საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №25, 22.08.2001, მუხ. 107) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ საქართველოს სამხედრო ძალებისა და შენაერთების ვადიან და საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომელთა სამსახურის პირობები მოითხოვს მათ ცხოვრებას მუდმივი საცხოვრებელი ადგილისაგან განსხვავებულ მისამართზე, რომელიც სხვა დასახლებულ პუნქტსა და იმავდროულად სხვა საარჩევნო ოლქს მიეკუთვნება;“.
2. 68-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებისა;“.
3. 73-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის, პროკურატურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო მოხელეებს;“.
4. 94-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცრები;“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 6 ივნისი.
№3189-Iს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 06.06.2006.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 06.06.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3189. სარეგისტრაციო კოდი — 010.210.010.04.001.002.305.
- სად არის „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.06.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის თაობაზე“, №3189, 06.06.2006, სარეგისტრაციო კოდი 010.210.010.04.001.002.305 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.06.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/23782/