„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 5.09.2003, მუხ. 195) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-6 მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„14. მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობა და ამოწურვადი რესურსით სარგებლობა:
ა) კერძო მაუწყებლობის ლიცენზია – 2000 ლარი;
ბ) სათემო მაუწყებლობის ლიცენზია – 2000 ლარი;
გ) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია – 1000 ლარი;
დ) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია – 1000 ლარი.“.
2. მე-7 მუხლის მე-14 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 9 ივნისი.
№3244–Iს