ცენტრალური გამწვევი კომისიის შექმნის შესახებ
მიღების თარიღი 18.06.2014
ძალის დაკარგვა 01.01.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №406
სარეგისტრაციო კოდი 120260020.10.003.018026
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/06/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ცენტრალური გამწვევი კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №406
2014 წლის 18 ივნისი
ქ. თბილისი
ცენტრალური გამწვევი კომისიის შექმნის შესახებ
,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა გაწვევის ორგანიზებულად მოწყობის მიზნით:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ცენტრალური გამწვევი კომისიის თანდართული შემადგენლობა (დანართი №1).
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ცენტრალური გამწვევი კომისიის თანდართული დებულება (დანართი №2).
მუხლი 3🔗
წვევამდელების ორგანიზებულად განაწილება განხორციელდეს ცენტრალურ გამწვევ კომისიასთან არსებული შემკრებ-გამანაწილებელი პუნქტიდან (ქ. თბილისი, დიღმის მასივი, მე-3 კვარტალი, მე-2ბ კორპუსი).
მუხლი 4🔗
შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტში წვევამდელთა სამედიცინო შემოწმება განახორციელოს ცენტრალურ გამწვევ კომისიასთან არსებულმა მუდმივმოქმედმა სამხედრო–სამედიცინო საექსპერტო კომისიამ. დამტკიცდეს ცენტრალურ გამწვევ კომისიასთან არსებული მუდმივმოქმედი სამხედრო–სამედიცინო საექსპერტო კომისიის შემადგენლობა (დანართი №3).
მუხლი 5🔗
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უზრუნველყოს წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელი პუნქტის ფუნქციონირება.
მუხლი 6🔗
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ კოორდინაცია გაუწიოს მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიის მიერ შესრულებული სამუშაოებისა და მოქალაქეთა დამატებითი სტაციონარულ-ამბულატორიული სამედიცინო გამოკვლევების ხარჯების ანაზღაურებას, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 7🔗
ამ დადგენილების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ.
მუხლი 8🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
დანართი №1
ცენტრალური გამწვევი კომისიის შემადგენლობა
ელგუჯა ხოკრიშვილი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე;
თენგიზ შერგელაშვილი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
ირაკლი გეგეჭკორი - საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე;
მარიამ ჯაში - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე;
ვლადიმერ ჩაჩიბაია - საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე;
ვახტანგ გომელაური - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;
ალექსანდრე ტაბატაძე - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე;
ლევან ძნელაძე - საქართველოს მთავარი პროკურატურის თავდაცვისა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი;
გოჩა ხარშილაძე - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების დეპარტამენტის უფროსი;
თამარ მენაფირე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის მონიტორინგისა და კოორდინაციის სამმართველოს უფროსი;
ნუგზარ კანდელაკი - საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსი;
დავით ფერაძე - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
დავით გრიგალაშვილი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;
ინგა მაზანაშვილი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;
გიორგი ტუღუში - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი.
დანართი №2
ცენტრალური გამწვევი კომისიის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება განსაზღვრავს ცენტრალური გამწვევი კომისიის (შემდგომში - კომისია) უფლებამოსილებას და საქმიანობის წესს.
2. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
3. კომისიას აქვს ბლანკი და ბეჭედი, მცირე ზომის სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.
4. კომისიას შესაძლებელია ჰქონდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა რეკვიზიტები.
მუხლი 2🔗. კომისიის ამოცანები
კომისიის ძირითადი ამოცანებია ქვეყნის მასშტაბით სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის პროცესის საერთო ხელმძღვანელობა, კოორდინაცია და კონტროლი.
მუხლი 3🔗. კომისიის უფლებამოსილებანი
კომისია უფლებამოსილია:
ა) სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის საკითხებთან დაკავშირებით გამოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ხოლო ქალაქ თბილისში - თბილისის რაიონის (შემდგომში - თბილისის რაიონი) გამწვევი კომისიებიდან;
ბ) გამოითხოვოს ინფორმაცია ცენტრალურ გამწვევ კომისიასთან არსებული მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიიდან;
გ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და თბილისის რაიონის გამწვევ კომისიებს გაუწიოს მეთოდური და საკონსულტაციო დახმარება;
დ) კომისიის შემადგენლობიდან შექმნას სამუშაო ჯგუფი და განსაზღვროს ამ ჯგუფის ხელმძღვანელი (შემკრებ-გამანაწილებელი პუნქტის უფროსი);
ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მიიღოს და განიხილოს მოქალაქეთა განცხადებები;
ვ) მიიღოს გადაწყვეტილებები მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
ზ) კონკრეტულ საკითხებზე საკონსულტაციოდ მოიწვიოს შესაბამისი დარგის სპეციალისტები;
თ) უზრუნველყოს მუნიციპალიტეტებში და თბილისის რაიონში სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის პროცესის კოორდინირებული განხორციელების ხელშეწყობა.
