„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 4 ნოემბრის №365 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№183
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.033.016646
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/06/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №183

2014 წლის 23 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 4 ნოემბრის №365 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 4 ნოემბრის №365 ბრძანებით  (ვებგვერდი, 05.11.2013, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.033.016585) დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1.  I თავი   და  პირველი - მე-4 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„თავი I. მინისტრის აპარატი

 

მუხლი 1. მინისტრის აპარატის ხელმძღვანელობა

1. მინისტრის აპარატის უფროსი:

ა) უმაღლესი განათლება (უპირატესობა ენიჭება უმაღლეს ეკონომიკურ ან იურიდიულ განათლებას);

ბ) საჯარო სექტორში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება (მათ შორის, საჯარო სექტორში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება);

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანების ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft Office Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

ე) უცხო ენის (უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ენას) ცოდნა.

2. მინისტრის აპარატის უფროსის მოადგილე - საორგანიზაციო სამმართველოს უფროსი:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება (მათ შორის, საჯარო სექტორში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ ერთი წლის გამოცდილება);

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანების ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 11 ოქტომბრის №340 ბრძანების (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის) „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft Office Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

 

მუხლი 2. მთავარი მრჩეველი

მთავარი მრჩეველი:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანების „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft Office Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

 

მუხლი 3. საორგანიზაციო სამმართველო

1. მთავარი სპეციალისტი:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) საჯარო სექტორში მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანების ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 11 ოქტომბრის №340 ბრძანების (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის) „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, MS Power Point, Microsoft Office Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

2. უფროსი სპეციალისტი:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანების ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, MS Power Point, Microsoft Office Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

 

3. თანაშემწე:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III და VI თავების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 11 ოქტომბრის №340 ბრძანების (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის) „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft Office Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

 

მუხლი 4. პროტოკოლის სამმართველო

1. სამმართველოს უფროსი:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება (მათ შორის, საჯარო სექტორში მუშაობის არანაკლებ ერთი წლის გამოცდილება);

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანების ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft Office Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

ე) ინგლისური ენის ცოდნა.

2. მთავარი სპეციალისტი:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება (მათ შორის, საჯარო სექტორში მუშაობის არანაკლებ ერთი წლის გამოცდილება);

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანების ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, MS Power Point, Microsoft Office Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

ე) ინგლისური ენის ცოდნა.

3. უფროსი სპეციალისტი:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანების ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, MS Power Point, Microsoft Office Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

ე) უცხო ენის (უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ენას) ცოდნა.

 

2. დაემატოს შემდეგი შინაარსის XIV თავი და 67-ე-70-ე მუხლები:

         

„თავი XIV. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

 

მუხლი 67. სამსახურის ხელმძღვანელობა

1. სამსახურის უფროსი:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება (მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება);

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანების ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft Office Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

ე) ინგლისური ენის ცოდნა.

2. სამსახურის უფროსის მოადგილე:

ა) უმაღლესი განათლება მასობრივი კომუნიკაციის/ჟურნალისტიკის სპეციალობით;

ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება (მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ ერთი წლის გამოცდილება). უპირატესობა ენიჭება საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილებას;

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანების ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“,

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, MS Power Point, Microsoft Office Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

 

მუხლი 68. სამსახურის მრჩეველი

სამსახურის მრჩეველი

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანების „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft Office Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

 

მუხლი 69. მთავარი სპეციალისტი:

მთავარი სპეციალისტი:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) ფოტო- და ვიდეოგადაღებების უზრუნველყოფის, საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფის ან საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანების ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, MS Power Point, Microsoft Office Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

 

მუხლი 70. უფროსი სპეციალისტი:

უფროსი სპეციალისტი:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანების ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, MS Power Point, Microsoft Office Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს  2014 წლის 25 ივნისიდან.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური