„საქართველოს იუსტიციის სამინისტროში საბიუჯეტო პროცესის მართვისა და შესყიდვების ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 19 ოქტომბრის №1789 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №821
2014 წლის 20 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროში საბიუჯეტო პროცესის მართვისა და შესყიდვების ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 19 ოქტომბრის №1789 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროში საბიუჯეტო პროცესის მართვისა და შესყიდვების ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 19 ოქტომბრის №1789 ბრძანებით დამტკიცებულ წესსა და დანართებში შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამტკიცდეს თანდართული რედაქციით.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ა. ბარამიძე
საქართველოს იუსტიციის სამინისტროში საბიუჯეტო პროცესის მართვისა და შესყიდვების ანგარიშგების წესი
მუხლი 1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის მომზადება
1. ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსითა“ და საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (შემდგომში − სამინისტრო) ყოველწლიურად, განსაზღვრული ვადების დაცვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს ინფორმაციას სამინისტროს საშუალოვადიანი პრიორიტეტების, პროგრამებისა და მათი ბიუჯეტების, აგრეთვე, სამინისტროში დასაქმებულთა საორიენტაციო რიცხოვნობისა და ასიგნებების ზღვრული მოცულობების შესახებ.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარსადგენი ინფორმაციის შედგენის მიზნით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები (კომპეტენციის ფარგლებში), სამინისტროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტს წარუდგენენ მოთხოვნილ ინფორმაციას.
3. ეკონომიკური დეპარტამენტი უზრუნველყოფს მიღებული ინფორმაციის თავმოყრას, დამუშავებას და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენას კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.
4. სამინისტრო ყოველი წლის 30 ივნისამდე უზრუნველყოფს სამინისტროს საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის დამტკიცებას.
მუხლი 2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ბიუჯეტის პროექტის მომზადება, წარდგენა და დამტკიცება
1. სამინისტროს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის შედგენის მიზნით, ყოველწლიურად, არაუგვიანეს 20 ივლისისა, ეკონომიკური დეპარტამენტი უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ შემუშავებული საბიუჯეტო განაცხადის ფორმების დაგზავნას სამინისტროში შემავალ სტრუქტურულ ერთეულებში, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასა და მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან.
2. საბიუჯეტო განაცხადის ფორმებთან ერთად, ეკონომიკური დეპარტამენტი უზრუნველყოფს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის დასაგეგმი საბიუჯეტო და დასაგეგმის შემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის ასიგნებებისა და დასაქმებულთა საორიენტაციო ზღვრული მოცულობების მიწოდებას.
3. საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის მიხედვით, დასაგეგმი წლის ბიუჯეტის მომზადების მიზნით, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 10 აგვისტოსი:
ა) სამინისტროში შემავალი სტრუქტურული ერთეულები და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება უზრუნველყოფენ შევსებული საბიუჯეტო განაცხადის ფორმების წარმოდგენას სამინისტროში;
ბ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები უზრუნველყოფენ შევსებული საბიუჯეტო განაცხადის ფორმების, „საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის, თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე შესაძენი საწვავის და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ოდენობის (ლიმიტების) შესახებ“ №1 დანართის, ნაერთი ბიუჯეტის შესახებ №2 დანართისა და პროგრამული ბიუჯეტის შესახებ №3 დანართის წარმოდგენას სამინისტროში.
4. სამინისტრო ყოველწლიურად საბიუჯეტო განაცხადს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით არაუგვიანეს 1 სექტემბრისა.
5. სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 31 დეკემბრისა, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები, სამინისტროსთან შეთანხმებით, უზრუნველყოფენ მათი მომავალი წლის საშტატო განრიგის, სახელფასო ფონდის, თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე, საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ოდენობის (ლიმიტების) და ბიუჯეტების დამტკიცებას №1, №2 და №3 დანართებით განსაზღვრული ფორმების მიხედვით.
6. წლიური საბიუჯეტო კანონით სამინისტროსათვის დამტკიცებული ასიგნებების კვარტალური განწერის მომზადების მიზნით, ეკონომიკური დეპარტამენტი უზრუნველყოფს სამინისტროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისაგან შესაბამისი ინფორმაციის მიღებას, დამუშავებას და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენას სახელმწიფო ბიუჯეტის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.