მუხლი 4🔗. კომისიის შემადგენლობა
1. კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.
2. კომისიის თავმჯდომარე:
ა) უძღვება კომისიის სხდომებს;
ბ) უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით მოიწვიოს კომისიის სხდომა კონკრეტული დღის წესრიგით;
გ) ხელს აწერს კომისიის სხდომის ოქმს და კომისიის სხვა დოკუმენტაციას.
3. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს კომისიის თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს.
4. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ან კომისიის თავმჯდომარის დავალებით, კომისიის სხვა წევრი.
5. კომისიის მდივანი უზრუნველყოფს კომისიის სხდომების მომზადებას, კომისიის საქმისწარმოებას და კომისიის სხდომის ოქმის შედგენას.
მუხლი 5🔗. კომისიის სამუშაო ჯგუფი
1. ცენტრალურ გამწვევ კომისიასთან არსებული შემკრებ-გამანაწილებელი პუნქტიდან გაწვეულ პირთა განაწილების მიზნით, კომისია საკუთარი შემადგენლობიდან ქმნის სამუშაო ჯგუფს.
2. სამუშაო ჯგუფის უფროსი (შემკრებ-გამანაწილებელი პუნქტის უფროსი) უფლებამოსილია საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტში მოახდინოს წვევამდელთა განაწილება შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებათა მიხედვით.
3. სამუშაო ჯგუფის უფროსი (შემკრებ-გამანაწილებელი პუნქტის უფროსი) სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვეულ პირთა დოკუმენტაციას უგზავნის შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებს.
4. სამუშაო ჯგუფის უფროსი (შემკრებ-გამანაწილებელი პუნქტის უფროსი) კომისიის თავმჯდომარეს პერიოდულად აწვდის ინფორმაციას წვევამდელთა გაწვევის მიმდინარეობის შესახებ.
5. სამუშაო ჯგუფის უფროსის (შემკრებ-გამანაწილებელი პუნქტის უფროსი) არყოფნის შემთხვევაში, სამუშაო ჯგუფის უფროსის დავალებით, მის მოვალეობას ასრულებს სამუშაო ჯგუფის წევრი.
მუხლი 6🔗. კომისიის საქმიანობის წესი
1. კომისიის საქმიანობის ძირითადი ფორმაა კომისიის სხდომა.
2. კომისიის სხდომას კონკრეტული დღის წესრიგით იწვევს კომისიის თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით ან კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის არანაკლებ 1/3 - ის მოთხოვნით.
3. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
4. კომისიის გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის 1/3-სა.
5. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი. კომისიის სხდომის ოქმიდან ამონაწერს ხელს აწერს კომისიის მდივანი. სხდომის ოქმში აისახება კომისიის წევრის კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავშეკავების, უარის თქმის მიზეზის ან/და სხდომაზე გამოთქმული განსხვავებული აზრის შესახებ.
6. დაუშვებელია კომისიის წევრის მიერ თავისი უფლებამოსილების სხვისთვის გადაცემა.
მუხლი 7🔗. კომისიის საქმისწარმოების უზრუნველყოფა
კომისიის საქმისწარმოებას, კომისიის სხდომების მოწვევის და ჩატარების ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
დანართი №3
ცენტრალურ გამწვევ კომისიასთან არსებული მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიის შემადგენლობა
მანანა მშვენიერაძე - მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიის (შემდგომში - კომისია) თავმჯდომარე;
ნინო გიორგობიანი - შინაგანი მედიცინის სპეციალისტი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
იური ერემიანი - ზოგადი ქირურგი;
გიორგი ქამუშაძე ოფთალმოლოგი;
დავით მარშანია - ოტორინოლარინგოლოგი;
აკაკი ქურდაძე - ორთოპედ-ტრავმატოლოგი;
ქეთევან ზედაშიძე - ფთიზიატრი;
ნანა სეხნიაშვილი - დერმატო-ვენეროლოგი;
ნინო ჭეიშვილი - ფსიქიატრი;
ნანა ჩაგუნავა - ფსიქიატრი;
ლია ყანდაშვილი - ნევროლოგი;
ნინო თავბერიძე - რადიოლოგი;
ინგა ჭანტურია - სტომატოლოგი;
ნინო სამყურაშვილი - ექიმი ლაბორანტი;
ინეზა ჩაჩავა - ლაბორანტი;
თინათინ გასიტაშვილი - კომისიის მდივანი.