განჩინება შპს „ბერმუხას“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/1131
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/06/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/1131

        

        

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2014 წლი ს 23 ივნისი

ქ. ქუთაისი

 

   ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გენადი მაკარიძემ განიხილა შპს ,,ბერმუხ ი ს’’ კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

   2012 წლის 18 სექტემბრის განჩინებით შპს ,,ბერმუხ ი ს’’ დირექტორის ვაჟა ლაზიშვილის განცხადება მიღებულ იქნ ე ს წარმოებაში.

   2012 წლის 12 ნოემბრის განჩინებით შპს ,,ბერმუხას’’ მიმართ გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება და გაკოტრების მმართველად დაინიშნა სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო, ამასთან შედგა კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრი.

  2014 წლის 5 ივნისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა თამაზ კიკიანმა და მოითხოვა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-14 პუნქტის საფუძველზე მოხდეს მოვალის მფლობელობაში არსებული 7 ერთეული სატრანსპორტო საშუალების საკუთრების უფლებით აღიარება.

   სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნეს შპს ,,ბერმუხ ი ს’’ კრედიტორთა კრება.

  სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 1. მოწვეულ იქნეს შპს ,,ბერმუხას’’ კრედიტორთა კრება 2014 წლის 1 ივლისს 15:00 საათზე. დღის წესრიგით – რეგისტრაციას დაქვემდებარებულ სამეურვეო ქონებაზე მოვალის საკუთრების უფლების აღიარება.

2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, მესამე სართული, სხდომის დარბაზი №3).

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და სასამართლოს დაფაზე.

4. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

 

მოსამართლე                                         გენადი მაკარიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „განჩინება შპს „ბერმუხას“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“?
დიახ, სასამართლოს აქტები „განჩინება შპს „ბერმუხას“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.06.2014.
როდის იქნა მიღებული „განჩინება შპს „ბერმუხას“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“?
„განჩინება შპს „ბერმუხას“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“ მიღებულია 23.06.2014. მიმღები ორგანო — ქუთაისის საქალაქო სასამართლო. დოკუმენტის ნომერი — №2/1131.
სად არის „განჩინება შპს „ბერმუხას“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.06.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

სასამართლოს აქტები „განჩინება შპს „ბერმუხას“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“, №2/1131, 23.06.2014 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.06.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2382124/