არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - საქართველოს სოლიდარობის ფონდის დაფუძნების შესახებ

მიღების თარიღი 09.06.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №1022
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017207
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/06/2014
matsne.gov.ge 1,838 სიტყვა · ~9 წთ

დოკუმენტის ტექსტი

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - საქართველოს სოლიდარობის ფონდის დაფუძნების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } span.CommentTextChar { } span.BalloonTextChar { } span.HeaderChar { } span.FooterChar { } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.35pt 841.95pt; margin:56.7pt 62.95pt 56.7pt 62.95pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის განკარგულება №1022 2014 წლის 9 ივნისი ქ. თბილისი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის –  საქართველოს სოლიდარობის ფონდის დაფუძნების შესახებ 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, დაფუძნდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – საქართველოს სო­ლიდარობის ფონდი (შემდგომში – ფონდი). 2. დამტკიცდეს ფონდის წესდება თანდართული რედაქციით. 3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფონ­დის დაფუძნებისათვის საჭირო ღონისძიებები განახორციელოს საორგა­ნიზაციო ჯგუფმა, ხოლო ფონდის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად, საორგანიზაციო ჯგუფის უფლებამოსილების ვადით, განისაზ­ღვ­როს საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი. 4. საორგანიზაციო ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვროს შემდეგი სა­ხით: ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მი­ნისტრის მოადგილე, საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი; ბ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, სა­ორგანიზაციო ჯგუფის წევრი; გ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი; დ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი; ე) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, საორგანიზაციო ჯგუფის წევრი. 5. ფონდის ფუნქციონირებისათვის საჭირო ღონისძიებების უზრუნ­ვე­ლსაყოფად,  საორგანიზაციო ჯგუფმა: ა) განახორციელოს დამფუძნებლის უფლებამოსილების განსახორციე­ლებლად საჭირო ქმედებები; ბ) ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან 45 დღის განმავლობაში, უზ­რუნველყოს ფონდის განვითარების სტრატეგიისა და ფონდის სამოქ­მე­დო გეგმის მომზადება ფონდის სამეთვალყურეო საბჭოსათვის წარსად­გენად, შესაბამისი წლიური ბიუჯეტისა და დაფინანსების წყაროების პრო­ექტირებით; გ) ფონდის დაფუძნებიდან 60 დღის განმავლობაში შეასრულოს ფონ­დის დროებითი მმართველობის ფუნქცია. 6. სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიენიჭოს ფონ­დის დაფუძნებისათვის საჭირო დოკუმენტაციის სსიპ – საჯარო რეესტ­რის ეროვნულ სააგენტოში წარდგენის უფლებამოსილება. 7. ამ განკარგულების მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მითითებული ვა­დის გასვლის შემდეგ, უფლებამოსილება შეუწყდეს ფონდის დროებითი მმართველობის ორგანოს – საორგანიზაციო ჯგუფს და ფონდის წარმო­მა­დ­გენლობაზე უფლებამოსილ პირს და ფონდის მმართველობა განხორ­ციელდეს ფონდის წესდების შესაბამისად. 8. ამ განკარგულების მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მითითებული ვა­დის განმავლობაში საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელმა ფონდის წე­ს­დების შესაბამისად უზრუნველყოს ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს შემად­გენ­ლობის სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგის­ტრი­რება. 9. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს იუს­ტიციის სამინისტრომ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი გან­ვი­თა­რების სამინისტრომ და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ ამ გან­კარგულების ხელმოწერიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უზრუნ­ველყონ განკარგულების მე-3 პუნქტში მითითებული საორგანიზაციო ჯგუფის სა­ქ­მიანობაში მონაწილეობის მისაღებად კონკრეტული მინისტრის მოადგი­ლის/მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის განსაზღვრა და სა­ორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელისათვის წარდგენა. პრემიერ-მინისტრი                                                         ირაკლი ღარიბაშვილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – საქართველოს სოლიდარობის ფონდის წესდება მუხლი 1🔗. ფონდის  წესდების რეგულირების სფერო ეს წესდება განსაზღვრავს არასამეწარმეო (არაკომერციული) იური­დი­ული პირის – საქართველოს სოლიდარობის ფონდის სტატუსს, მიზნებსა და ამოცანებს, საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, სტრუქტურას, მართვის ორგანოებსა და უფლება-მოვალეობებს და ფონდის ფუნქცი­ონირებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მუხლი 2🔗. ფონდის სტატუსი 1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სრული სა­ხე­ლ­წოდებაა – საქართველოს სოლიდარობის ფონდი (შემდგომში - ფონ­დი). 2. ფონდის სამართლებრივი ფორმაა არასამეწარმეო (არაკომერცი­უ­ლი) იურიდიული პირი. 3. ფონდის დამფუძნებელია სახელმწიფო, რომელსაც  წარმოადგენს სა­ქართველოს მთავრობა. 4. ფონდი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონს­ტი­ტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სა­ქართველოს საკანონმდებლო აქტებით და ამ წესდებით. 5. ფონდი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში მოსარჩე­ლედ და მოპასუხედ და მესამე პირებთან ურთიერთობაში. 6. ფონდის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ინგოროყვას ქ. №7. 7. ფონდს აქვს ოფიციალური ბეჭედი, საბანკო ანგარიშები, ოფიცია­ლუ­რი ვებგვერდი და ოფიციალური ელექტრონული ფოს­ტა: solidarity@geo.gov.ge. მუხლი 3🔗. ფონდის მიზანი ფონდის მიზანია საზოგადოების, კერძო სექტორისა და სახელმწიფოს მონაწილეობით საქართველოში მცხოვრები სოციალურად განსაკუთ­რე­ბულად დაუცველი ან კატასტროფული სოციალური დანახარჯების რის­კის წინაშე მდგარი საქართველოში მცხოვრები პირებისათვის ალტერნა­ტიული (არასაბიუჯეტო) რესურსების მობილიზაცია და პრიორიტეტულ სოციალურ საჭიროებებზე მიმართვა. მუხლი 4🔗. ფონდის საქმიანობის პრინციპები ფონდის საქმიანობის ძირითადი პრინციპებია გამჭვირვალე ადმი­ნის­ტრაციული და ფინანსური ანგარიშგების სისტემა, რომელიც მოსახლე­ო­ბი­სათვის იქნება ხელმისაწვდომი. აღნიშნული სისტემა საზოგადოებას რე­გულარულად უნდა აწვდიდეს ოპერატიულ, მუდმივად-განახლებად ინფორმაციას ფონდის მიერ შეგროვებული თანხის მოცულობაზე, ბენე­ფიციართა განსაზღვრის მიზნით მიღებულ გადაწყვეტილებებსა და გა­ცე­მულ დახმარებებზე. მუხლი 5🔗. ფონდის ფუნქციები ფონდის ფუნქციებია: ა)  მიზნების მისაღწევად შესაბამისი მოწყვლადი ჯგუფების გამოვლე­ნა, სათანადო რესურსების აკუმულაცია და მათი მიზანმიმართული გა­და­ნაწილება; ბ) სოციალური და ჯანდაცვითი პროექტების დაფინანსება, მათ შო­რის, ერთჯერადი დახმარებების და, ასევე, რეგულარული სოციალური შემწეობების/პროექტების დაგეგმვა/განხორციელება; გ) შესაბამისი რესურსების მოძიების მიზნით, საკონსულტაციო შეხვე­დრებისა და  მოლაპარაკებების წარმოება სხვადასხვა დაწესებულებასთან და ორგანიზაციასთან; დ) თანამშრომლობა სხვადასხვა უწყებასთან, მათ შორის, სახელმ­წი­ფო დაწესებულებებთან მოსახლეობის განსაკურებული საჭიროებების გა­მოვლენის მიზნით; ე) ურთიერთობა და თანამშრომლობა უცხოეთში მოქმედ ანალოგიურ ფონდებთან, საზოგადოებრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობის განხორციელება, რომელიც ხელს უწყობს და ემსახურება ფონდის მიზნე­ბის მიღწევას. მუხლი 6🔗. ფონდის ხელმძღვანელობა 1. ფონდს ხელმძღვანელობს აღმასრულებელი დირექტორი (შემდგ­ომ­ში – დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ირჩევს და ათავისუფლებს სამეთვალყურეო საბჭო. 2. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მის მიერ უფლებამოსილი პირი. მუხლი 7🔗. ფონდის სამეთვალყურეო საბჭო 1. ფონდის უმაღლესი მმართველობის ორგანოა სამეთვალყურეო საბ­ჭო. 2. სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი – სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც იმავდრო­უ­ლად არის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. 3. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში შედიან სახელმწიფო, არა­სახელმწიფო, არასამთავრობო, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 4. სამეთვალყურეო საბჭო კომპლექტდება მუდმივი და არამუდმივი წევრებით. 5. სამეთვალყურეო საბჭოს არამუდმივი წევრების როტაცია ხდება წე­ლიწადში ერთხელ. 6. სამეთვალყურეო საბჭოს მუდმივი წევრები, სამთავრობო სექტორის მხრიდან, წარმოდგენილია შემდეგი სამინისტროებით: ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, სამეთვალყურეო საბჭოს წევ­რი. 7. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა და ფორმირების წესი განი­საზღრება საქართველოს პრემიერ-მინისტრის აქტით. 8. ფონდის სამეთვალყურეო საბჭო: ა) განსაზღვრავს ფონდის ზოგად სტრატეგიასა და საქმიანობის ძირი­თად მიმართულებებს; ბ) ამტკიცებს ფონდის სამოქმედო გეგმებსა და ბიუჯეტს; გ) ასრულებს ფონდის მაკონტროლებლის ფუნქციას; დ) ზედამხედველობას უწევს დირექტორის მუშაობას, ადგენს დირექ­ტო­რის სამუშაო აღწერილობას; ე) ამტკიცებს ფონდის მიერ დასაფინანსებელ პროექტებს და მონიტო­რინგს უწევს მათ განხორციელებას; ვ) ისმენს ფინანსური და სხვა სახის ანგარიშებს; ზ) უფლებამოსილია მოითხოვოს გეგმური და სპეციალური გარე აუ­დი­ტი ან შეფასება ფონდის საქმიანობის თაობაზე; თ) იხილავს ბიუჯეტის ათვისებისა და საქმიანობის შესახებ წარდგე­ნილ ანგარიშს; ი) ქმნის ამ წესდების მე-9 მუხლით განსაზღვრულ მუდმივმოქმედ კო­მი­სიას; კ) თანამდებობაზე ირჩევს და ათავისუფლებს დირექტორს. 9. მხოლოდ სამეთვალყურეო საბჭოს წინასწარი წერილობითი თანხ­მო­ბით არის შესაძლებელი: ა) ფონდის მიერ უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) თავდებობა; გ) სხვა გადაწყვეტილებების მიღება ფონდის ქონებასთან დაკავში­რე­ბით, რომელიც სცილდება ფონდის ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 10. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა იმართება საჭიროებისდა­ მიხე­დ­ვით, მაგრამ არანაკლებ სამ თვეში ერთხელ. 11. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა მოიწვევა სამეთვალყურეო საბ­ჭოს თავმჯდომარის ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ინიციატივით. 12. სამეთვალყურეო საბჭოს ყველა წევრს აქვს ერთი ხმა. 13. სხდომაზე გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრეთა ხმათა უმრავ­ლესობით, მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. 14. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები უფლებამოსილნი არიან რიგ სა­კითხებზე სამსჯელოდ მოიწვიონ სხვა ორგანიზაციების/დაწესებულების წარმომადგენლები, დამსწრეების სტატუსით, მათთვის კენჭისყრის პრო­ცესში ხმის მიცემის უფლების გარეშე. მუხლი 8🔗. დირექტორი დირექტორი: ა) წარმოადგენს ფონდს; ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა საკანონმ­დებ­ლო და კანონქვემდებარე აქტებისა და დავალებების შესრულები­სათვის იმ სფეროში, რომელიც ფონდის საქმიანობას ეხება; გ) ხელმძღვანელობს და წარმართავს ფონდის საქმიანობას წესდებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად და ახორციელებს ფონდის საერ­თო, ყოველდღიურ ხელმძღვანელობას; უზრუნველყოფს ფონდის სტრუ­ქ­ტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კონტროლსა და მეთოდურ ხელმძღვანელობას; დ) შეიმუშავებს ფონდის ყოველწლიური ბიუჯეტის პროექტს და და­სამტკიცებლად წარუდგენს სამეთვალყურეო საბჭოს; ე) ახორციელებს ფონდის ფინანსური სახსრებისა და სხვა მატერია­ლური ქონების მართვას და პასუხისმგებელია მათ სწორ გამოყენებაზე; ვ) ხსნის და ხურავს ფონდის საბანკო ანგარიშებს; ზ) კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცემს ბრძანებებს, ხელს აწერს ოფიციალურ, მათ შორის, საფინანსო დოკუმენტებს; თ) ამტკიცებს ფონდის შინაგანაწესს; ი) ანაწილებს მოვალეობებს ფონდის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს ფონდის თა­ნამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;  ფონ­დის თანამშრომლების მიმართ იყენებს წახალისებისა და პასუხისმგებ­ლო­ბის ზომებს; კ) სამეთვალყურეო საბჭოს წარუდგენს წინადადებებს ფონდის წეს­დებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ საქართველოს მთავრობისათვის წარსადგენად; ლ) სამეთვალყურეო საბჭოს წარუდგენს ამ წესდების მე-9 მუხლით გან­საზღვრული მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობასა და საქმია­ნობის ფორმატს; მ) ასრულებს ამ წესდებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვა­ლის­წინებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 9🔗. მუდმივმოქმედი კომისია 1. ფონდის უფლებამოსილებების უზრუნველყოფის მიზნით, სამეთ­ვალყურეო საბჭოს მიერ იქმნება მუდმივმოქმედი კომისია (შემდგომში – კომისია). 2. კომისია იღებს გადაწყვეტილებებს კონკრეტული შემთხვევების და­ფინანსების შესახებ. 3. კომისიის შემადგენლობაში შედიან სახელმწიფო, არასახელმწი­ფო/არასამთავრობო, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზა­ციე­ბის წარმომადგენლები. 4. კომისია კომპლექტდება მუდმივი და არამუდმივი წევრებით. 5. კომისიის არამუდმივი წევრების როტაცია ხდება წელიწადში ერთ­ხელ. 6. კომისიის მუდმივი წევრები, სამთავრობო სექტორის მხრიდან, წარ­მოდგენილია შემდეგი სამინისტროების წარმომადგენლებით: ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი; ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი. 7. კომისიის შემადგენლობას და საქმიანობის ფორმატს, ამ მუხლით გათვალისწინებული დებულებების შესაბამისად, დირექტორის წარდგი­ნებით, ამტკიცებს სამეთვალყურეო საბჭო. 8. კომისიას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე (ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილე), რომელიც:  ა) ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას; ბ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს. 9. კომისია საქმიანობას ახორციელებს სხდომების მეშვეობით. კომი­სიის სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით ან კომისიის წევრის წერილობითი თხოვნის საფუძველზე. სხდომას უძღ­ვება კომისიის თავმჯდომარე ან მისი არყოფნის შემთხვევაში ‑ კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 10. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 11. კომისიის სხდომის გადაწყვეტილება მიღებულად ჩა­ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევ­რთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. გადაწყვეტილების მიღება ხდება კენ­ჭისყრის წესით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. 12. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით, რომელ­საც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე (მისი არყოფნის შემთხვევა­ში – თავმჯდომარის მოადგილე) და კომისიის მდივანი (მისი არყოფნის შემთხვევაში – კომისიის სხვა წევრი, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე დააკისრებს კომისიის მდივნის მოვალეობის შესრულებას). 13. საჭიროების შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვე­ტი­ლებით, კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მი­საღებად სათათბირო ხმის უფლების გარეშე შეიძლება მოწვეულ იქნენ პირები, რომლებიც არ შედიან კომისიის შემადგენლობაში. 14. კომისიის სხდომების ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზ­რუნველ­ყო­ფას ახორციელებს ფონდის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რო­მე­ლიც უზ­რუნველყოფს: ა) განმცხადებელთა ინფორმირებას აუცილებელი დო­კუმენტების წარდგენის შესახებ; ბ) განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტების მიღებას, აღრი­ცხვას; გ) მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დაინტერე­სე­ბული პირების ინ­ფორმირებას ზეპირად, ტექნიკური სა­შუ­ალების გამოყენებით, ან წერი­ლობითი ფორმით; დ) კომისიის სხდომის გამართვის ორ­გა­ნიზებას; ე) პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმის სწორად და ზუსტად შედგენის, სხდომის მასალების შენახვისა და დაცვისათვის. მუხლი 10🔗. ფონდის სტრუქტურა 1. ფონდის სტრუქტურას განსაზღვრავს დირექტორი, სამეთვალ­ყუ­რეო საბჭოსთან შეთანხმებით. 2. ფონდის თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებო­ბიდან ათავისუფლებს დირექტორი. 3. ფონდს შესაძლებელია ჰქონდეს ტერიტორიული ერთეულები. 4. ტერიტორიული ერთეულის შექმნისა და გაუქმების შესახებ გადაწ­ყვე­ტილებას იღებს დირექტორი, სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმე­ბით. მუხლი 11🔗. ფონდის ბიუჯეტი 1. ფონდის ბიუჯეტს დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სამეთ­ვალყურეო საბჭო. 2. დირექტორი შეიმუშავებს ფონდის ბიუჯეტის პროექტს და დასამ­ტკიცებლად წარუდგენს სამეთვალყურეო საბჭოს. 3. დამტკიცებული ბიუჯეტის მუხლობრივი განწერის 15 პროცენტზე მეტის ცვლილების შემთხვევაში აუცილებელია სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობა. მუხლი 12🔗. ფონდის დაფინანსება ფონდის დაფინანსების წყაროებია: ა) გრანტების, ნებაყოფლობითი დონაციების/შემოწირულობის სახით ან ანდერძით მიღებული შემოსავლები; ბ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა, მათ შორის, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავალები. მუხლი 13🔗. ფონდის ქონება  ფონდის ქონება შედგება მისთვის კანონმდებლობით დადგენილი წე­სით სახელმწიფოს მიერ გადაცემული, ასევე მის მიერ საკუთარი სახს­რებით შეძენილი ქონებისაგან. მუხლი 14🔗. ფონდის ქონების განკარგვა 1. ფონდის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან მისი ნაწილის გასხვისება საჭიროებს სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობას. 2. ფონდის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების დატვირთვა ან დროებით სარგებლობაში გაცემა საჭიროებს სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობას. მუხლი 15🔗. ფონდის ფინანსური ანგარიშგება ფონდის ფინანსური ანგარიშგება ხორციელდება კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. მუხლი 16🔗. ფონდის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. ფონდის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს მოქ­მედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. 2. ფონდის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას ახორციელებს მისი დამფუძნებელი. მუხლი 17🔗. ფონდის წესდების მიღების, შეცვლისა და გაუქმების უფ­ლებამოსილება ფონდის წესდების მიღება, გაუქმება, მასში ცვლილებებისა და და­მა­ტებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.