მუხლი 3. ცვლილებები დამტკიცებულ ბიუჯეტში
1. წლიური საბიუჯეტო კანონით სამინისტროსათვის დამტკიცებულ ასიგნებებში ცვლილებები ხორციელდება „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით“ დადგენილი წესის შესაბამისად.
2. სახელმწიფო ბიუჯეტით სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებებში ცვლილებების შეტანის მიზნით, სამინისტროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები სამინისტროს წარუდგენენ შესაბამის დასაბუთებულ მოთხოვნას.
3. სამინისტრო წარმოდგენილი მოთხოვნის მთლიანად ან ნაწილობრივ მიზანშეწონილად მიჩნევის შემთხვევაში, შესაბამის მიმართვას უგზავნის საქართველოს ფინანასთა სამინისტროს ცვლილებების განხორციელების თაობაზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
4. სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ დამტკიცებულ ბიუჯეტებსა და საშტატო განრიგში, სახელფასო ფონდში, თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფ სახსრებში, აგრეთვე, საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტებში ცვლილებები ხორციელდება სამინისტროსთან შეთანხმებით.
5. სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ დამტკიცებულ ბიუჯეტებში, საშტატო განრიგებსა და სახელფასო ფონდებში საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევებში ცვლილებების განხორციელება, ასევე, თანხმდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ან/და საქართველოს მთავრობასთან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით.
6. საშტატო განრიგის, სახელფასო ფონდის, თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების ცვლილებებს საჯარო სამართლის იურიდიული პირები სამინისტროს წარუდგენენ №1 და №4 დანართების შესაბამისად, ხოლო საბიუჯეტო ცვლილებას − №2 ან/და №3 და №4 დანართების მიხედვით. საჭიროების შემთხვევაში, სამინისტრო უფლებამოსილია, მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია.
მუხლი 4. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგება
1. სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები სამინისტროს ყოველი თვის დასრულებიდან 7 დღის ვადაში წარუდგენენ ბიუჯეტის შესრულების ყოველთვიურ ანგარიშს №5 დანართის შესაბამისად.
2. სამინისტრო საბიუჯეტო კოდექსისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესის საფუძველზე ამზადებს ანგარიშს სახელმწიფო ბიუჯეტით სამინისტროსათვის დამტკიცებული ბიუჯეტის 3, 6, 9 თვისა და წლიური შესრულების შესახებ და წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.
3. სამინისტროს ბიუჯეტის 3, 6 და 9 თვის ანგარიშის მომზადების მიზნით, ყოველი კვარტლის დასრულებიდან არაუგვიანეს 7 დღისა, ხოლო წლიური ანგარიშის მომზადების მიზნით, წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 35 დღისა:
ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები ყოველკვარტალურ და წლიურ ანგარიშს ეკონომიკურ დეპარტამენტს წარუდგენენ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად.
ბ) სამინისტროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ყოველკვარტალურ და წლიურ ანგარიშს სამინისტროს წარუდგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად.
გ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები სამინისტროს ყოველკვარტალურ და წლიურ ანგარიშს წარუდგენენ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით და ამ წესით დამტკიცებული №5 დანართის შესაბამისად.
დ) ამ წესით გათვალისწინებული საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების ხარჯვის შესახებ ინფორმაცია სამინისტროს წარედგინება ყოველთვიურად, თვის დასრულებიდან არაუგვიანეს 7 დღისა №6 და №7 დანართების შესაბამისად, ხოლო მატერიალური წახალისების ფონდის ხარჯვის შესახებ ინფორმაცია ხარჯის გაწევამდე 3 დღით ადრე №8ა ან/და №8ბ დანართების შესაბამისად.
მუხლი 5. შესყიდვების ანგარიშგება
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარუდგენენ I, II, III და IV კვარტლის შესყიდვების ანგარიშს №9, №9ა და №9ბ დანართების შესაბამისად ყოველი კვარტლის დასრულებიდან 30 დღის განმავლობაში.
2. ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი I, II, III და IV კვარტლის შესყიდვების ანგარიშის №9ა და №9ბ დანართების წარდგენა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის უნდა მოხდეს დაფინანსების წყაროების მიხედვით.
| დანართი № 9 ბ | ||||||||||||
| ---- წლის --- კვარტლის შესყიდვების („სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონს მიღმა განხორციელებული) ანგარიში (ნაზარდი ჯამით) | ||||||||||||
| შემსყიდველი ორგანიზაცია - | დაფინანსების წყარო - | |||||||||||
| დასახელება | დაგეგმილი თანხა | განხორციელებული შესყიდვების ღირებულება | სხვაობა (დაგეგმილ თანხასა და განხორციელებული შესყიდვების ღირებულებას შორის) | გადარიცხული თანხები | სულ გადარიცხული თანხები | სხვაობა (განხორციელებული შესყიდვების ღირებულებასა და გადარიცხულ თანხებს შორის) | ||||||
|
| I კვ. | II კვ. | III კვ. | IV კვ. |
| |||||||
| სულ: | 0.00 | 0.00 | 0.00 | 0.00 | 0.00 | 0.00 | 0.00 | 0.00 | 0.00 | |||
| საქონელი და მომსახურება | 0.00 | 0.00 | 0.00 | 0.00 | 0.00 | 0.00 | 0.00 | 0.00 | 0.00 | |||
| არაფინანსური აქტივები | 0.00 | 0.00 | 0.00 | 0.00 | 0.00 | 0.00 | 0.00 | 0.00 | 0.00 | |||
| სხვა ხარჯები | 0.00 | 0.00 | 0.00 | 0.00 | 0.00 | 0.00 | 0.00 | 0.00 | 0.00 | |||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| № | დასახელება | შესყიდ ვის ობიექტი | ღირებუ ლება | შესყიდ ვის ობიექ ტის კონკრეტული დასახელება | ორგანიზაციის დასახელება | ხელშეკრულების ნომერი და თარიღი (არსებობის შემთხვევაში) | გადარიცხული თანხები | სულ გადარიც ხული თანხები | სულ სხვაობა | |||
|
|
|
|
|
|
|
| I კვ. | II კვ. | III კვ. | IV კვ. |
|
|
| 1 | 2 | 3 | 4 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 |
| 1 |
|
| 0.00 |
|
|
|
|
|
|
| 0.00 | 0.00 |
| დაგეგმილი თანხა | საქონელი და მომსახუ რება | 0.00 |
|
|
|
|
|
|
| 0.00 | 0.00 | |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 0.00 | 0.00 | ||
|
|
|
|
|
|
|
|
| 0.00 | 0.00 | |||
| განხორციელე ბული შესყიდვების ჯამი | 0.00 |
|
|
|
|
|
|
|
|
| ||
| სხვაობა | 0.00 |
|
|
|
|
|
|
|
|
| ||
| დაგეგმილი თანხა | არაფინან სური აქტივების ზრდა | 0.00 |
|
|
|
|
|
|
| 0.00 | 0.00 | |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 0.00 | 0.00 | ||
|
|
|
|
|
|
|
|
| 0.00 | 0.00 | |||
| განხორციელე ბული შესყიდვების ჯამი | 0.00 |
|
|
|
|
|
|
|
|
| ||
| სხვაობა | 0.00 |
|
|
|
|
|
|
|
|
| ||
| 2 |
|
| 0.00 |
|
|
|
|
|
|
| 0.00 | 0.00 |
| დაგეგმილი თანხა | სხვა ხარჯები | 0.00 |
|
|
|
|
|
|
| 0.00 | 0.00 | |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 0.00 | 0.00 | ||
|
|
|
|
|
|
|
|
| 0.00 | 0.00 | |||
| განხორციელე ბული შესყიდვების ჯამი | 0.00 |
|
|
|
|
|
|
|
|
| ||
| სხვაობა | 0.00 |
|
|
|
|
|
|
|
|
| ||
| შენიშვნა: აღნიშნული ფორმა არ უნდა მოიცავდეს ინფორმაციას შემდეგ შესყიდვებზე: | ||||||||||||
| ● საბიუჯეტო კლასიფიკაციის „საქონელი და მომსახურების“ მუხლით გათვალისწინებულ შტატგარეშე მომუშავეთა მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე; | ||||||||||||
| ● მივლინების დროს განსახორციელებელ სახელმწიფო შესყიდვაზე; | ||||||||||||
| ● საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხებით განსახორციელებელ სახელმწიფო შესყიდვებზე; | ||||||||||||
| ● „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვებზე; | ||||||||||||
| ● ორგანიზაციის მიერ გადახდილ გადასახადებს (მაგ: მოგების გადასახადი, დღგ და ა.შ.). | ||||||||||||