„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№182
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.033.016645
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/06/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №182

2014 წლის 23 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებით (სსმ III ნაწილი, 4.11.2008, №159, მუხლი 1595) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი (დეპარტამენტის უფროსი/მინისტრის აპარატის უფროსი/სამსახურის უფროსი).“.

2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს შეიძლება ჰყავდეს ერთი ან რამდენიმე მოადგილე (დეპარტამენტის უფროსის მოადგილე/დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – სამმართველოს უფროსი/მინისტრის აპარატის უფროსის მოადგილე – სამმართველოს უფროსი/სამსახურის უფროსის მოადგილე). სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.“.

3. მე-9 მუხლის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მინისტრის აპარატი;“;

ბ) „უ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ“ქვეპუნქტი:

„ფ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.“.

4. მე-10 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. მინისტრის აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საორგანიზაციო სამმართველო;

ბ) პროტოკოლის სამმართველო.“.

5. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-16 პუნქტი:

„16. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სტრუქტურული ერთეულია საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო.“.

6. VII თავი და 26-ე - 271 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„თავი VII. მინისტრის აპარატი

 

მუხლი 26. მინისტრის აპარატის  ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება

მინისტრის აპარატის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს ახორციელებენ მინისტრის აპარატში შემავალი სამმართველოები.

 

მუხლი 27. საორგანიზაციო სამმართველო

საორგანიზაციო სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:

ა) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების სამსახურებრივი მივლინებების ორგანიზაციული მხარის უზრუნველყოფა;

ბ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა, კომპეტენციის ფარგლებში;

გ) მინისტრის სახელზე, მათ შორის ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოებისა და საიდუმლო დოკუმენტების დაცვის სამმართველოს სარეგისტრაციო ნომრის გარეშე შემოსული სამთავრობო, საერთო და უცხოური კორესპონდენციის აღრიცხვა და დამუშავება. უცხოურ კორესპონდენციაზე მინისტრის აპარატის ნომრის მინიჭება და შემსრულებლამდე დაყვანა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მეშვეობით;         

დ) მინისტრის მიერ ხელმოსაწერი დოკუმენტების აღწერა და რედაქციული თვალსაზრისით სრულყოფილად მომზადებაზე კონტროლი;

ე) მინისტრის დავალებათა, მათ შორის სპეციალურ და ოპერატიულ დავალებათა (როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი სახით, მათ შორის, მინისტრის ბრძანებებით გათვალისწინებული დავალებების) უშუალოდ შესრულება ან შესრულების კონტროლის განხორციელება და აღნიშნულის თაობაზე მინისტრისათვის ინფორმაციის მიწოდება;

ვ) არასამუშაო  საათებში სასწრაფო წესით გასაგზავნი და დასარიგებელი კორესპონდენციის აღრიცხვა, დამუშავება, სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოებისა და საიდუმლო დოკუმენტების დაცვის სამმართველოს სარეგისტრაციო ნომრის მინიჭება და დანიშნულებისამებრ გადაგზავნა;

ზ) მინისტრის მიერ პირადად ხელმოსაწერი და სარეზოლუციო ბლანკების შენახვა და დაცვა, აგრეთვე კონტროლი მათ გამოყენებაზე;           

თ) საქართველოს მთავრობის სხდომის, სახელმწიფო, სამთავრობო და სხვა კომისიებისა და საბჭოების სხდომათა მასალების მიღება, არსებული წესით დამუშავება და დანიშნულებისამებრ გადაგზავნა;

ი) საქართველოს საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტებით, საქართველოს მთავრობის და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტებით, საქართველოს პარლამენტის დადგენილებებით, აგრეთვე სახელმწიფო, სამთავრობო და სხვა კომისიებისა და საბჭოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით სამინისტროზე/სამინისტროს ხელმძღვანელ თანამდებობის პირზე დავალებული საკითხების შესრულების კონტროლი;

კ) მინისტრის მიერ კონტროლზე აყვანილი საკითხების დროულად შესრულებაზე კონტროლის განხორციელება და მათ შესახებ პერიოდული ინფორმაციის მომზადება და მინისტრისათვის მიწოდება;

ლ) სამინისტროში შექმნილი საბჭოებისა და კომისიების მუშაობის ორგანიზება და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლი;

მ) მოქალაქეთა მიღების კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნველყოფა.

 

მუხლი 271. პროტოკოლის სამმართველო

პროტოკოლის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:

ა) სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო  და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალურ დელეგაციებთან, მისიებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ურთიერთობების და საერთაშორისო კავშირების კოორდინაცია;

ბ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების საპროტოკოლო ღონისძიებათა წარმოება.“.

 

7. დაემატოს შემდეგი შინაარსის XXIV თავი და 76-ე და 77-ე მუხლები:

 

„თავი XXIV. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

 

მუხლი 76. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის  ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს ახორციელებს აღნიშნულ სამსახურში შემავალი სამმართველო.

 

მუხლი 77. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო

საზოგადოებასთან  ურთიერთობის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:

ა) სამინისტროს მიზნებისა და ამოცანების გადაწყვეტისათვის აუცილებელი სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევების დაგეგმვისა და ჩატარების ორგანიზება;

ბ) შესაბამისი კვლევის შედეგად მიზნობრივი ჯგუფების შერჩევა და მათთან მუშაობა, ასევე მათი  შეხვედრის მომზადება ხელმძღვანელობასთან;

გ) სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საზოგადოებისათვის ყველაზე აქტუალური პრობლემების კვლევა და მათი განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით სამინისტროს და საზოგადოებას შორის დიალოგის გამართვისათვის შეხვედრების ორგანიზების განხორციელება;

დ) გეგმების შემუშავება მინისტრის, სამინისტროს ხელმძღვანელობის დადებითი იმიჯის ჩამოყალიბებისათვის;

ე) მინისტრის, სამინისტროს რეიტინგის კვლევა;

ვ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, კრიზისული სიტუაციების მართვის პროცესში მონაწილეობის მიღება;

თ) მინისტრის საჯარო გამოსვლების უზრუნველყოფა;

ი) სამინისტროს საინფორმაციო ბიულეტენის, საინფორმაციო ფურცლების, პრესრელიზისა და სხვა ინფორმაციული მასალების მომზადების ორგანიზება;

კ) სამინისტროს ვებ-გვერდზე ინფორმაციის განთავსების უზრუნველყოფა;

ლ) საზოგადოებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ოპერატიულად ინფორმირება სამინისტროში მიმდინარე პროცესების შესახებ;

მ) პრესისა და საინფორმაციო სატელევიზიო გამოშვებების ანალიზის მიხედვით უახლოეს პერიოდში გასატარებელი და გრძელვადიანი ღონისძიებების შემუშავება;

ნ) სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის კოორდინაცია; 

ო) მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციების შეგროვება, მათი გადარჩევა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გასავრცელებლად მომზადება;

პ) სატელევიზიო სპეცპროგრამების მომზადების ორგანიზება;

ჟ) პრესის მიმოხილვის და ანალიზის მომზადება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 25 ივნისიდან.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური