„საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
მიღების თარიღი 25.06.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №416
სარეგისტრაციო კოდი 480140000.10.003.018036
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/06/2014
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.06.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №416
2014 წლის 25 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის
ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
მუხლი 1🔗
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს 2014 წლის 3 ივნისს ხელმოწერილი „საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ“ შეთანხმება.
მუხლი 2🔗
საგარეო საქმეთა სამინისტრომ:
ა) აცნობოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების დადების შესახებ;
ბ) შეატყობინოს შვეიცარიის კონფედერაციას ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის საქართველოს მხრიდან დასრულების თაობაზე.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი