აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „აფხაზეთის გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტოს“ მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.06.2014
ძალის დაკარგვა 20.03.2015
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
ნომერი №01/28
სარეგისტრაციო კოდი 010320040.33.062.016066
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/06/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 543 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.06.2014 მიღება
20.03.2015 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „აფხაზეთის გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტოს“ მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტომონიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ბრძანება №01/28 2014 წლის 27 ივნისი   ქ. თბილისი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „აფხაზეთის გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტოს“ მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის №3 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სსიპ - „აფხაზეთის გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტოს“ მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა დანართის შესაბამისად. 2.   ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი                                                      მურმან ფარფალია დანართი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „აფხაზეთის გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტოს“ მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას. 1. სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის ვაკანტურ თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა)  უმაღლესი განათლება; ბ) უცხო ენის ცოდნა; გ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება; დ) კომპიუტერული პროგრამები (MS office Word, Excel, Photoshop) ცოდნა; ე) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ე.ა) საქართველოს კონსტიტუცია; ე.ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ე.გ) საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“; ე.დ) საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“; ე.ე)  საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ ( I და III თავი); ე.ვ) საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“; ე.ზ)  საქართველოს კანონი „წიაღის შესახებ“; ე. თ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; ე.ი) აფხაზეთის კანონი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“; ე.კ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტოს დებულება“. 2. სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის მოადგილის ვაკანტურ თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება; ბ) უცხო ენის ცოდნა; გ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Photoshop) ცოდნა; ე) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ე.ა) საქართველოს კონსტიტუცია; ე.ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ე.გ) საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“; ე.დ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ (I თავი); ე.ე) საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“; ე.ვ) საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“; ე.ზ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; ე.თ) აფხაზეთის კანონი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“; ე.ი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტოს დებულება“. 3. სააგენტოს მრჩევლის ვაკანტურ თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება; ბ) უცხო ენის ცოდნა; გ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Photoshop) ცოდნა; ე) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ე.ა) საქართველოს კონსტიტუცია; ე.ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“; ე.გ) საქართველოს კანონი  „საჯარო სამსახურის შესახებ“; ე.დ) საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“; ე.ე) საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“; ე.ვ) საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“; ე.ზ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“; ე.თ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; ე.ი) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“; ე.კ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტოს დებულება“.