დაცული ტერიტორიების საზღვრების დემარკაციის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 23.06.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №414
სარეგისტრაციო კოდი 360050000.10.003.018034
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/06/2014
matsne.gov.ge 877 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

დაცული ტერიტორიების საზღვრების დემარკაციის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება №414 2014 წლის 23 ივნისი ქ.თბილისი დაცული ტერიტორიების საზღვრების დემარკაციის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე მუხლი 1🔗 „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „დაცული ტერიტორიების საზღვრების დემარკაციის განხორციელების წესი“. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი დაცული ტერიტორიების საზღვრების დემარკაციის განხორციელების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები დაცული ტერიტორიების საზღვრების დემარკაციის განხორციელების წესი (შემდგომში - წესი) შემუშავებულია „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს დაცული ტერიტორიის საზღვრების პერიმეტრის ზუსტი კოორდინატების დადგენის და დაზუსტებული საზღვრების რეგისტრაციის წესს. მუხლი 2🔗. დაცული ტერიტორიების საზღვრების დემარკაციის ეტაპები დაცული ტერიტორიების საზღვრების დემარკაცია მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ა) მოსამზადებელ სამუშაოებს; ბ) სადელიმიტაციო სამუშაოებს; გ) საველე აზომვით სამუშაოებს; დ) კამერალურ სამუშაოებს; ე) საკადასტრო და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მომზადებას; ვ) საზღვრის მარკირებას; ზ) საზღვრის რეგისტრაციას. მუხლი 3🔗. მოსამზადებელი სამუშაოები მოსამზადებელი სამუშაოები მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს: ა) შესაბამისი კარტოგრაფიული მასალის (ტყითსარგებლობის გეგმები, ტოპოგრაფიული რუკები, რაიონული მიწათმოწყობის გეგმები, ორთოფოტოგეგმები და სხვა) დამუშავებას და ანალიზს; ბ) სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული საკადასტრო მონაცემების დამუშავებას და ანალიზს; გ) მიწის რეფორმის შედეგად გაცემული ნაკვეთების შესახებ ინფორმაციის დამუშავებას და ანალიზს; დ) იჯარის ფორმით გაცემული ნაკვეთების შესახებ ინფორმაციის დამუშავებას და ანალიზს; ე) დაცული ტერიტორიის მიმდებარედ არსებული დასახლებების (სოფელი, დაბა, ქალაქი) და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, ადგილობრივ მოსახლეობასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრას, მათ ხელთ არსებული დოკუმენტაციის (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მიღება-ჩაბარების აქტი, მებაღის წიგნაკი, საკომლო ჩანაწერი ან/და მიწის ფაქტობრივი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი) მოპოვების მიზნით. მუხლი 4🔗. სადელიმიტაციო სამუშაოები სადელიმიტაციო სამუშაოები მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს: ა) ამ წესის მე-3 მუხლში განსაზღვრული მასალების საფუძველზე, შუალედური რუკის მომზადებას, რომელზეც დატანილი იქნება დაცული ტერიტორიის სავარაუდო საზღვარი, ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ტერიტორიების ზედდებების აღნიშვნით; ბ) ზედდებაში არსებული ნაკვეთების ნუსხის მომზადებას; გ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული რუკის საფუძველზე, საზღვრის მონაკვეთის გამიჯვნას, სადავო და არასადავო საზღვრის მონაკვეთებად, ასევე, იმ ტერიტორიის გამოყოფას, სადაც ბუნებრივ-გეოგრაფიული პირობების ან/და სხვა ობიექტური მიზეზების გამო, შეუძლებელია ადგილზე საველე აზომვითი სამუშაოების ჩატარება. მუხლი 5🔗. საველე აზომვითი სამუშაოები 1. საველე აზომვითი სამუშაოების დროს ხორციელდება, ამ წესის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული რუკის საფუძველზე, დაცული ტერიტორიის  დელიმიტირებული საზღვრის ხაზის მოხვევის წერტილების, გეოდეზიური ხელსაწყოებით, უშუალოდ, ადგილზე აზომვა, მისი ზუსტი X და Y კოორდინატების დაფიქსირება და საკადასტრო აღწერა. 2. დაცული ტერიტორიის იმ მონაკვეთის დადგენა, სადაც საველე აზოვთი სამუშაოების ჩატარება ბუნებრივ-გეოგრაფიული პირობების ან/და სხვა ობიექტური მიზეზების გამო შეუძლებელია, უნდა განხორციელდეს დაცული ტერიტორიების მოქმედ მსხვილმასშტაბიან რუკებზე ან/და ტყითსარგებლობის გეგმებზე დაყრდნობით, კამერალურად, სტერეოგადაღებების მეთოდების გამოყენებით. 