადემიური თანამდებობის დაკავების გარეშე. 6. დამხმარე პერსონალს მიეკუთვნება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული  და კოლეჯის საქმიანობისთვის აუცილებელი სხვა პირები. 7. კოლეჯი უფლებამოსილია ამ წესდებით გათვალისწინებული აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი სასწავლო ან/და  სამეცნიერო–მეთოდური საქმიანობის პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით. მუხლი 28🔗. ადმინისტრაციული  თანამდებობიდან გათავისუფლება კოლეჯის ადმინისტრაციული თანამდებობიდან პირის ვადამდე გათავისუფლების საფუძველია: ა) პირადი  სურვილი; ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; გ) გარდაცვალება; დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება; ე) 65 წელს ასაკის მიღწევა, გარდა იმ შემთხვევიშა, როდესაც სხვაგვარი შესაძლებლობა პირდაპირ არის გათვალისიწნებული კოლეჯის წესდებით; ვ) აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება, თუ ამ აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნა შესაბამის ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების წინაპირობაა; ზ) საქართველოს კანონმდებლობით  ან/და კოლეჯის წესდებით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები. მუხლი 29🔗. თანამდებობრივი შეუთავსებლობა 1. ადმინისტრაციული თანამდებობის პირს არ შეიძლება კოლეჯში იმავდროულად ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა ან იყოს სხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. 2. თუ ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების ან მართვის ორგანოს წევრობის წინაპირობაა აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნა, აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლა იწვევს შესაბამის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ან მართვის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტას აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგების დამტკიცებისთანავე, თუ პირი არ აირჩევა შესაბამის აკადემიურ თანამდებობაზე. 3. აკადემიური საბჭოს წევრს არ შეიძლება კოლეჯში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა, გარდა რექტორისა, ან იყოს წარმომადგენლობითი  საბჭოს წევრი. 4. აკადემიური, მასწავლებელი და დამხმარე პერსონალის წარმომადგენლებს შეუძლიათ იმუშაონ მხოლოდ აკადემიური საბჭოს  მიერ დადგენილი ზღვრული დატვირთვით. პედაგოგიურ დატვირთვასთან ერთად მათ შეიძლება ეკავოთ ადმინისტრაციული თანამდებობა კოლეჯში ან კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, სხვა დაწესებულებაში. 5. პირს არ შეიძლება ეკავოს კოლეჯში ერთდროულად ორი აკადემიური თანამდებობა 6. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს არ შეიძლება  კოლეჯში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა. მუხლი 30🔗. დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულები 1.კოლეჯის დამხმარე საგანამანთლებლო ერთეულები წარმოადგენენ კოლეჯის სტრუქტურულ ერთეულებს, რომლებიც ახორციელებენ დამხმარე საგანმანათლებლო საქმიანობას და მონაწილეობენ სასწავლო პროცესში. 2. დამხმარე საგანმანათლებლო სტრუქტურულ ერთეულებს აქვთ დებულებები, რომლებიც მათი წარდგინებით მტკიცდება კოლეჯის წესდებით დადგენილი წესით 3. დამხმარე საგანმანათლებლო  სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის წესი დგინდება ამ  სტრუქტურული ერთეულების დებულებებით. მუხლი 31🔗. . სტუდენტი, მისი უფლებები და მოვალეობები 1. კოლეჯის სტუდენტი არის პირი, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და წარმოდგენილი წესდებით  განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს კოლეჯში აკადემიური უმაღლესი (ბაკალავრიატის) საგანმანათლებლო პროგრამის  გასავლელად. 2. სტუდენტს უფლება აქვს: ა)  მიიღოს ხარისხიანი განათლება; ბ) მონაწილეობა მიიღოს საშემსრულებლო–შემოქმედებით საქმიანობაში; გ) კოლეჯის წესდებით, შინაგანაწესითა და შესაბამისი დებულებებით დადგენილი წესით, თანაბარ პირობებში ისარგებლოს კოლეჯის მატერიალურ–ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით; დ) საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტური თვითმმართველობის, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის და კოლეჯის მართვის წარმომადგენლობით ორგანოებში „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის და კოლეჯის წესდების შესაბამისად; ე) თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად; ვ) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას; ზ) საქართველოს კანონმდებლობითა და მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით სწავლების მეორე წლიდან გადავიდეს  სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ხოლო აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლისას გადაიტანოს მისთვის გამოყოფილი სახელმწიფო დაფინანსება ამ პროგრამაზე; თ) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდების შესაბამისად სახელმწიფოსგან, კოლეჯისგან  ან სხვა წყაროებიდან მიიღოს სტიპენდია, ფინანსური ან მატერიალური დახმარება, სხვა სახის შეღავათები; ი) აირჩიოს საგანმანათლებლო პროგრამა; კ) მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებაში; ლ) პერიოდულად მოახდინოს აკადემიური პერსონალის მუშაობის შეფასება; მ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება. 3. კოლეჯი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტისთვის აწესებს შეღავათებს მათი სრულფასოვანი განათლებისთვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად, რაც განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით, დაწესებულების შინაგანაწესით და შესაბამისი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დებულებით. 4. კოლეჯს ეკრძალება საკუთარი უფლებამოსილებისა და მატერიალურ–ტექნიკური ბაზის იმგვარად გამოყენება, რამაც  შეიძლება შექმნას ცენზურის დაწესების საფრთხე ან შეზღუდოს აზრის გამოხატვის თავისუფლება გარდა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე–7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 5. კოლეჯი ვალდებულია უზრუნველყოს სტუდენტის ცოდნის სამართლიანი შეფასება, რისთვისაც შეიმუშავებს სათანადო პროცედურებს. 6. სტუდენტის მიმართ დისციპლინური დევნა უნდა იყოს დისციპლინარული გადაცდომის პროპორციული და შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ კოლეჯის წესდებითა და შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კანონმდებლობის დაცვითა და სამართლიანი პროცედურის გზით. 7. სტუდენტის მიმართ დისციპლინური დევნის წამოწყება არ უნდა ზღუდავდეს სტუდენტის უფლებას მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში, გარდა შინაგანაწესითა და ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისა, თუ ეს საფრთხეს უქმნის სხვისი უფლებების, ჯანმრთელობის, კოლეჯის საკუთრებისა და  უსაფრთხოების დაცვას. სტუდენტის დისციპლინური დევნის საკითხს წყვეტს ფაკულტეტის საბჭო. სტუდენტს უფლება აქვს დაესწროს თავისი საქმის განხილვას, ისარგებლოს კანონითა და ეთიკის კოდექსით დადგენილი უფლებებით და სასამართლოში გაასაჩივროს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის მიერ მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება. 8. დისციპლინური წარმოების განხორციელებისას სტუდენტს უფლება აქვს: ა) წერილობითი ფორმით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ; ბ) დაესწროს დისციპლინური წარმოების საკითხის განხილვას და ისარგებლოს დაცვის უფლებით; გ) მიაწოდოს კოლეჯის შესაბამის ორგანოს თავის ხელთ არსებული ინფორმაცია და მტკიცებულებები; დ) მონაწილეობა მიიღოს კოლეჯის შესაბამისი ორგანოს მიერ მოპოვებული მტკიცებულებების გამოკვლევაში; ე) მოითხოვოს მის მიმართ დისციპლინური  წარმოების საკითხი განხილულ იქნეს საჯარო სხდომაზე. 9. დისციპლინური წარმოების საკითხის განხილვისას მტკიცების ტვირთი აწევს ბრალდების მხარეს. დისციპლინური წარმოების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და ემყარებოდეს საქართველოს კანონმდებლობით,    კოლეჯის წესდებითა და შინაგანაწესით გათვალისწინებული წესით მოპოვებულ მტკიცებულებებს. ყველა მტკიცებულება, რომლებიც დისციპლინური წარმოების საფუძველია, უნდა გამოიკვლიოს კოლეჯის შესაბამისმა ორგანომ. 10. სტუდენტს უფლება აქვს სასამართლოში გაასაჩივროს კოლეჯის მიერ მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება. 11. სტუდენტის სტატუსი წყდება: ა) შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისას; ბ) საკუთარი სურვილით; გ) აკადემიური მოუსწრებლობის მიზეზით, შესაბამისი ფაკულტეტის დებულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, შინაგანაწესის, სტუდენტის ეთიკის კოდექსისა ან სხვა დებულებებით დადგენილი წესების სისტემატური ან ერთჯერადი უხეში დარღვევისთვის; დ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 12. სტუდენტი ვალდებულია: ა) კოლეჯის მიერ დადგენილი პროგრამის მიხედვით ისწავლოს ყველა ის საგანი, რომელიც აირჩია საკუთარი სურვილით და რომლის სწავლება სავალდებულოა და გათვალისწინებულია სასწავლო გეგმით დადგენილ ვადებში; ბ) დაიცვას კოლეჯის წესდება, ეთიკის კოდექსი და შინაგანაწესი. მუხლი 32🔗. კოლეჯში სტუდენტთა  მიღების წესი 1. კოლეჯში უმაღლეს (აკადემიურ) საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის უფლება აქვს მხოლოდ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელს ან მასთან გათანაბრებულ პირს. 2. ბაკალავრიატში სწავლის უფლება აქვს მხოლოდ იმ აბიტურიენტს, რომელმაც გაიარა შესაბამისი ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. 3. აბიტურიენტი, კოლეჯის მიერ დადგენილი წესით, ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე გადის შემოქმედებით ტურებს. მუხლი 33🔗. სტუდენტური თვითმმართველობის უფლებები 1. კოლეჯში ფარული კენჭისყრით, საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი არჩევნების საფუძველზე იქმნება სტუდენტური თვითმმართველობა, რომელიც შეიმუშავებს სტუდენტური თვითმმართველობის დებულებას. 2. სტუდენტური თვითმმართველობა თავისი დებულების შესაბამისად: ა) უზრუნველყოფს სტუდენტთა მონაწილეობას კოლეჯის მართვაში; ბ) ხელს უწყობს სტუდენტური უფლებების დაცვას; გ) ირჩევს წარმომადგენლებს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოში; დ) უფლებამოსილია შეიმუშავოს წინადადებები ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ან კოლეჯის მართვის სისტემისა და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რომელთაც წარუდგენს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს და აკადემიურ საბჭოს; ე) განახორციელებს დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. კოლეჯის ადმინისტრაციას უფლება არ აქვს ჩაერიოს სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში. მუხლი 34🔗. განათლების საფეხური და მასწავლებლის მომზადების                                              საგანმანათლებლო პროგრამა 1. კოლეჯში მოქმედებს ერთსაფეხურიანი აკადემიური უმაღლესი განათლება-ბაკალავრიატი, რომელიც მოიცავს არანაკლებ 240 (ორას ორმოცი) კრედიტს. 2. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა შესაძლებელია იყოს ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოიცავს 60 კრედიტს და ისწავლება ერთი სასწავლო წლის განმავლობაში. მუხლი 35🔗. აკადემიური ხარისხის მინიჭება და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა 1. შესაბამისი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს კოლეჯი ანიჭებს დაგროვილი კრედიტების იმ რაოდენობის საფუძველზე, რომელიც საკმარისია სწავლების პირველი საფეხურის–ბაკალავრიატის დასასრულებლად. 2. სწავლების პირველი საფეხურის–ბაკალავრიატის გავლის შემდეგ გაიცემა ბაკალავრის დიპლომი სტანდარტული დანართით. 3.  პირს, რომელმაც არ ან ვერ დაასრულა შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა, ეძლევა სათანადო მოწმობა. 4. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ასევე, მიეთითება დიპლომსა და დიპლომის დანართში. მუხლი 36🔗. კოლეჯის ეკონომიკური საქმიანობა კოლეჯმა შეიძლება შექმნას კვალიფიკაციის ამაღლება/სტაჟირებისა და მოსამზადებელი კურსები, განახორციელოს საკონცერტო – შემოქმედებითი საქმიანობის ორგანიზება და გაწიოს შესაბამისი მომსახურება. ასევე, ეწეოდეს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ სხვა საქმიანობას. მუხლი 37🔗. კოლეჯის დაფინანსება 1. კოლეჯის საბიუჯეტო დაფინანსება ორიენტირებულია სწავლებასა,  შემოქმედებით საქმიანობაზე და კოლეჯის კადრების მომზადებაზე, გადამზადებასა და პროფესიულ განვითარებაზე. 2.  კოლეჯის დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ გამოყოფილი პროგრამული დაფინანსება; ბ) სწავლის საფასური, რომელიც იფარება სახელმწიფო სასწავლო გრანტით; გ) ფიზიკური პირის მიერ გადახდილი სწავლის საფასური, კერძო გრანტის, შემოწირულობის სახით ან ანდერძით მიღებული შემოსავლები; დ) საგანმანათლებლო და შემოქმედებითი–საკონცერტო საქმიანობით მიღებული შემოსავლები; ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა, მათ შორის ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები. 3. კოლეჯის მიერ მიღებული დაფინანსება და შემოსავალი, მისი წყაროს მიუხედავად, უნდა დაიხარჯოს მიზნობრივად, კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 38🔗. კოლეჯის ბიუჯეტის შედგენა და მისი დამტკიცების წესი 1. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტს ათანხმებს აკადემიურ საბჭოსთან  და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს. 2. წარმომადგენლობითი საბჭო განიხილავს წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტს  და ამტკიცებს მას ან შესაბამისი შენიშვნებით უბრუნებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს. 3. თუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დაეთანხმება წარმოდგენილ შენიშვნებს, ბიუჯეტის პროექტს შენიშვნების გათვალისწინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. 4. თუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არ ეთანხმება წარმომადგენლობითი საბჭოს შენიშვნებს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს უფლება აქვს ბიუჯეტის პროექტის პირვანდელი ვარიანტი სათანადო დასაბუთებით დასამტკიცებლად დაუბრუნოს წარმომადგენლობით საბჭოს. 5. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ ბიუჯეტის პროექტის განმეორებით დაუმტკიცებლობა იწვევს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტას. ბიუჯეტის პროექტი დამტკიცდება ახალდანიშნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით. მუხლი 39🔗. კოლეჯის ქონება და ქონებით სარგებლობა 1. კოლეჯის ქონება შედგება მისთვის სახელმწიფოს, იურიდიული და კერძო პირების მიერ გადაცემული, ასევე, მის მიერ საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისგან. 2. კოლეჯის უძრავი ქონების ან მისი ნაწილის შეძენა, გასხვისება ან იჯარით გაცემა, ასევე, ქონებასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება, თუ იგი სცილდება საგანმანათლებლო საქმიანობის ფარგლებს, შეიძლება მხოლოდ წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. კოლეჯის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების დატვირთა ან დროებით სარგებლობაში გადაცემა საჭიროებს აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებას და წარმომადგენლობითი საბჭოს თანხმობას. მუხლი 40🔗. საბუღალტრო ანგარიშგება 1. კოლეჯი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო–ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა–ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს. 2. კოლეჯის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. მუხლი 41🔗. კოლეჯის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია კოლეჯის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 42🔗. კოლეჯის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი 1. კოლეჯის წესდების პროექტს შეიმუშავებს აკადემიური საბჭო, განიხილავს წარმომადგენლობითი საბჭო   და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს. 2. კოლეჯის წესდების მიღება, გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.