ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 20.06.2014
ძალის დაკარგვა 26.09.2014
გამომცემი ორგანო ბორჯომის მუნიციპალიტეტი
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.139.016122
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/06/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (5)
| 1 | ცენტრალური ზონა |
| 2 | შუალედური ზონა |
| 3 | პერიფერიული ზონა |
| ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ქურდაძე | ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | ქ. ბორჯომის ზონებში მდებარე არეალები |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №13
2014 წლის 20 ივნისი
ქ.ბორჯომი
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
„სახელმწიფო ქონების” შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის" თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 რძანებულების, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი №1 დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ქ. ბორჯომის ტერიტორიის ზონირება დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 თებერვლის №5 დადგენილება (სსმ ვებგვერდი, 27/02/2014 – 200140130.35.139.016114).
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ქურდაძე
დანართი №1
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
1.
ქ. ბორჯომის ტერიტრიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დიფერენცირებულია ტერიტორიის ზონირების შესაბამისად სამი ზონის მიხედვით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN = IMG X ITL X C X K, სადაც:
ა)
CN - არის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული 1 კვ. მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
ბ)
IMG - არის ქ. ბორჯომის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც შეადგენს 0,55-ს;
გ)
ITL - არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც ცენტრალური ზონისათვის უდრის 1,3-ს, შუალედური ზონისთვის 1,0-ს, ხოლო პერიფერიული ზონისთვის 0,7-ს;
დ)
C - არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ. მ-ზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;
ე)
K - არის მიწის ნორმტიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 100-ს;
2.
პირველი პუნქტის მიხედვით ქ. ბორჯომში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვ. მ. მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს შემდეგი სახით:
№
ზონა
IMG
ITL
C
K
CN (ლარი)
CN=IMG*ITL*C*K
1
ცენტრალური
0,55
1,3
0,24
100
17.16
2
შუალედური
0,55
1,0
0,24
100
13.20
3
პერიფერიული
0,55
0,7
0,24
100
9.24
3.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ. მ.-ს ნორმატიული ფასი განისაზღვრება ქ. ბორჯომის შუალედური ზონისთვის დადგენილი მაჩვენებლის 30%-ის ოდენობით და შესაბამისად შეადგენს 3.96 ლარს;
4.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბებში (გარდა ბაკურიანისა) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ. მ. -ს ნორმატიული ფასი განისაზღვრება ქ. ბორჯომის შუალედური ზონისთვის დადგენილი მაჩვენებლის 50%-ის ოდენობით და შესაბამისად შეადგენს 6.6 ლარს;
5.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ. მ ს ნორმატიული ფასი განისაზღვრება ქ. ბორჯომის შუალედური ზონისათვის დადგენილი მაჩვენებლის 50%-ის ოდენობით და შესაბამისად შეადგენს 6.6 ლარს;
6.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის დასახლებათა არეალებში გამავალი „საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27.05 №287 ბრძანებულებით განსაზღვრული საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის, ბორჯომი-ტბა-ცემის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ.მ-ს ნორმატიული ფასი განისაზღვრება ქ. ბორჯომის ცემტრალური ზონისათვის დადგენილი მაჩვენებლით და შადგენს 17.16 ლარს. (გარდა ბაკურიანისა);
7.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ. მ-ის ნორმატიული ფასი განისაზღვრება 26.40.
დანართი №2
ქ. ბორჯომის ტერიტორიის ზონირება
№
ქ. ბორჯომის ზონებში მდებარე არეალები
ლოკალური ტერიტორიული ინდექსი ITL
1
ცენტრალური ზონა
მტკვრის მარცხენა მხარეს დ.აღმაშენებლის ქუჩა, რუსთაველის ქუჩა, მესხეთის ქუჩა, ლიკანის დასახლება - გოგებაშვილის ქუჩა, რაზმაძის ქუჩა, რუსთაველის მოედანი, სააკაძის ქ. ფალიაშვილის ქუჩა, ფიროსმანის ქუჩა, ტაბიძის ქუჩა, გოგიას ციხის ქუჩა, წმინდა ნინოს ქ., მტკვრის მარჯვენა მხარეს ერეკლეს ქუჩა, კოსტავას ქუჩა, ცხრა აპრილის ქუჩა, კოსტავას სახელობის სკვერი, რობაქიძის ქუჩა ხიდამდე, გამსახურდია, დუმბაძე, ჭავჭავაძის ქუჩა, ჯორჯაძის ქუჩა, აკაკის ქუჩა, ქეთევან წამებულის ქუჩა, ბარათაშვილის ქუჩა, ცენტრალური ისტორიული პარკი
1,3
2
შუალედური ზონა
ჩარხისწყლის დასახლება, გურამიშვილის ქუჩა, დიმიტრი ყიფიანის ქუჩა, ინგოროყვას ქუჩა, მანჯგალაძის ქუჩა, ორბელიანის ქუჩა, შ. თორელის ქუჩა, პეტრიწის ქუჩა, ანდრია პირველწოდებულის ქუჩა, მირზა გელოვანის ქუჩა, ბესიკის ქუჩა, გიორგი ბრწყინვალის ქუჩა, სადგერის ქუჩა, ჩარხისწყლის დასახლება - თორის ქუჩა, 300 არაგველის ქუჩა, ახალი უბნის დასახლება, არდაგნის დასახლება
1,0
3
პერიფერიული ზონა
ვაშლოვანის, ლარების, ლიბანის, ზორეთის, ანდეზიტის დასახლება,
ნიკოლაძის ქუჩა, საბარგოს ქუჩა
0,7