„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების, სახელმწიფო შესყიდვებით განხორციელებული სამუშაოების (სამშენებლო) მიღება-ჩაბარების მიზნით შექმნილი მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (8 მუხლი)
|
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №18 |
|
2014 წლის 27 ივნისი ქ. წყალტუბო |
|
2. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების, სახელმწიფო შესყიდვებით განხორციელებული სამუშაოების (სამშენებლო) მიღება-ჩაბარების მიზნით შექმნილი კომისია წარმოადგენს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუდმივმოქმედ კომისიას, რომელიც უზრუნველყოფს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონით, ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ’’ სახელმწიფო შესყიდვების სააგენეტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით და ამ დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას.
2. კომისიას თავმჯდომარეობს გამგებელი ან გამგებლის მოადგილე. კომისიის წევრთა შემადგენლობაში შედიან: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი ან გამგებლის მოადგილე (მოადგილეები), წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის უფროსი (უფროსები), გამგებლის თანაშემწე (თანაშემწეები), განყოფილების უფროსი (უფროსები), მთავარი სპეციალისტი (სპეციალისტები), წამყვანი სპეციალისტი (სპეციალისტები) და უფროსი სპეციალისტი (სპეციალისტები) და/ან საკრებულოს წევრი (წევრები). კომისიაში მონაწილეობის მისაღებად შესაძლებელია მოწვეულ იქნენ სხვა პირებიც.
3. კომისიის თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კომისიის წევრთა შემადგენლობიდან ნიშნავს საკრებულოს თავმჯდომარე შესაბამისი ბრძანების საფუძველზე. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მოადგილე.
4. კომისიას ჰყავს სხდომის მდივანი, რომელსაც წევრთა შემადგენლობიდან ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე. სხდომის მდივანი უზრუნველყოფს კომისიის მუშაობის ორგანიზებას (კომისიის თავმჯდომარისათვის მის მიერ გაცემული დავალებების შესრულებასთან დაკავშირებით ინფორმაციის წარდგენას, კომისიის წევრთა ინფორმირებულობას სხდომის დღის წესრიგის და ჩატარების დროსთან დაკავშირებით, სხვა საორგანიზაციო საკითხების მოწესრიგებას) და შესაბამისი ოქმის შედგენას.
5. კომისიის თავმჯდომარე ანაწილებს ფუნქციებს კომისიის წევრებს შორის.
6. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების მიზნით კომისიის შემადგენლობაში იქმნება ინსპექტირების ჯგუფი, რომელსაც განსაზღვრავს შემსყიდველი ორგანიზაცია.
7. კომისიის მატერიალურ - ფინანსური უზრუნველყოფა ხდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით.
2. კომისიას შესაბამისი სამსახურებიდან დოკუმენტაცია განსახილველად წარედგინება სხდომამდე ერთი დღით ადრე მაინც.
3. კომისიის წევრები ვალდებული არიან საკითხის განხილვის დაწყებამდე განაცხადონ ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ (,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად).
4. ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში კომისიის წევრი მონაწილეობას არ ღებულობს საკითხის განხილვაში.
ა) კონტროლს და ზედამხედველობას მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე.
ბ) მისაწოდებელი ან/და სამუშაოს მოცულობის, ხარისხისა და მიწოდების ვადების სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას.
გ) სახელმწიფო შესყიდვებით განხორციელებული სამუშაოების (სამშენებლო) მიღება- ჩაბარებას და შესაბამისი აქტის მიღებას.
დ) წინადადებების განხილვას ხელშეკრულების ვადის გაგრძელების თაობაზე მიმწოდებლის მოთხოვნის შესაბამისად.
ე) მოითხოვს შესრულებულ სამუშაოებზე შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნას.
ვ) საჭიროების შემთხვევაში მოიწვევს ექსპერტებს და შესაბამისი დარგის სპეციალისტებს.
2. თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლის და ზედამხედველობის განხორციელება შესაძლებელია ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე.
2. კომისია გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
3. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს თავმჯდომარე.
4. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი წერილობითი ფორმით დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
5. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე, მდივანი და ყველა დამსწრე წევრი.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების, სახელმწიფო შესყიდვებით განხორციელებული სამუშაოების (სამშენებლო) მიღება-ჩაბარების მიზნით შექმნილი მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 27.06.2014.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების, სახელმწიფო შესყიდვებით განხორციელებული სამუშაოების (სამშენებლო) მიღება-ჩაბარების მიზნით შექმნილი მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების, სახელმწიფო შესყიდვებით განხორციელებული სამუშაოების (სამშენებლო) მიღება-ჩაბარების მიზნით შექმნილი მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 27.06.2014. მიმღები ორგანო — წყალტუბოს მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №18. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.122.016187.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების, სახელმწიფო შესყიდვებით განხორციელებული სამუშაოების (სამშენებლო) მიღება-ჩაბარების მიზნით შექმნილი მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 8 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების, სახელმწიფო შესყიდვებით განხორციელებული სამუშაოების (სამშენებლო) მიღება-ჩაბარების მიზნით შექმნილი მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების, სახელმწიფო შესყიდვებით განხორციელებული სამუშაოების (სამშენებლო) მიღება-ჩაბარების მიზნით შექმნილი მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.06.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების, სახელმწიფო შესყიდვებით განხორციელებული სამუშაოების (სამშენებლო) მიღება-ჩაბარების მიზნით შექმნილი მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №18, 27.06.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.122.016187 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.06.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2382319/