,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 12 თებერვლის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№47
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.026.016269
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/07/2014

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №47

2014 წლის 1 ივლისი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 12 თებერვლის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ვბრძანებ:


მუხლი 1. ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 12 თებერვლის №10 ბრძანებით (ვებგვერდი, 010320040, 13/02/2014) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 14. შიდა აუდიტის დეპარტამენტი

1. დეპარტამენტის უფროსი:

ა) უმაღლესი განათლება (იურიდიული, ეკონომიკური, საბუღალტრო აღრიცხვა, ფინანსები, ბიზნესის ადმინისტრირება და მართვა), სასურველია მაგისტრის აკადემიური ხარისხი;

ბ) სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 5 წელი, მათ შორის, 2 წელი ხელმძღვანელ თანამდებობაზე (უპირატესობა მიენიჭება საჯარო სექტორში შიდა აუდიტორად მუშაობის გამოცდილებას);

გ) სამუშაო გამოცდილება რისკის ანალიზის, შიდა აუდიტის დაგეგმვის, განხორციელებისა და ანგარიშგების სფეროში;

დ) ნორმატიულ აქტებთან მუშაობის გამოცდილება;

ე) შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ე.ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ე.ბ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე.გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ე.დ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე.ე) ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე.ვ) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე.ზ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე.თ) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება;

ე.ი) „შიდა კონტროლთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოს (ჰარმონიზაციის ცენტრის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 ნოემბრის №345 დადგენილება;

ე.კ) ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების თაობაზე‘‘ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238  დადგენილება;

ე.ლ) „შიდა აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულება;

ე.მ) „შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულება;

ე.ნ) „შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1014 განკარგულება;

ე.ო) „შიდა აუდიტორთა სახელმძღვანელო პრინციპების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1013 განკარგულება;

ე.პ) „სახელმწიფო სექტორში რისკის მართვის სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №644 ბრძანება;

ე.ჟ) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანება;

ვ) ინგლისური ენის ცოდნა;

ზ) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა.

2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) უმაღლესი განათლება (სასურველი სპეციალობა: იურიდიული, საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი, ფინანსები, ბიზნესის ადმინისტრირება და მართვა, ეკონომიკური),  სასურველია მაგისტრის აკადემიური ხარისხი;

ბ) სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 4 წელი, მათ შორის 1 წელი ხელმძღვანელ თანამდებობაზე  (უპირატესობა მიენიჭება საჯარო სექტორში შიდა აუდიტორად მუშაობის გამოცდილებას);

გ) სამუშაო გამოცდილება რისკის ანალიზის, შიდა აუდიტის დაგეგმვის, განხორციელებისა და ანგარიშგების სფეროში;

დ) ნორმატიულ აქტებთან მუშაობის გამოცდილება;

ე) სასურველია აუდიტორის სერტიფიკატის ფლობა;

ვ)   შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ვ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ვ.ბ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ.გ) „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“;

ვ.დ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ.ე)  „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ.ვ) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ.ზ) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება;

ვ.თ) „შიდა აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულება;

ვ.ი) „შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულება;

ვ.კ) „შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1014 განკარგულება;

ვ.ლ) „შიდა აუდიტორთა სახელმძღვანელო პრინციპების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1013 განკარგულება;

ვ.მ) „სახელმწიფო სექტორში რისკის მართვის სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №644 ბრძანება;

ზ) სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;

თ) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა.

3. დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი:

ა) უმაღლესი განათლება (სასურველი სპეციალობა: იურიდიული, საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი, ფინანსები, ბიზნესის ადმინისტრირება და მართვა, ეკონომიკური)  სასურველია მაგისტრის ხარისხი;

ბ) სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 1 წელი (უპირატესობა მიენიჭება საჯარო სექტორში შიდა აუდიტორად მუშაობის გამოცდილებას);

გ) სასურველია აუდიტორის სერტიფიკატის ფლობა;

დ) შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

დ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;

დ.ბ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ.გ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ.დ) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ.ე) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება;

დ.ვ) „შიდა აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულება;

დ.ზ) „შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულება;

დ.თ) „შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1014 განკარგულება;

დ.ი) „შიდა აუდიტორთა სახელმძღვანელო პრინციპების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1013 განკარგულება;

დ.კ) „სახელმწიფო სექტორში რისკის მართვის სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №644 ბრძანება;

ე) ინგლისური ენის ცოდნა;

ვ) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა (MS office Word, Excel, Power Point, Project, Outlook).

4. მთავარი სპეციალისტი/თანაშემწე

ა) უმაღლესი განათლება (სასურველი სპეციალობა:  სამართალმცოდნეობა; ეკონომიკა და ბიზნეს ადმინისტრირება);

ბ) სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 1 წელი;

გ) შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;

გ.ბ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.გ.) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I, II, III, თავები);

გ.დ) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ.ე) ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება;

გ.ვ) „შიდა აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულება;

გ.ზ) „შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულება;

დ) სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;

ე) კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.’’.


მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ალასანია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 12 თებერვლის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 01.07.2014.
როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 12 თებერვლის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
„,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 12 თებერვლის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 01.07.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №47. სარეგისტრაციო კოდი — 010320040.22.026.016269.
რამდენი მუხლისგან შედგება „,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 12 თებერვლის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 12 თებერვლის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.07.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 12 თებერვლის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №47, 01.07.2014, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.026.016269 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.07.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2381928/