3. დაცული ტერიტორიების საზღვრის ის მონაკვეთი, რომელიც ემთხვევა საქართველოს სახელმწიფო საზღვარს, არ საჭიროებს დემარკაციას და საზღვრად განისაზღვრება სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული სარეგისტრაციო ზონის საზღვარი. 4. საველე აზომვითი სამუშაოები უნდა განხორციელდეს მოქმედი კანომდებლობის შესაბამისად. 5. საკადასტრო აღწერა უნდა ჩატარდეს სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში. 6. საკადასტრო აღწერისას გამოყენებული უნდა იქნეს მაღალი სიზუსტის საამზომველო ხელსაწყო (GPS). საკადასტრო აღწერის სიზუსტე უნდა იყოს დასახლებული პუნქტების მიმდებარედ 0.30 მეტრი, ხოლო დაუსახლებელ პუნქტებში - 2.5 მეტრი. 7. სასურველია, რომ დაცული ტერიტორიების საზღვრები მიუყვებოდეს, ძირითადად, გეოგრაფიულ (ბუნებრივ და ხელოვნურ) ობიექტებს, კერძოდ: ხევებს, წყალგამყოფ ქედებს, მდინარეებს, გზებს, ქარსაფრებს და სხვა. 8. საველე აზომვითი სამუშაოების განხორციელების დროს, დაცული ტერიტორიის საზღვრის პერიმეტრიდან უნდა გაიმიჯნოს: ა) საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ინფრასტრუქტურა; ბ) მოქმედი საკულტო ნაგებობები; გ) სასაფლაოები; დ) მაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემი ხაზების ანძებს მიკუთვნებული ფართობები; ე) ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება; ვ) ყველა ის ნაკვეთი, რომელიც, მოცემული დროისთვის, არ შეესაბამება დაცული ტერიტორიის სტატუსს: სახეცვლილია ან არ გააჩნია  კონსერვაციული ღირებულება ან არ შეესაბამება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს (საკარმიდამო ნაკვეთები, ხეხილის ბაღები და სხვა). 9. დაცული ტერიტორიიდან ამორიცხულ უძრავ ქონებას, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მართავს და განკარგავს სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. მუხლი 6🔗. კამერალური სამუშაოები 1. სასაზღვრო წერტილების აზომვის და ადგილზე დამაგრების სამუშაოების დასრულების შემდეგ, ყოველი აზომილი და ადგილზე დამაგრებული წერტილისთვის უნდა შეიქმნას შემდეგი სახის მონაცემები: ა) წერტილის ნომერი; ბ) წერტილის მონიშვნის ტიპი; გ) წერტილის აზომვის და ადგილზე დამაგრების ან შემოწმების თარიღი; დ) იმ კომპანიის სახელწოდება, რომელმაც შეასრულა ამ წერტილის აზომვა და ადგილზე დამაგრება ან შემოწმება; ე) წერტილის X, Y და Z მონაცემები; ვ) სამუშაოების ამსახველი ფოტომასალა. 2. ამ წესის მე-3, მე-4 და მე-5 მუხლებით განსაზღვრული სამუშაოების დასრულების შემდეგ, მომზადებული უნდა იქნეს დაცული ტერიტორიის 1:5000 მასშტაბის რუკა, მუნიციპალიტეტების მიხედვით, რომელზეც საზღვარი დატანილი იქნება ორთოფოტოზე. 3. გამოთვლილი უნდა იქნეს დაცული ტერიტორიის მთლიანი ფართობი და საზღვრის ხაზის პერიმეტრის სიგრძე. 4. უნდა მომზადდეს საზღვრის ხაზის მოხვევის წერტილების, ადგილის აბრისი (კროკი) და მათი სიტყვიერი აღწერილობა. 5. უნდა მომზადდეს ველზე განხორციელებული სამუშაოების შესახებ დეტალური ტექნიკური ანგარიში. 6. ამ მუხლით განსაზღვრული ყველა მასალა, წარდგენილი უნდა იქნეს ციფრული და გრაფიკული სახით, სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოში. მუხლი 7🔗. საკადასტრო და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მომზადება ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დაცული ტერიტორიის რუკის საფუძველზე, უნდა მომზადდეს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის და ციფრული ვერსიები, რომლებიც უნდა შეიცავდეს ყველა იმ მონაცემს, რომელიც გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 8🔗. საზღვრის მარკირება 1. აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია, განხორციელდეს დაცული ტერიტორიის საზღვრის მარკირება (სასაზღვრო ნიშნულების დამაგრება). 2. საზღვრის ხაზის მოხვევის წერტილების ადგილზე დასამაგრებელი ბოძების ნიმუში (ნახაზი) წინასწარ უნდა იქნეს შემუშავებული და სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული, რათა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველა დაცული ტერიტორიის საზღვრები ადგილზე დამაგრებული და გაფორმებული იყოს ერთიანი უნიფიცირებული ნიმუშის  ბოძებით. 3. დაცული ტერიტორიის საზღვრის ხაზის სწორი და გრძელი გვერდები ადგილზე უნდა დამაგრდეს ყოველ 300 მეტრში.          მუხლი 9🔗. საზღვრის რეგისტრაცია დაცული ტერიტორიის ფართობების, დაზუსტებული საზღვრებით, რეგისტრაციას ახორციელებს სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, რომელსაც ამ წესის მე-7 მუხლით განსაზღვრულ დოკუმენტაციას წარუდგენს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.