შპს „ბლექ სი ინვესიტის“ საოქმო განჩინება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საოქმო განჩინება
2014 წლის 22 მაისი
ქ. ქუთაისი
კრების თავმჯდომარე: გენადი მაკარიძე (გაკოტრების მოსამართლე)
კრების მდივანი: ნოდარ გიორგიძე
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს კანონის „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ მე-4, მე-5, მე-7, 33-ე, 43-ე, 44-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, მუხლებით და ადგილზე თათბირით დაადგინა:
1. შპს ,,ბლექ სი ინვესიტის“ რეაბილიტაციის გეგმის პროექტის წარმოსადგენად ვადა გაგრძელდეს 2014 წლის 8 ივლისამდე.
2. კრედიტორთა კრება დაინიშნოს 2014 წლის 8 ივლისს, 14:00 საათზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.
3. კრებაზე განხილულ იქნეს შემდეგი საკითხი:
ა) შპს ,,ბლექ სი ინვესტის“ მიმართ რებილიტაციის გეგმის წარმოდგენის შემთხვევაში მისი განხილვა და შპს ,,ბლექ სი ინვესტის“ რეაბილიტაციის პროცესის შემდგომი გაგრძელების მიზანშეწონილობა.
4. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.geocourts.ge.
5. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
სხდომის თავმჯდომარე: /გენადი მაკარიძე/
სხდომის მდივანი: /ნოდარ გიორგიძე/