„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 დეკემბრის №891 განკარგულებით განსაზღვრულისგან განსხვავებული პირობების დადგენისა და ფ/პ ლაშა პაპაშვილის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
მიღების თარიღი 11.06.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №1044
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017234
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/06/2014
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.06.2014 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 დეკემბრის №891 განკარგულებით განსაზღვრულისგან განსხვავებული პირობების დადგენისა და ფ/პ ლაშა პაპაშვილის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;}
a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-weight:bold;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
span.first {}
span.BalloonTextChar { }
span.CommentTextChar { }
span.CommentSubjectChar { font-weight:bold;}
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 62.95pt 56.7pt 62.95pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1044
2014 წლის 11 ივნისი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 დეკემბრის №891 განკარგულებით განსაზღვრულისგან განსხვავებული პირობების დადგენისა და ფ/პ ლაშა პაპაშვილის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის №1037-Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დადგინდეს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 დეკემბრის №891 განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებისაგან განსხვავებული შემდეგი საპრივატიზებო პირობები:
ა) 2018 წლის 29 აგვისტომდე „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 დეკემბრის №891 განკარგულებით გადაცემულ ქონებაზე არანაკლებ 100-ნომრიანი დასასვენებელი ტიპის სასტუმროს კომპლექსის მშენებლობის დასრულების, ექსპლუატაციაში მიღებისა და აღჭურვის უზრუნველყოფა შემდეგი ეტაპების მიხედვით:
ა.ა) სასტუმროს კომპლექსის მშენებლობის ნებართვის აღება 2014 წლის ბოლომდე;
ა.ბ) სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის დაწყება 2015 წელს;
ა.გ) სასტუმროს კომპლექსის მშენებლობის დასრულება, ექსპლუატაციაში მიღება და აღჭურვა 2018 წლის 29 აგვისტომდე;
ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული დასასვენებელი ტიპის სასტუმროს კომპლექსის მშენებლობის დასრულების, ექსპლუატაციაში მიღებისა და აღჭურვის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 დეკემბრის №891 განკარგულების საფუძველზე 2009 წლის 23 დეკემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არანაკლებ 7 000 000 (შვიდი მილიონი) ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება, შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
ბ.ა) 23.12.2009 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 2014 წლის ბოლომდე არანაკლებ – 626 530 (ექვსას ოცდაექვსი ათას ხუთას ოცდაათი) ლარის ოდენობის ინვესტიცია;
ბ.ბ) 2015 წლის განმავლობაში არანაკლებ 1 500 000 (მილიონ ხუთასი ათასი) ლარის ოდენობის ინვესტიცია;
ბ.გ) 2016 წლის იანვრიდან 2018 წლის 29 აგვისტომდე არანაკლებ 4 873 470 (ოთხი მილიონ რვაას სამოცდაცამეტი ათას ოთხას სამოცდაათი) ლარის ოდენობის ინვესტიცია;
გ) ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული პირობის განხორციელების შემდეგ, სასტუმროს ფუნქციონირებისათვის 10 (ათი) ადამიანის დასაქმება, არანაკლებ სამი წლის ვადით.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესრულების უზრუნველსაყოფად, ფიზიკურმა პირმა – ლაშა პაპაშვილმა, ამ განკარგულების პირველი პუნქტის საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე, კანონით დადგენილი წესით წარადგინოს საინვესტიციო თანხის – 7 000 000 (შვიდი მილიონი) ლარის 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც არანაკლებ 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას.
3. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიეცეს თანხმობა, რომ ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის წარდგენისა და შესაბამის მიწის ნაკვეთებზე 23.12.2009 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების რეგისტრაციის შემდეგ, გააუქმოს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 დეკემბრის №891 განკარგულებით გადაცემულ ქონებაზე სახელმწიფოს სასარგებლოდ რეგისტრირებული იპოთეკის უფლება.
4. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ფიზიკური პირი – ლაშა პაპაშვილი გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და
ფიზიკურ პირს – ლაშა პაპაშვილს შორის 2009 წლის 23 დეკემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მე-4 მუხლის საფუძველზე, ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესაბამისად ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე, დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან, იმ პირობით, რომ
ფიზიკური პირი – ლაშა პაპაშვილი შეასრულებს აღნიშნული განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს მითითებული გრაფიკის შესაბამისად.
5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი