„საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის საგადასახადო საკითხებში ინფორმაციის გაცვლის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

მიღების თარიღი 25.06.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №417
სარეგისტრაციო კოდი 480140000.10.003.018037
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/06/2014
matsne.gov.ge 124 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის საგადასახადო საკითხებში ინფორმაციის გაცვლის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება №417 2014 წლის 25 ივნისი ქ. თბილისი „საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის საგადასახადო საკითხებში ინფორმაციის გაცვლის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე მუხლი 1🔗 „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს 2014 წლის 16 მაისს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის საგადასახადო საკითხებში ინფორმაციის გაცვლის შესახებ“  შეთანხმება. მუხლი 2🔗 საგარეო საქმეთა სამინისტრომ: ა) აცნობოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების დადების შესახებ; ბ) შეატყობინოს ბელარუსის რესპუბლიკას ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის საქართველოს მხრიდან დასრულების თაობაზე. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი