საქართველოს ზოგიერთი მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების თაობაზე

მიღების თარიღი 09.06.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №1008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017238
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/06/2014
matsne.gov.ge 535 სიტყვა · ~3 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ზოგიერთი მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების თაობაზე p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoRMPane, li.MsoRMPane, div.MsoRMPane {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} span.BalloonTextChar { } span.HeaderChar { } span.FooterChar { } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } span.PlainTextChar { } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } p.Default, li.Default, div.Default { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; color:black;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 62.95pt 56.7pt 62.95pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის განკარგულება №1008 2014 წლის 9 ივნისი ქ. თბილისი საქართველოს ზოგიერთი მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების თაობაზე 1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 7​4 მუხლის საფუძველზე, სახელმწიფოებრი­ვი/საზოგა­დოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ინფრასტრუქტურული პროექტების (ცენტრა­ლური/საუბნო გზების მოხრეშვითი სამუშაოები, ნაპირგამაგრების სამუშაოები და სხვ.) განსახორციელებლად, ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილის, სენაკის და ხობის მუნიციპალიტეტები (შემდგომში – მუნიციპალიტეტები) სამი თვის ვადით გათავისუფლდნენ ამ განკარგულების დანართით განსაზღვრული სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეში) მო­პო­ვების ლიცენზიისაგან, ამავე დანართით განსაზღვრული კოორდინატების ფარგლებში. 2. მუნიციპალიტეტებმა უზრუნველყონ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნებით (გეოსაინფორმაციო პაკეტები) განსაზღვრული პირობების შესრულება. 3. მუნიციპალიტეტები ვალდებულნი არიან, მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენონ მხოლოდ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული პრო­ექტების განსახორციელებლად. 4. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის, სასარგებლო წიაღისეულის მოცულობის გათვალისწინებით, ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილის, სენაკის და ხობის მუნიციპალიტეტებმა, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან 1 (ერთი) თვეში, უზრუნველყონ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი ოდენობის თანხის გადახდა: ა) ზუგდიდის მუნიციპალიტეტი - 4870 ლარი (28 000 მ​3); ბ) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი - 1852 ლარი (10 650 მ​3); გ) სენაკის მუნიციპალიტეტი - 470 ლარი (2700 მ​3); დ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტი - 1591 ლარი (9150 მ​3); ე) მარტვილის მუნიციპალიტეტი - 1504 ლარი (8650 მ​3); ვ) ხობის მუნიციპალიტეტი - 887 ლარი (5100 მ​3). 5. მუნიციპალიტეტებმა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში, წარადგინონ ინფორმაცია მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის შესახებ. 6. მუნიციპალიტეტების მიერ, ამ განკარგულების შესაბამისად, ლიცენზიისგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ –გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა. პრემიერ-მინისტრი                                                                      ი. ღარიბაშვილი