შპს „ჭარ ენერჯი-2007“-ის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების თაობაზე
მიღების თარიღი 17.06.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №1096
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017281
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/06/2014
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.06.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (12)
| 1 | 726427 |
| 2 | 726425 |
| 3 | 726458 |
| 4 | 726542 |
| 5 | 726556 |
| 6 | 726556 |
| 7 | 726534 |
| 8 | 726495 |
| 9 | 726494 |
| 10 | 726476 |
| 11 | 726465 |
| N | X |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
შპს „ჭარ ენერჯი-2007“-ის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების თაობაზე
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
span.PlainTextChar { }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 62.95pt 56.7pt 62.95pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1096
2014 წლის 17 ივნისი
ქ. თბილისი
შპს ,,აჭარ ენერჯი-2007“-ის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების თაობაზე
1. ,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების (შემდგომში – დებულება) 74
მუხლის საფუძველზე, შპს ,,აჭარ ენერჯი-2007“ (ს/კ 245591426) გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან სამი თვის ვადით და მიეცეს უფლება:
ა) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფ. აჭარისწყლის მიმდებარედ, მდ. ჭოროხის ჭალა-კალაპოტში, განახორციელოს 126 383 (ას ოცდაექვსი ათას სამას ოთხმოცდასამი) მ3 სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეში) მოპოვება შემდეგი X და Y კოორდინატების ფარგლებში:
ბ) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. კირნათის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდ. ჭოროხზე, განახორციელოს 70 000 (სამოცდაათი ათასი) მ3 ტუფობრექჩიის (საშენი მასალა) მოპოვება შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:
N
X
Y
1
726427
4599754
2
726425
4599834
3
726458
4599872
4
726542
4599876
5
726556
4599853
6
726556
4599834
7
726534
4599803
8
726495
4599779
9
726494
4599768
10
726476
4599762
11
726465
4599751
S = 1,18 ჰა
WGS 1984
2. შპს ,,აჭარ ენერჯი-2007“ ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნებით (გეოსაინფორმაციო პაკეტი) განსაზღვრული პირობების შესრულება;
ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოპოვებული 126 383 (ას ოცდაექვსი ათას სამას ოთხმოცდასამი) მ3 ქვიშა-ხრეშიდან 80 383 (ოთხმოციათას სამას ოთხმოცდასამი) მ3 ქვიშა-ხრეში გამოიტანოს წიაღის მოპოვების ტერიტორიიდან და შავი ზღვის სანაპირო ზოლის ნაპირდაცვითი ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, ჩაყაროს სანაპირო ზოლის აღნიშნული X – 715542 და Y- 4610716 კოორდინატების ფარგლებში;
გ) დებულების 74 მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად, 126 383 მ3 ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლებისათვის, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს 21 980 (ოცდაერთი ათას ცხრაას ოთხმოცი) ლარი, ამ გაკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;
დ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში (შემდგომში – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი) წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული რესურსის ოდენობის შესახებ.
3. შპს ,,აჭარ ენერჯი-2007“ უფლებამოსილია, 126 383 მ3 ქვიშა-ხრეშიდან 46 000 (ორმოცდაექვსი ათასი) მ3 ქვიშა-ხრეში, სამშენებლო პროექტით (ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა) გათვალისწინებული მიზნებისათვის, გამოიყენოს მხოლოდ ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შემდეგ.
4. შპს ,,აჭარ ენერჯი-2007“-ის მიერ ამ განკარგულების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.
5. ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ის მიერ განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემდეგ, რაც უნდა დადასტურდეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ.
6. ,,შპს ,,აჭარ ენერჯი – 2007“-ის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 ოქტომბრის №1510 განკარგულების შესაბამისად, შპს ,,აჭარ-ენერჯი-2007“-ის მიერ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის გადახდილი 10 000 (ათი ათასი) ლარი ჩაითვალოს კომპანიის მიერ ამ განკარგულების პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის დადგენილი თანხის (10 000 ლარი) გადახდილად.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი